![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
85 წლის ასაკში გარდაიცვლა ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული სულიერი ლიდერი სათია საი ბაბა. მისი სიკვდილის მიზეზი გახდა გულის პრობლემები. საი ბაბას მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავდა. მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ცნობილი ადამიანები. როგორც გადმოსცემენ, ბაბა ახდენდა სასწაულებს და ბევრი მისი მიმდევარი მას ცოცხალ ღმერთად მიიჩნევდა. მისი ორგანიზაცია აფუძნებდა საავადმყოფოებსა და სკოლებს, თუმცა საი ბაბას მოღვაწეობას თან ახლდა აზრთა სხვადასხვაობა. კრიტიკოსები მას ბრალს სდებდნენ სასწაულების გაყალებებასა და სექსუალურ ძალადობაში. მოელიან, რომ საი ბაბას დაკრძალვას მის მშობლურ ქალაქ პუტაპარტში ასეულ ათასობით ადამიანი დაესწრება. მოკლე ბიოგრაფია:დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში 1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი) მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია: 1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ 2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი 3 პატივი ეცით ყველა რელიგიას 4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე 5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე. ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები. საი ბაბას სასწაულები შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.youtube.com/watch?v=oahdsgm_QCA http://www.youtube.com/watch?v=1fs1OBY82b0 -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა პ.ს.შენგან ამას კრიშნას მიმდევრობის შესახებ არ მოველოდი ვუთხრა ატმანს უთხარი ![]() ატმანმა იცის რომ მე ქრისტიანი ვარ თანაც მე ინდუიზმს ისე მძაფრად არ აღვიქვამ და არც ისე მხიბლავს, რომ ქრისტიანობაზე უარი ვთქვა ![]() ![]() ციტატა ჩემი კი არა წმინდა მამების სიტყვებია ასე რომ ვააა, სად წმინდა მამები და სად უფალი? ლოგიკას ვერ ვხედავ ![]() ციტატა ჯერ გაეცანი ამ რელიგიას,მის სწავლებებს გაცნობილი ვარ, ნუ ღელავ ![]() და იმ ციტატასაც მოგიძებნი, უხ, სადღაც მაგვიანდება ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 11:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი