სტიქაროსნის (იპოდიაკვნის), კანონიკური უფლება-მოვალეობანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტიქაროსნის (იპოდიაკვნის), კანონიკური უფლება-მოვალეობანი |
კანონისტი |
Mar 20 2007, 08:41 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მათე ვლასტარის ანბანური სინტაგმა, ასო Y, თავი 4
ლაოდიკიის კრების 21-ე კანონი ბრძანებს: იპოდიაკვნებს ეკრძალებათ სადიაკვნეში შეეხონ წმინდა ჭურჭელს, რომლებიც განკუთვნილია მსხვერპლშეწირვისათვის მოტანილ პურსა და ღვინოზე მღვდელმოქმედების შესასრულებლად (აქ მითითებულში იგულისხმება შემდეგი): რომ მათ არ აქვთ უფლება შეასრულონ სადიაკვნო მსახურება. სხვა წმინდა ჭურჭელზე შეხება, მათი მღვდელმოქმედებისათვის მომზადება, მილაგება და სუფთა ადგილას დადება იპოდიაკვნებს არათუ აქვთ უფლება, არამედ სწორედ ამაში მდგომარეობს მათი მსახურება 25-ე (იმავე კრების) კანონი არ რთავს მსახურებს, ე.ი. იპოდიაკვნებს ნებას რომ გაუყონ პური ან აკურთხონ ბარძიმი. 43-ე (იმავე კრების) კანონი არ რთავს იპოდიაკვნებს ნებას, რომ საღვთო ლიტურგიის დროს ილოცონ ხალხისთვის, სეეხონ წმინდა საიდუმლოს, ვინაიდან ესენი სამღვდელო საქმეებია, მაგრამ ნებადართულია წმინდა ეკლესიის კართან დგომა და მისი მცირე ხნით არდატოვება, რათა შემოიყვანოს და გაიყვანოს კათაკმევლები, სინანულში მყოფნი და სხვები. ეს არის ეკლესიის ერთ-ერთი განწესი, ანუ მოვალეობა მსახურებისა და იპოდიაკვნებისა, რამდენადაც აღემატებიან ერსიკაცთ, ხოლო ჩამოუვარდებიან მღვდელმსახურთ. გავაგრძელებ......... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
George Leluashvili |
Apr 22 2011, 08:11 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
dr.house...
ციტატა დიახ ჩემი მოძღვარიც მეუბნება.. და ვისწავლე ასოები და შემიძლია კითხვა მარა რატომღაც ეხლა "ჟამნის" დასწავლა მითხრა და ცოტა რთულია ჩემი ასაკისთვის ვფიქრობ.. ჩემთვის მედავითნეობა ძალიან ბერს ნიშნავს,ძალიან დიდი მადლია.შეისწავლე ნუ დაიზარებ.თავიდან მეც რომ ვუყურებდი გამოცდილ მედავითნეებს ვფიქრობდი,ამათ დონეზე როდის მივალ-მეთქი,მაგრამ ხომ იცი"შეუძლებელი კაცთაგან, ყოველივე შესაძლებელია ღვთისა მიერ" წარმატებები ციტატა და ცოტა რთულია ჩემი ასაკისთვის ვფიქრობ.. რამდენი წლის ხარ? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი