აპოლოგეტიკის თემები, :არვიცი: |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აპოლოგეტიკის თემები, :არვიცი: |
George Leluashvili |
Apr 30 2011, 01:24 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ვეღარ გავიგე რისთვისაა ეს განყოფილება.
განსხვავებული აზრის,რელიგიისა და მსოფლმხედველობის ხალხი როცა რაიმე თემაში თავის აზრს გამოთქვამს,სხვებისგან განსხვავებულს(ჩემ თავზე არ მაქ ლაპარაკი)მაშინვე იხურება ეს თემა. თუ არ შეიძლება,რომ უცხო რელიგიებზე, არამართლმადიდებლურ რელიგიებზე, მათ სწავლებებზე, მათ წარმომადგენლებსა და მსოფლმხედველობაზე ვისაუბროთ,მაშინ პირდაპირ თქვით. მითუმეტეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.ვგულისხმობ დაპირისპირებას,სწავლებების თავზე მოხვევას და ა.შ. "იეჰოვას მოწმეების" თემა რომ დაიხურა მეორედ,კაი-ეს გასაგებია. "კრიშნაიზმი"ესეც სრულიად გასაგებია. მაგრამ ვედურ სწავლებებზე ბევრი თემა დაიხურა და ახლა კიდევ"საი ბაბაზე"-ეს კი გაუგებარია. მომიტევეთ მაგრამ,პროტესტს კი არ ვაცხადებ,უბრალოდ ზემოთ რა კითხვებიც დავსვი,მათზე მაინტერესებს პასუხი. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
Apr 30 2011, 11:05 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან მე დავხურე აღნიშNული თემა, მეც გამოვეხმაურები ამ ყველაფერს. აქ ითქვა ის, თუ რას წარმოადგენს აპოლოგეტიკის განყოფილება. როდესაც ეს განყოფილება გაიხსნა, ითქვა, რომ განსხვავებული აღმსარებლობის პირებს შეძლებოდათ გამოეხატათ საკუთარი შეხედულებანი, მაგრამ არ თქმულა ის, რომ დეტალურად განეხილათ თავიანთი მოძღვრებანი და, ასე ვთქვათ, ექადაგათ. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამ ბოლო დროს ერთი და იგივე პირისგან (ვგულისხმობ GIORGI LELUASHVILI-ს) იხსნება უამრავი თემა, რომელიც აბსოლუტურად გაურკვეველი წარმომავლობისაა და ვერავინ ვერ მიხვდება რა აზრი შეიძლება ქონდეს მათ გახსნას. მაგ. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ე.წ. ცოცხალი წმინდანის გარდაცვალება განხილვის საგანი იყოს ამ ფორუმზე. გარდა ამისა საკმაოდ დეტალურად იწერება და ბევრი თემა ეძღვნება ინდუიზმს და ა.შ. ეს კი დარწმუნებული ვარ ბევრს აღიზიანებს.
რაც შეეხება თემას იეღოველებთან დაკავშIრებით, გასაგებად დავწერე თუ რატომაც დავხურე. ეს ხალხი (ნუ ადამიანი) წარმოადგენდა ინტრიგანს და მხოლოდ ასარევად იყო აქ შემოსული. მასთან კამათი კი სრულიად უშედეგოა და უარყოფითის მეტს არაფერს მოიტანს. ასე რომ... -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი