არის თუ არა მსახიობობა ცოდვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არის თუ არა მსახიობობა ცოდვა |
zeppelin |
Nov 27 2008, 10:57 AM
პოსტი
#1
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
A-არის თუ არა მსახიობობა ცოდვა? ამ საკითხთან მიმართებაში, სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამჯერად, თავის მოსაზრებას გვიზიარებს თბილისის სიონის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა დავითი (ლასურაშვილი).
_მამა დავით, რას გვეუბნებიან თეატრის შესახებ სჯულის კანონი და წმინდა მამები? _შემიძლია რამდენიმე ციტატა მოვიყვანო სჯულის კანონიდან. Aაი, რა წერია მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებში. Mმე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 51: “წმიდა და მსოფლიო კრება გმობს სახუმარო სანახაობებს, სანადირო სანახავს და მგოსანთა როკვას. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს, თუ სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი _ უზიარებელი იყოს.” კართაგენის საეკლესიო კრება, კანონი 63: ” ხუმარათა ან მსახიობთა შესახებ, თუ ქრისტიანები გახდებიან ისინი, უნდა ვითხოვოთ ისიც, რომ თუ ვინმე მსახიობთა დასის წევრი გაქრისტიანებას მოისურვებს და თავდაპირველი ბიწისგან გათავისუფლება, არავინ აიძულოს ის, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ხელობას”. Aამ საკითხის შესახებ საეკლესიო კრების კანონები კიდევ არაერთია. რაც შეეხება ამ კრებებებამდე და კრების შემდეგ მოღვაწე მამებს, ისინი კიდევ უფრო ფართოდ საუბრობენ იმის თაობაზე, თუ საერთოდ, რა არის თეატრი. Aაი, რას ამბობს, მეხუთე საუკუნის ერთ-ერთი წმინდა მამა, ნეტარი ავგუსტინე: “ერთი რამ კი ვუწყი, რომ პავლე მოციქული არ ქურდობდა, სახლებს არ ტეხდა, არც ავაზაკი ყოფილა, არც მსახიობი, არც მაჭანკალი, არამედ უცოდველად და პატიოსნად შრომობდა, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანთა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილება.Aასე მუშაკობენ მჭედლები, მშენებლები, თერძები, მიწათმოქმედნი და მსგავსნი ამათნი”. Aანუ ქმედებათა ჩამონათვალში, რომლებსაც პავლე მოციქული არ აკეთებდა ე. ი. დასაგმობია, ერთი-ერთი მსახიობობაც არის. ასევე, გავიხსენოთ, მე-19 საუკუნის, თითქმის ჩვენი თანამედროვე წმინდა მამის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები: “ამჟამად ყველანი მთელი სულით გარყვნილებისკენ მიისწრაფიან, უწოდეს ამას “ცხოვრებით ტკბობა”, ქრისტიანობაში ყოფნა, მასთან დაბრუნება კაცობრიობისათვის შეუძლებელი შეიქმნა. ამისათვის აუცილებელია მთლიანად დატევება გარყვნილებისა, საკუთარი ნების დაქვემდებარება მკაცრი ქრისტიანული ზნეობისადმი. იგი კრძალავს არაოდენ სიძვას, არამედ ყველაფერს, რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს, _ ასეთია: თეატრი, ცეკვა, ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი. აგრეთვე წარმართული ლიტერატურა. Qქრისტიანობა ითხოვს ჩვენგან სრულ განდგომას დაცემული ბუნებისგან..” ასევე მე-19 საუკუნის წმინდა მამა, თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: “გაიხსენეთ, რა ემართება სულს თეატრში და სპექტაკლის შემდეგ. თურქებს არა აქვთ თეატრი, ისინი თეატრს ოპიუმით ცვლიან. ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა (სულისთვის). თეატრი სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა და გონიერია კაცი, რომელიც იქ არ შედის. თეატრი ჩვენ დასავლეთიდან გადმოვიღეთ. დასავლეთით გვსჯიდა და კვლავაც დაგვსჯის უფალი. ჩვენ კი ეს ვერ გაგვიცნობიერებია”. Aაქვე, კვლავ თეოფანე დაყუდებული წერს: “თეატრები მთავრობის მიერ დაშვებულია მათთვის, რომელნიც ცხოვნებას არ ეძიებენ-რათა არ მიეცნენ უბოროტეს რამ მანკიერებას. ცხოვნების მოსურნეთათვის არის ეკლესია, სადაც არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტად, უფალი, ანგელოზნი და წმინდანნი ურთიერთობენ ჩვენთან, ხოლო ფული, რომელიც თეატრში უნდა დახარჯო, უმჯობესია გაჭირვებულთ დაურიგო”. წმინდა მამებს თეატრისა და სანახაოების მიმართ უარყოფითი დამიკიდებულება ჰქონდათ, რომლებიც წარმოსახვის ძალას ავითარებენ და მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ვნებებთან.. წმინდა იოანე ოქროპირი თეატრს ვნებების მასწავლებელს, ვნებების სამჭედლოს უწოდებდა. _თუ უხამსი და ვნებების აღმძვრელი სცენები არ იქნება? _Aაქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ეკლესია გმობს მხოლოდ ცუდ, უხამს ან რელიგიური თვალსაზრისით, მკრეხელურ როლებს და შეიწყნარებს მისაღებ როლებს, იქნება ეს შემეცნებითი ხასიათის თუ სხვა,Aარამედ ეკლესია თავად მსახიობობის პრინციპს უარყოფს. წმინდა მამები თეატრალურ დადგმებს სასარგებლოდ და საზიანოდ არ ყოფდნენ. ისინი გმობდნენ თვით მეთოდს ჭეშმარიტების იმიტირებისას, სინამდვილის გათამაშებას დაEეს სწავლება არ არის ახალი. თუ თეატრი მიუღებელია ეკლესიისთვის ე. ი. მიუღებელია ყველასთვის. სამყაროში არ არსებობს ეკლესიის წიაღში აღმოცენებული, მართლმადიდებლური თეატრი. ეკლესიის მიერ დაგმობილია მსახიობობა, როგორც ჭეშმარიტების იმიტირება და არა კარგი და ცუდი როლი. _ასეთი მოსაზრების გათავისება იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც წლების მანძილზე ამ სფეროში მოღვაწეობს, საკმაოდ ძნელი იქნება. ამავე დროს, მსახიობობა პროფესიაა, რითაც ადამიანები ოჯახებს არჩენენ. _ამ ადამიანებს ოდესმე, ვიღაცამ უნდა განუმარტოს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ეკლესიისთვის მიუღებელია. ხოლო ამის შემდეგ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათზეა დამოკიდებული. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. თეატრი არსებობდა, არსებობს და ალბათ, იარსებებს. Uურწმუნო და მორწმუნე ადამიანებიც არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ.Uურწმუნო და მცირედმორწმუნე ადამიანები დადიან თეატრებში და სანახაობებზე, მორწმუნე ადამიანები კი მიდიან იქ, სადაც უფალი ეგულებათ, მიდიან ეკლესიაში და ღმრთის მცნებებს იმარხავენ (ასრულებენ). _მაგრამ ზოგიერთი მსახიობი დღეს ეკლესიის წევრია.. _ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, თუკი მივედით ქრისტეს ეკლესიაში, ეკლესიის სწავლებას ჩვენ უნდა მოვერგოთ და არა პირიქით _ეკლესიის სწავლება მოვირგოთ ჩვენ. თუკი გვექნება მართლმადიდებლური ცნობიერება, უნდა დავიჯეროთ და მივიღოთ ეკლესიის სწავლება, რომელიც დამტკიცებული და დადგენილია და რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ შეცვლის, თუნდაც ის სასულიერო პირი იყოს. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელზეც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს, “რაოდენ გულსატკენი სანახავია ქრისტიანი, რომელმაც არ იცის, რა არის ქრისტიანობაო”. _შეიძლება, მსახიობს მოძღვარმა ზიარებაზე უარი უთხრას? _რასაკვირველია, არავის აქვს უფლება ეკლესიაში მოსულ, მონანულ ადამიანს, მათ შორის, მსახიობსაც, ვინმემ ზიარებაზე უარი უთხრას.. მას, უბრალოდ ეკლესია აფრთხილებს რომ ის, რასაც თავისი ცხოვრებით აკეთებს, არის ცოდვა და უნდა შეეცადოს, ნელ-ნელა შეიცვალოს პროფესია და ცხოვრების წესი. მართალია, ძალიან ძნელია მათი ამ მდგომარობიდან გამოსვლა, მაგრამ თუკი ადამიანს კარგად განუმარტავ, რატომ არის ეს ცოდვა, ის დაფიქრდება და შეეცდება ეკლესიის სწავლებისადმი დამორჩილებას. _და თუ მსახიობობას არ მიატოვებს, მის ქრისტიანულ ცხოვრებას არ ექნება ფასი? Q_რასაკვირველია, ადამიანი, რომელიც ეკლესიაშიც დადის და მსახიობობს კიდეც, ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი. Qქრისტიანი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, როგორსაც წმინდა წერილში თავად მაცხოვარი და მოციქულები გვეუბნებიან. Aაი, რას წერს თეატრის შესახებ ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟან-ლუი ბარო წიგნში “ფიქრები თეატრზე”: “ უკანასკნელ წლებში ბევრს ლაპარაკობენ თეატრალურ ტყუილზე, სიცრუეზე. თითქოს აქტიორი ქმნის ილუზიას და ამიტომ მისი თამაში მოტყუებაა. თავის მხრივ, მოტყუებულიც ემორჩილება წარმოდგენას და მაშინაც კი, როცა იჯერებს იმას, რასაც უყურებს, მაინც ტყუილის ტყვეობაშია.Dსულ ერთია, აქტიორზე ვლაპარაკობთ თუ მაყურებელზე. Oორივე შემთხვევაში ყბადაღებული პარადოქსი ორი მატყუარას თანამონაწილეობის შედეგია.” იგივე ავტორის წიგნში ასევე ვკითხულობთ, “არსებობისთვის მუდმივი ბრძოლით გართული ადამიანი მიმართავდა ჯერ ცეკვას, შეძახილს, სიმღერას, შელოცვას, ბრძოლის იმიტაციას იმისათვის, რომ მის სხეულში გადასულიყო თავისი წინაპრებისა და მტრების ძლიერება.Eეს იყო არაჩვეულებრივი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯადოქრული სანახაობა.. ..სხეულის ველური მოძრაობები, შეძახილები,სიმღერები, როკვა, ნახატები, ნიღბები, ქანდაკებები, ჭრელი მოხატულობა, თავისებური ნელსაცხებლები, შელოცვა, დოლის ბაგა-ბუგისა და ტრიანგლების ბრახუნისა და ზანზალაკების ჟღარუნის მეშვეობით, გამხმარი გოგრისგან გაკეთებული ჩხარუნებისა და ერთმანეთს შეხლილი სხეულების ხმით, მდგომარეობა სიშმაგისა, ტრანსისა, შეშლილობისა _ყოველივე ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ლიტერატურასთან, დაკავშირებული იყო მხოლოდ ადამიანთან. სწორედ მიბაძვასთან და გარდასახვასთან დაკავშირებულ ამ სანახაობებში უნდა ვეძებოთ თეატრის პირველწყარო”.… ეს ადამიანი საკუთარ განცდას გულწრფელად წერს და არა იმ განზრახვით, რომ თეატრი მართლმადიდებლობის შუქზე ამხილოს.Eეს პიროვნება, რეჟისორი წლების მანძილზე წარმოებული დაკვირვების შედეგად მივიდა ასეთ დასკვნამდე. თუ სად აქვს თეატრს სათავე. _რაც შეეხება სცენაზე წმინდანთა განსახიერებას, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? _თანამედროვე პერიოდში იმდენად გაკადნიერდნენ თეატრის სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომ სცენაზე წმინდანთა “გაცოცხლებაც” მოიწადინეს. Aაი რას წერს ასეთ საქციელზე ისევ ჟან-ლუი ბარო: “როგორც ცნობილია, “ლაზარეში” ობე, (რომელიც სპექტაკლის რეჟისორია) იესოს ალაპარაკებს.Mმე მგონია, მაყურებელი ვერ ეგუება თეატრში ქრისტეს. ჩვენც გვეშინია ამ როლისა. ჩვენ ვერ დავძლიეთ პიესის კულმინაციური სცენა, სადაც ლაზარე და იესო ერთმანეთს ესაუბრებიან. Aამგვარ ნაწარმოებებს იკაროსის ბედი ელით! ისინი იწაზე ეცემიან და იმსხვრევიან!” საერთოდ, თეატრი მკრეხელობაა და მით უფრო, სცენაზე ან ფილმში წმინდანთა გათამაშება ხომ საშინელი მკრეხელობაა. _ ეკლესიაში მოღვაწე ზოგიერთ სასულიერო პირს მიაჩნია, რომ თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს მხოლოდ ერთეული სასულიერო პირების მოსაზრებაა. _თქვენს ჟურნალში, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ერთ-ერთი სასულიერო პირი, სამწუხაროდ, აღნიშნავს, -მსახიობობა რომ ცოდვაა, ეს ერთეული სასულიერო პირების მოსაზრებააო.Mმე მოვიყვანე ციტატები სჯულის კანონიდან, მეტის მოყვანაც შეიძლება. ვფიქრობ, ამ სასულიერო პირმა, თქვენივე ჟურნალის ფურცლებიდან, ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ მან შეცდომაში შეიყვანა მკითხველი და არასწორად განმარტა პავლე მოციქულის, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში დაწერილი სიტყვები. კერძოდ, სასულიერო პირის თქმით, მსახიობობის ნიჭიც ადამიანს უფლისგან აქვს ბოძებული, რაც ყველას არ შეუძლია. მკრეხელობაა პავლე მოციქულის სიტყვების ამდაგვარი განმარტება. არ შეიძლება, მსახიობობა ამ სიტყვებით გავამართლოთ.. რასაკვირველია, რასაც სიკეთის ნიჭი ჰქვია, ღვთისგანაა. ყველა სიკეთე უფლისგან მოდის, მაგრამ ღმერთი ადამიანს ცოდვისკენ არასდროს მოუწოდებს. ზოგიერთ ადამიანს ძალიან კარგად გამოსდის მრუშობის, მამათმავლობის, ქურდობის ცოდვა და ამ გზით ოჯახებსაც არჩენენ. Bბევრს ეს არ გამოსდის. Eე. ი. ღვთისგან აქვთ ბოძებული ამ უმძიმესი ცოდვების ჩადენის ნიჭი?! ეკლესიაში სასულიერო პირები იმისთვის ვართ დადგენილი, რომ მრევლს ღვთის სიტყვა მივაწოდოთ და ამ დროს, უკვე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების მიწოდება აბსოლუტურად საზიანოა მრევლისთვის. საერთოდ, ეკლესიაში მოღვაწე პირების ნააზრევი მისაღებია მანამ, სანამ ის წმინდა წერილში, სჯულის კანონსა და წმინდა მამათა გადმოცემებში მოცემულ ნააზრევს შეესაბამება. თუ თანხვედრა არ იქნება და ვინმე მათგან განსხვავებულ მოსაზრებას დააფიქსირებს, მაშინ ის სასულიერო პირი, საკუთარ ნააზრევს თავად დააყენებს ეკლესიური ცნობიერების მიღმა, რომელიც მცდარი და ეკლესიის მრევლისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. ქრისტიანებს უნდა განემარტოთ ის, თუ რა არის ეკლესიის სწავლება. Uუფრო მეტსაც გეტყვით, სჯულის კანონში ასეთი რამ წერია, რომ მომავალ სასულიერო პირს ანუ სამღვდელო კანდიდატს აღარ აქვს უფლება, მიიღოს ხელდასხმა ანუ გახდეს სასულიერო პირი, თუკი მან ცოლად შეირთო მსახიობი ქალი, თუნდაც ის ქალი ქალწული იყოს. _დღეს ეს კანონი მოქმედებს? _სჯულის კანონის არცერთი მუხლი გაუქმებული არ არის. _დალოცეთ, მამაო, ჩვენი ქვეყანა. _ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს მრავალჭირნახადი დაDამჯერადაც, ესოდენ შეჭირვებული ჩვენი ქვეყანა! თუკი ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქენი ღვთის სჯულსა და სწავლებას მივუბრუნდებით და არამხოლოდ გარეგნულად, შინაგანადაც ქრისტიანები ვიქნებით, უფალი წყალობას მოგვივლენს და უკეთეს მდგომარეობაში გადაგვიყვანს. Aასევე, ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს მსახიობობს, მაგრამ სურს თავისი ცხოვრება ქრისტეს ეკლესიას დაუქვემდებაროს და მისი წმინდა სწავლების მორჩილი იყოს. ეფემია წიკლაური |
damiane80 |
May 5 2011, 09:47 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა ნორმალური კაცი გაიგებს, მაგრამ გაბოროტებული ვერა შენ პოსტებს გადახედე ზემოთ და ნახავ გაბოროტებული ვინ არის ციტატა თუ თქვენ ამბობთ, რომ სამსახიობო ხელოვნებაზე თქვენს მიერ გამოთქმული შეხედულება თქვენია და არა საპატრიარქოსი (ანუ ის არ ადგას ასეთ პოზიციას), მაშინ გამოდის მეთქი, რომ ჩვენ და საპატრიარქოს ერთი, თქვენი საწინააღმდეგო პოზიცია გვქონია და მე რას მედავებით მეთქი. ა კიდო უკუღმართი - დაანებე თავი ჩემი სიტყვების უკუღმა კითხვას. აი ნახე რას ამბობ: ციტატა თქვენს მიერ გამოთქმული შეხედულება თქვენია და არა საპატრიარქოსი (ანუ ის არ ადგას ასეთ პოზიციას) გაოცებული ვარ ასეთ დასკვნებს როგორ აკეთებ, აი ნახე შეცდომები:1) მე არ გამიკეთებია ჩემი სიტყვების დაკავშირება საპატრიარქოს პოზიციასთან და რატომ აკეთებ ამას შენ?; 2) შენ ამბობ "შეხედულება თქვენია და არა საპატრიარქოსი (ანუ არ დგას ასეთ პოზიციაზე), წინადადების პირველი ნაწილიდან ეს უკანასკნელი დასკვნა როგორ გამოგავს საოცარია ანუ შენი მსჯელობით მე თითქოს ვთქვი, რომ რადგან "შეხედულება ჩემია და არა საპატრიარქოსი, ეს ნიშნავს რომ საპატრიარქო არ დგას ამ პოზიციაზე" - ცდები აქაც, გიმეორებ კიდევ ერთხელ, მე ჩემი პოზიციის შედარება საპატრიარქოსთან საერთოდ არ გამიკეთებია. სადმე ვთქვი რომ საპატრიარქო დგას ამ პოზიციაზე ან პირიქით?. ამიტომაც გწერდი, რომ მე არ ვახმოვანებ საპატრიარქოს პოზიციას და საერთოდ ამ თემაში არ იხილებოდა საპატრიარქოს რაიმე ოფიციალური პოზიცია მსახიობობაზე, თემაში დასმული იყო საკითხი, როგორ ვფიქრობთ ჩვენ. ამდენად, შენ თუ გინდა ჩემი ნათქვამის შინაარსზე ისაუბრე, ჩემს ნათვქვამს საპატრიარქოს პოზიციასთან ნურც აიგივებ და ნურც უპირისპირებ, რადგან ეს საკითხი საერთოდ არ დასმულა. აი ჩემი პირველი პოსტის დასაწყისი: ციტატა მოდი შევეცდები საწინააღმდეგო პოზიცია გავაჟღერო, თქვენგან უფრო მეტი არგუმენტი წამოვა და აი ბოლო ციტატა ეს არის ჩემი მოსაზრება და წავიკითხავ სიამოვნებით თქვენს შენიშვნებს რა შუაშია შედარება საპატრიარქოსთან, პოსტში სიტყვა საპატრიარქოსც კი არ მაქვს ნახსენები. რატო გიღეჭავ ახლა ამ საკითხის იცი, იმიტომ რომ აქ მოყვანილი მაგალითი ნიშანდობლივია და წარმოაჩენს, თუ როგორ არასწორად კითხულობ ელემენტარულ პოსტებს და წარმომიდგენია რა გაქანება გაქვს ამ კუთხით სხვადასხვა დოგმატური საკითხის ინტერპრეტაციაში. ციტატა ძველმართლმადიდებლობასა და ძველმართლმადიდებლებს "ყურს უწევენ" სამი საუკუნეა. რა არ გადაუტანია ამ ხალხს და რისი გულისთვის? ან ჩვენ რატომ დავიმსახურეთ "ყურის აწევა"? იმიტომ ხომ არა სჯულისკანონს და ძველ გადმოცემებს რომ ვიცავთ და მოვუწოდებთ თქვენი ეკლესიის წევრებსაც იგივე ქნან? ოხ როგორ გინდა დევნილის იმიჯი, მაგრამ სად არის?, საქართველოს ეკლესიას ხო არ საყვედურობთ დევნაში? ყურის აწევას რაც შეეხება, ეს დაიმსახურე არა შენი აღმსარებლობის გამო, არამედ შენს მიერ ჩემი ეკლესიის შეურაცხყოფისათვის. მით უფრო, რომ ჩვენს ვსაუბრობთ თემაზე "არის თუ არა მსახიობობა ცოდვა", შენ კი საუბრობ თუ რა უღირსია ჩვენი სამღვდელოება და როგორ აკურთხა თითქოს ვიღაც მღვდელმა, სადღაც რუსეთში თუ სხვაგან "სტრიპტიზ კლუბი" ანუ შანს არ უშვებ, რომ შეურაცხყოფა არ გააჟღერო. შემდეგ ამბობ, რომ ეს მაგალითები ზღვაში წვეთია (ანუ ბევრია ასეთი უღირსი მღვდელი), ხოლო ღირსეული - თითზე ჩამოსათვლელი. ამაზე ცხონებული ბებიაჩემი გეტყოდა: "ისე დაიბანე შენ პირი, რავაც ეგ მართალი იყოს"-ო, უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და სურვილი, მაგრამ... ციტატა არც ერთი თემა არ არის "თითიდან გამოწოვილი". თანაც ეს თქვენი გახსნილი თემებია და მე რა შუაში ვარ? იმ შუაში ხარ, რომ თემა ეხება თუ არა თითქმის ყველა თემაში აკვეხებ ოფიციალური ეკლესიის შეურაცხმყოფელ ტექსტებს, რისი მაგალითიც ზემოთ მოგიყვანე.ამ გვერდით საკითხებზე, რო,მელიც თემის გადახვევაა მე მეტს აღარ დავწერ, გამგები გაიგებს, რაც შეეხება თავად კითხვაზე ენს პასუხს, ეხლა მეტის დრო აღარ მაქვს და დავწერ ჩემს მოსაზრებას მოაგვიანებით. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 11:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი