აპოკალიფსის ანუ გამოცხადების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აპოკალიფსის ანუ გამოცხადების შესახებ |
George Leluashvili |
Feb 28 2011, 10:03 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
— ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. როგორ ფიქრობთ სრულდება ყოველივე რაც იოანემ დაწერა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
davithet |
Apr 25 2011, 05:47 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 |
დაიბლოკა ეს პროგრამა BibleCodeOracle . სამწუხაროდ ფასიანი აღმოჩნდა
-------------------- [b]止まれ[/b]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი