დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
arcivi9 |
Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? |
George Leluashvili |
Jun 16 2011, 06:29 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
arcivi9
ციტატა აი ის თუ საიდან მოდის ისეთი აზრები რომელთა შესახებაც პირველ პოსტში დავწერე და ისიც რაც შენ დაწერე: მე მჯერა,რომ მამა გიორგის შემთხვევაში ეს "აზრები" პირდაპირ ღვთისაგან მოდის. ციტატა აქამდე ვიცოდი რომ ანტიქრისტეს ზემოდან წამოსული მახვილი მოკლავდა და ქრისტე ამის მერე მოვიდოდა და თურმე იგი ანტიქრისტეს ქრისტე უკვე დახვდება საქართველოში მოდი რა,იუმორი შეიკავე იქ,სადაც ამის ადგილი არ არის!მამა გიორგის სიტყვები შენი დასაცინია? ამიტომ წუხან ხოლმე წმინდანები,რომ მათ ხალხი ვერ უგებს. შენ რაც გინდა ის დაარქვი ამ მახვილს,გინდა "ზემოდან წამოსული" და გინდა "ქვემოდან ამოსროლილი".ამ სიტყვებს თავისი მნიშვნელობა აქვს და იმას ნიშნავს,რომ ის ღვთისაგან მოიკვლება და არა ისე,როგორც პირდაპი შენ გესმის,რომ რაღაც ჩამოიქროლებს მართლა ციდან და ის გაანადგურებს ანტიქრისტეს. ქრისტე რა,მარტო ზეცაშია?ის არაა საქართველოში?ჩემთან,შენთან არაა?რას მიქვია ზეცა და დედამიწა,საქართველო თუ ამერიკა,უფალი ყოველ ატომში სუფევს,იგი ყველგან და ყველაფერშია. ასე,რომ ასე გაუცნობიერებლად რომ დასცინი წმინდანების სტყვებს და წინასწარმეტყველებებს,ჯერ გაერკვიე ხოლმე რისი თქმა უნდათ,რას გულისხმობენ. ასე პირდაპირი გაგებით შორს ვერ წახვალ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი