![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
85 წლის ასაკში გარდაიცვლა ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული სულიერი ლიდერი სათია საი ბაბა. მისი სიკვდილის მიზეზი გახდა გულის პრობლემები. საი ბაბას მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავდა. მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ცნობილი ადამიანები. როგორც გადმოსცემენ, ბაბა ახდენდა სასწაულებს და ბევრი მისი მიმდევარი მას ცოცხალ ღმერთად მიიჩნევდა. მისი ორგანიზაცია აფუძნებდა საავადმყოფოებსა და სკოლებს, თუმცა საი ბაბას მოღვაწეობას თან ახლდა აზრთა სხვადასხვაობა. კრიტიკოსები მას ბრალს სდებდნენ სასწაულების გაყალებებასა და სექსუალურ ძალადობაში. მოელიან, რომ საი ბაბას დაკრძალვას მის მშობლურ ქალაქ პუტაპარტში ასეულ ათასობით ადამიანი დაესწრება. მოკლე ბიოგრაფია:დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში 1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი) მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია: 1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ 2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი 3 პატივი ეცით ყველა რელიგიას 4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე 5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე. ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები. საი ბაბას სასწაულები შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.youtube.com/watch?v=oahdsgm_QCA http://www.youtube.com/watch?v=1fs1OBY82b0 -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ქევანა
ციტატა მეორეც, ერთი ვიდეო ვნახე, სადაც გულს ირევს და ოქროს კვერცხს იღებს, ხოდა ილუზიონისტის გამოსვლას უფრო ჰგავს :| არა,ცდები.ეგ ვიდეო მილიონჯერ მაქ ნანახი.მანდ თუ კარგად დააკვირდები მართლა ოქროს კვერცხს იღებს.არანაირი "ვითომ".თუ"ვითომიღებს"აბა შენ გააკეთე იგივე ციტატა ჭეშმარიტი სასწაული ოქროს კვერცხების დადება არაა.. სწორედ ამაშია საქმე ![]() ციტატა ზოგი რამ რასაც ეგ კაცი ამბობს, სახარებაშიც შემიძლია ვიპოვო სულ იოლად (ანუ ბევრი რამ ნასესხები აქვს ქრისტიანობიდან), ასე რომ მე ეგ კაცი არ მჭირდება ოჰ,როგორ გიყვართ ეს სკეპტიკური მოდგომები ყველას! არაფეი დაშავდება,თუ აღიარებთ,რომ კარგი და ჭეშმარიტება(რაღაც დონით)ყველა რელიგიაშია. ბიბლიაში რაც წერია და რასაც ქრისტე ამბობს,ამ ყოველივეს ბევრი საერთო აქვს სხვა რელიგიებთანაც. ყველაზე დიდი მსგავსება კი კრიშნას მიდევრობაშია. .zakaria. ციტატა ვინ ითვლება ეხლა ინდოეთში ყველაზე სერიოზულ სულიერ ოსტატად? თუ საი ბაბას მიმდევრებზე ამბობ-ეგ მეც მაინტერესებს. ციტატა იმას რაქვია ცალი თვალი რომ გაურბის ლაპარაკისას შემახსენე რა საი ბაბას მიმდევრების შესახებ ნაკლები ვიცი. პრაბჰუპადა სხვაა ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 12:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი