![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
— ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. როგორ ფიქრობთ სრულდება ყოველივე რაც იოანემ დაწერა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
davithet |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 ![]() |
ჩემი აზრით ვშიფრავდი ასეთ რამეებ სადაც კი ეწერა დრო, საათი, რიცხვი, გაზომვა, ფულის შეკელის რაოდენობა , წელი, ან ეწერა დაწერე მაგრამ შეინახე გულში და ა.შ.
ყოველ ბიბლიურ წინადადებებში არის საიდუმლო მნიშვნელობა. ეს მაკვირვებდა ასაკზე რომ აღწერდა ვინ რა რამდენი წელი იცხოვრა და ა.შ. ბევრი ვიფიქრე ამაზე რატომ უნდა დაეწერა ან გაეზომათ ღვთის ტაძარი და ა.შ. აღმოვაჩინე რომ პირდაპირ გაგებით არ უნდა ყოფილიყო და სხვა აზრად გამოვთვალე - თუ ეწერა , სიზმრად ვიხილე ეს და ეს - სწორედ ამ გრაგნილზე დავეჭვდი თუ რა აზრი უნდა ყოფილიყო საიდუმლო სიტყვა. პიქტოგრამულად ვცადე და აღმოჩნდა პასუხი, წინასწარმეტყველური მონაცემები და ა.შ. დიდება ღმერთს რომ გონიერსათვით არის დაწერილი წმინდა ბიბლია. მე ვიფიქრე რომ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები ისინი შიფრავენ და მალავენ, მე კი არ შემიძლია დამალვა და პირიქით ყველამ უნდა იცოდეთ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა. მე არ ვუყურებ ბრმა მორწმუნეებზე და სექტანტებზე მათი გონება დაბალია. ვფიქრობ რომ, ჩვენ მართლმადიდებლები ღმრად და გონებრივად განვითარებულ დონემდე გაიგებენ წმინდა მამების მიერ საიდუმლო აღმოჩენილი წერილები და მათ შეინახეთ მომავლისთვის. ამიტომ კარგი თემა იყო გახსნილი და ვიფიქრე რომ ჩემ მერე გამოჩნდება უფრო გონიერი ადამიანები და ა.შ. ამაში ცოტა მე რაც კი რამე დავწერე ჩემი გამოთვლილია და ხან ჩემ მეგობრების მეხმარებოდნენ. ხან არის შეცდომით ნათარგმნი ან არასწორი ახსნაც კი. -------------------- [b]止まれ[/b]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი