IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შრი სატია საი ბაბა
George Leluashvili
პოსტი Apr 28 2011, 06:30 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



გარდაიცვალა ინდოელი „ცოცხალი წმინადანი“ საი ბაბა
24.04.2011


IPB-ს სურათი




85 წლის ასაკში გარდაიცვლა ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული სულიერი ლიდერი სათია საი ბაბა. მისი სიკვდილის მიზეზი გახდა გულის პრობლემები. საი ბაბას მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავდა. მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ცნობილი ადამიანები. როგორც გადმოსცემენ, ბაბა ახდენდა სასწაულებს და ბევრი მისი მიმდევარი მას ცოცხალ ღმერთად მიიჩნევდა. მისი ორგანიზაცია აფუძნებდა საავადმყოფოებსა და სკოლებს, თუმცა საი ბაბას მოღვაწეობას თან ახლდა აზრთა სხვადასხვაობა. კრიტიკოსები მას ბრალს სდებდნენ სასწაულების გაყალებებასა და სექსუალურ ძალადობაში. მოელიან, რომ საი ბაბას დაკრძალვას მის მშობლურ ქალაქ პუტაპარტში ასეულ ათასობით ადამიანი დაესწრება.



მოკლე ბიოგრაფია:დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში


1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით

საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი)


მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია:


1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ

2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი

3 პატივი ეცით ყველა რელიგიას

4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე

5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს


საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი

დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე.

ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს
მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს

ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები.





IPB-ს სურათი





საი ბაბას სასწაულები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.youtube.com/watch?v=oahdsgm_QCA
http://www.youtube.com/watch?v=1fs1OBY82b0


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
George Leluashvili
პოსტი Apr 28 2011, 07:21 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ეპიზოდები წიგნიდან სატია საი ბაბას მოძღვრება
მარადიული სიყვარულის საიდუმლო



სტუდენტებო!
თქვენ უნდა გაიგოთ, რომ სხეული ინსტრუმენტია მხოლოდ, ატმა (სული) კი – მოღვაწე და მომხმარებელი (რომელიც ნაყოფს იგემებს). მიატოვეთ სხეულისადმი მიბმულობა. რისთვის სწავლობთ? თქვენ გინდათ ფული გააკეთოთ და ბედნიერად იცხოვროთ. მაგრამ თქვენი სწავლა გიქმნით ბედნიერებას? სწავლის დამთავრებისას ხელსაყრელი სამუშაო გსურთ, შემდეგ კარიერა, და ა.შ. თქვენს სურვილებს არა აქვს დასასრული. მაშ როგორ უნდა მიაღწიოთ ბედნიერებას? ნამდვილი და მუდმივი ბედნიერება მიუღწეველია მატერიალურ სამყაროში. ის შეიძლება განიცადო მხოლოდ ტურიის მდგომარეობაში. ამქვეყნიურ, მატერიალურ ობიექტებში ნეტარება არ არსებობს.
ერთხელ ადი შანკარა 13 მოწაფესთან ერთად წმინდა განბანის ჩასატარებლად განგას სანაპიროსაკენ მიემართებოდა. გზაში მან ბრაჰმანი შენიშნა, რომელიც გრამატიკის წესებს იზეპირებდა. შანკარამ ჰკითხა, რა აზრი ჰქონდა გრამანიკის საწყისების გამეორებას. ბრაჰმანმა უპასუხა, რომ იგი დიდი სწავლული გახდება, თავისუფლად შეეძლება შესვლა მეფის სასახლეში და ფულს გააკეთებს. მაშინ შანკარამ ჰკითხა, რაოდენ დიდხანს შეუძლია სიმდიდრეს ბედნიერების მოცემა. ბრაჰმანმა უპასუხა, რომ სიკვდილამდე იცხოვრებს ბედნიერად. შანკარამ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: "რა მოხდება სიკვდილის შემდეგ?" ბრაჰმანმა უპასუხა, რომ არ იცის. მაშინ შანკარამ შემდეგი ლექსი იმღერა:
ო, უგუნურო, როცა დადგება სიკვდილის ჟამი,
გრამატიკის წესი არ მოვა დასახმარებლად.
ამიტომ ღმერთის სახელი იგალობე:
გოვინდამ, გოვინდამ, გოვინდამ.


მხოლოდ ღმერთის სახელი დაგიცავთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ გარემოებაში. ამ ქვეყანაზე ყველაფერი მცურავ ღრუბლებს ჰგავს. მხოლოდ ნეტარება და სიყვარულია მუდმივი. სიყვარული ღმერთია, ღმერთი სიყვარულია. ამიტომ იცხოვრეთ სიყვარულში.

სტუდენტებო!
ახალგაზრდობა უაღრესად წმინდაა. ამაოდ ნუ ხარჯავთ მას, ნუ დამორჩილდებით გაუთავებელ სურვილებს და ნუ აგებთ ციხე-კოშკებს. მიიღეთ განათლება და ნუ დაივიწყებთ ყველაზე მთავარსა და უმაღლესს – ღმერთს. ნუ გაერთობით უსარგებლო საქმეებითა და მიბმულობებით, რომლებსაც მოუსვენრობისკენ მიჰყევხართ მხოლოდ. დღეს ადამიანები სიმშვიდეს ეძებენ. მაგრამ გარე სამყაროში შეუძლებელია სიმშვიდის პოვნა. იქ იპოვით მხოლოდ ნამსხვრევებს! (სიტყვათა თამაში: პეაცე/სიმშვიდე – პიეცეს/ნაჭრები, ნაწილები). სიმშვიდე თქვენშია. თქვენ სიმშვიდის განხორციელება ხართ, თქვენ სიმართლის განხორციელება ხართ, სიყვარულის განხორციელება. ამიტომ უპირველეს ყოვლისა თქვენი თავი შეიცანით. მხოლოდ მაშინ შესძლებთ იყოთ ნეტარებით აღსავსენი. ჩვენს დროში სტუდენტები მრავალ სხვადასხვა დიპლომს იღებენ. მაგრამ რა სარგებელია მათში?

უგუნური ადამიანი, თუნდ სწავლული და
განათლებული,
ვერ მიაღწევს თავის ჭეშმარიტ "მე"-ს,
უფერულება კი ვერ გაეყრება თავის ცუდ თვისებებს.
თანამედროვე განათლებას მხოლოდ დავა მოაქვს,
და არა ყოვლისმომცველი სიბრძნე.
რა ყრია ამქვყყნიურ ცოდნაში,
თუკი ის უკვდავებამდე არ მიგიყვანთ?
შეიძინეთ ის ცოდნა, რომელიც სიკვდილს აგაცილებთ.

(ლექსი ტელუგუზე)


სიყვარულის განხორციელებანო! ყველა გიყვარდეთ, ნურავის მიმართ ნუ გექნებათ სიძულვილი. ამას გვასწავლის ჩვენი უძველესი კულტურა. წმინდა ვიასამ 18 პურანას არსი რამდენიმე სიტყვით გამოხატა: ემსახურო სხვებს – დამსახურებაა, სხვებისთვის ზიანის მიყენება – ცოდვაა. ამიტომ: "დაეხმარეთ ყოველთვის, ნურასოდეს ნუ ავნებთ". ასე მოიქეცით ცხოვრებაში, ეს საკმარისია. საერო განათლებასთან ერთად აუცილებელია აგრეთვე სულიერი განათლებაც. ნათქვამია: სულიერი განათლება ჭეშმარიტი განათლებაა. მხოლოდ მას შეუძლია ბრაჰმანის ცოდნის მინიჭება. იგი (ბრაჰმანი) ორობითობაზე მაღლაა, სამ გუნაზე (ბუნების თვისებებზე) – სატვაზე, რაჯასზე და ტამასზე მაღლაა. მხოლოდ ღმერთია მუდმივი, სხვა ყველაფერი დროებითია. დღეს ადამიანებს გარე სამყარო სწამთ, და არა ღმერთი. ნუ იამაყებთ თქვენი ახალგაზრდობით და სხეულის სილამაზით.

რა მოგივა შენ, როდესაც დაჩაჩანაკებულ მოხუცად
იქცევი,
როდესაც შენი სხეული უძლური გახდება,
ქცევა კი – მერყევი,
როდესაც მხედველობა დაგისუსტდება, შენ კი იქნები
როგორც ნაჭრის თოჯინა,
და ბავშვები დაგცინებენ, ბებერ მაიმუნს გიწოდებენ?

(ლექსი ტელუგუზე)


დიდხანს გაგრძელდება ახალგაზრდობა? როგორც გაელვების შემდეგ დგება უკუნეთი, ასევე მოჰყვება ახალგაზრდობას სიბერე. დილით გაფურჩქნილი ყვავილი საღამოს ჭკნება. ასეთია ადამიანის სხეულის ბუნება. მართეთ სხეული და გონება. ნუ გახდებით სხვებზე დამოკიდებული. ნუთუ შიმშილს დაიცხრობ, რომ უყურო, შენს გვერდით ვინმე როგორ ჭამს? ვერა. სულიერ გზაზე წინსვლისათვის აუცილებელია საკუთარი მცდელობა.
თუ გსურთ სამუდამოდ ახალგაზრდა დარჩეთ, გრძნობები უნდა აკონტროლოთ. სვამი ამის პირდაპირი დადასტურებაა (აპლოდისმენტები). ჩემი სხეული ენერგიითაა სავსე. ჩემში არ არის არავითარი სისუსტე. ახლაც კი შემიძლია სწრაფად სირბილი. შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს, რომ სვამი 75 წლისაა? რა საიდუმლოა აქ? სიწმინდე, მოთმინება, სიმტკიცე – აი მთავარი მიზეზები. სვამის გრძნობები ყოველთვის წმინდა და უყრყევია. შეეცადეთ ამ მხრივ მიბაძოთ სვამის. თქვენ სვამის ერთგულებად აცხადებთ თავს. ასეთ შემთხვევაში ხომ თქვენი ვალია – თქვენში სვამის სიწმინდის თუნდაც პატარა ნაწილი გამოზარდოთ? თქვენ კი იმის მოთმინებაც კი არ გყოფნით, რომ წესიერი პასუხი გასცეთ, თუ გამვლელი რამეს გკითხავთ. მე ვლაპარაკობ, ათასობით ადამიანს მივმართავ, და მაინც მშვიდი და ნეტარებით აღსავსე ვრჩები. მე დაკავებული ვარ დიდი რაოდენობის მრავალფეროვანი საქმით. არავის შეუძლია აღწეროს ის სამუშაო, რომელსაც მე ვასრულებ. მე ყველა სფეროსა და წარმოებაში ვასრულებ სამუშაოს. ყველა ისინი ჩემია, მაგრამ მე არასოდეს არ ვარ უსაქმოდ. მე ყოველთვის აღსავსე ვარ ნეტარებით. დაბადების დღის აღსანიშნავად დღესასწაულზე ზოგიერთი ერთგული ბედნიერებას მისურვებდა. მე მათ ვუთხარი: "არ არის საჭირო, რომ დაბადების დღეზე მისურვოთ ბედნიერება, რადგან მე ყოველთვის ბედნიერი ვარ. ბედნიერება აჩუქეთ იმას, ვისაც იგი არ გააჩნია". ბედნიერება ღმერთთან ერთიანობაშია. თუ მტკიცედ ხართ დარწმუნებული, რომ ღმერთი თქვენშია, თქვენთან და თქვენს გარშემოა, ცხოვრებაში არასოდეს გექნებათ უბედურებანი და უმძიმესი განსაცდელი. ადამიანები უბედურებებისა და საზრუნავის გამო ჩივიან. მაგრამ მე არ ვიცი, რას წარმოადგენს ისინი, - ჩემი სიწმინდის გამო ისინი არ მეკარება. უბედურებები და საზრუნავი ბოჭავს მხოლოდ მათ, ვისაც ცუდი აზრები და ხასიათი აქვთ.
ამიტომ:

ნუ უყურებთ ცუდს, უყურეთ კარგს.
ნუ უსმენთ ცუდს, უსმინეთ კარგს.
ნუ ილაპარაკებთ ცუდზე, ილაპარაკეთ კარგზე.
ნუ ფიქრობთ ცუდზე, იფიქრეთ კარგზე.
ნუ აკეთებთ ცუდს, აკეთეთ კარგი, -
ასეთია ღმერთისკენ მიმავალი გზა.

(ლექსი ტელუგუზე)


როდესაც სიძნელეს აწყდებით, ნუ დაეცემით სულით. ჩათვალეთ, რომ თქვენს სასიკეთოდ არის ის.



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
GIORGI LELUASHVILI   შრი სატია საი ბაბა   Apr 28 2011, 06:30 PM
GIORGI LELUASHVILI   [u]საი ბაბას მოძღვრე...   Apr 28 2011, 07:08 PM
GIORGI LELUASHVILI   ეპიზოდები წიგნიდა...   Apr 28 2011, 07:21 PM
GIORGI LELUASHVILI   [size=5][b]ეს კი,გარდაცვლ...   Apr 28 2011, 10:44 PM
mekaje   ამ კაცის და მისი "...   Apr 29 2011, 12:06 AM
ანანო   GIORGI LELUASHVILI ვაი ნეტაი შ...   Apr 29 2011, 12:42 AM
ალექსანდრე   GIORGI LELUASHVILI რა სასწაულ...   Apr 29 2011, 02:49 AM
tatilinta   ჯიმის გავს სადაა მ...   Apr 29 2011, 05:32 AM
GIORGI LELUASHVILI   mekaje ანანო ალექსანდრ...   Apr 29 2011, 08:39 AM
GIORGI LELUASHVILI   ალექსანდრე აბა შე...   Apr 29 2011, 08:50 AM
mekaje   GIORGI LELUASHVILI ღმერთისგა...   Apr 29 2011, 11:50 AM
ქევანა   ამ ასაკში სხვაც ბე...   Apr 29 2011, 03:51 PM
GIORGI LELUASHVILI   mekaje ჰოდა მეც მაგას ვ...   Apr 29 2011, 04:00 PM
.zakaria.   GIORGI LELUASHVILI ვინ ითვლება...   Apr 29 2011, 04:13 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა არა,ცდები.ე...   Apr 29 2011, 04:20 PM
.zakaria.   GIORGI LELUASHVILI საიბაბას მი...   Apr 29 2011, 04:25 PM
mekaje   GIORGI LELUASHVILI გეთანხმებ...   Apr 29 2011, 04:31 PM
GIORGI LELUASHVILI   .zakaria. ინდოეთში დღეს ...   Apr 29 2011, 04:57 PM
ALIUS   შენს მიერ დადებულ ...   Apr 29 2011, 07:41 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI ილუზიონისტ...   Apr 29 2011, 08:07 PM
ნაინა   GIORGI LELUASHVILI ამას თუ აღი...   Apr 29 2011, 08:26 PM
GIORGI LELUASHVILI   ALIUS არა,არა მასე ყვე...   Apr 29 2011, 10:43 PM
ალექსანდრე   GIORGI LELUASHVILI სხვის რელი...   Apr 30 2011, 03:36 AM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI უთხარი :D ატ...   Apr 30 2011, 10:02 AM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI კიდევ ერთი...   Apr 30 2011, 10:55 AM
afxazi   ჩემი პატივისცემა ა...   Apr 30 2011, 11:58 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 11:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience