![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
— ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. როგორ ფიქრობთ სრულდება ყოველივე რაც იოანემ დაწერა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ციტატა ( ვადგავარ უდაბნოს მიწაზე არც წყალია არც სუნთქვაა არც ცაა... ) ეს მე მგონია,რომ უნდა იყოს რაღაც არამატერიალური,რაღაც ენით აღუწერელი სამყარო და ვინაიდან ენოქი ზეცად იყო აღტაცებული,ვფიქრობ ზეციური სავანე იხილა ციტატა - რა უნდა იყოს? ალბათ მთვარეზეა ნამყოფი? ან რომელიმე ვარსკვლავზე? ნუთუ უცხო-პლანეტებია და ჩვენ მიწიერიდან მარტო ენოქი აიყვანა მთვარეზე? არამგონია,ვინაიდან ენოქი რომ ამ შემთხვევაში მთვარეზე,ან ვარსკვლავზე ყოფილიყო,მაშინ ამის რაიმე მიზეზი,ან მნიშვნელობა უნდა იყოს.მე მაინ ზეციური სავანე მგონია ერთ-ერთი,რომელიც თავისი ენით აღწერა. P.s.შენდობას ვთხოვ უფალს ჩემებური განმარტებების გამო. ციტატა ( მიჩვენა და ხმაურია, ვხედავ რომ ელავდა და იქმნებოდა გავარვარებული მიწა ვხედავდი და არ ვიწვოდი და მითხრა ხმამ - შეხედე და მეც ვაკვირდებოდი - განათდა როგორც მზე ანათებ და ვხედავ რომ ერთ გუნდში შეიკრიბა ვარსკვლავები ... ) რა უნდა ენახა ენოქს? ნუთუ დედამიწის შექმნა დაინახა!? ან გალაქტიკა?! მე კი მგონია,რომ ბიბლო ჟამს აღწერს.უკვე სამყაროს განადგურების წინ ციტატა ( ვიხილე ციდან ცეცხლოვანი წვიმაა და იწვოდა უდაბური მიწა არც წყალია არც ცაა ) აქ, ნუთუ ახსნილია დედამიწის შექმნაზე ?! აქ ვფიქრობ ან დედამიწაა მოწესრიგების წინ აღწერილი,ან სოდომ-გომორის პონტია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი