აპოლოგეტიკის თემები, :არვიცი: |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აპოლოგეტიკის თემები, :არვიცი: |
George Leluashvili |
Apr 30 2011, 01:24 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ვეღარ გავიგე რისთვისაა ეს განყოფილება.
განსხვავებული აზრის,რელიგიისა და მსოფლმხედველობის ხალხი როცა რაიმე თემაში თავის აზრს გამოთქვამს,სხვებისგან განსხვავებულს(ჩემ თავზე არ მაქ ლაპარაკი)მაშინვე იხურება ეს თემა. თუ არ შეიძლება,რომ უცხო რელიგიებზე, არამართლმადიდებლურ რელიგიებზე, მათ სწავლებებზე, მათ წარმომადგენლებსა და მსოფლმხედველობაზე ვისაუბროთ,მაშინ პირდაპირ თქვით. მითუმეტეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.ვგულისხმობ დაპირისპირებას,სწავლებების თავზე მოხვევას და ა.შ. "იეჰოვას მოწმეების" თემა რომ დაიხურა მეორედ,კაი-ეს გასაგებია. "კრიშნაიზმი"ესეც სრულიად გასაგებია. მაგრამ ვედურ სწავლებებზე ბევრი თემა დაიხურა და ახლა კიდევ"საი ბაბაზე"-ეს კი გაუგებარია. მომიტევეთ მაგრამ,პროტესტს კი არ ვაცხადებ,უბრალოდ ზემოთ რა კითხვებიც დავსვი,მათზე მაინტერესებს პასუხი. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ნაინა |
Apr 30 2011, 10:18 PM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა შენ მაინც ხომ ვერ მეტყვი,რატომ დაიხურა აპოლოგეტიკის თემა"შრი სატია საი ბაბა"? მე გეტყვი თუ გინდა და თუ დაგაკმაყოფილებს ჩემი პასუხი. შენ გახსენი თემა მაგ პიროვნებაზე, დადე მისი სწავლებები, ჩვენ წავიკითხეთ, ზოგს მოეწონა ზოგს არა. სასწაულებზეც ვიმსჯელეთ ცოტა თუ მეტად. თავადაც აღიარე მისი სასწაულები ეშმაკისგანააო. მეტი რაღა გვექნა? გასაგები გავიგეთ და წასაკითხი წავიკითხეთ. გასარჩევი და საკამათო მანდ აღარაფერი იყო. ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება საწყენია, ვინც არ უნდა იყოს და რა რელიგიის აღმსარებელიც არ უნდა იყოს ის. ხოდა რა უნდა გაგვეკეთებინა მეტი, საფლავში ხომ ვერ ჩავყვებოდით. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი