დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
arcivi9 |
Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? |
gabrieli. |
Jun 17 2011, 11:51 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 |
მართლმადიდებლობა და აპოკალიფსი არ განისაზღვრება მამა გიორგი ბასილაძით, მამა გაბრიელით და ბერი პაისით რა, რახან იმან თქვა ვსო, ეგრე არააა რა, ინტერნეტში იმდენი სიგიჟეები და ჰალუცინაციური აზრები და ბოდვებია მეორედ მოსვლაზე და ჩიპებზე რო მეტი არ შეიძლება, ეს მართლმადიდებლობა კი არა სიგიჟეა, იცი რისი ბრალია რო ამბობენ საქართველო გაბრწყინდებაო? ცრუ პატრიოტიზმით შეპყრობილ ხალხს გონიათ რო საქართველო ბუნებითად სხვა ერებზე აღმატებულია, არა, შეიძლება აღმატებული იყოვეს სხვა ერებზე საქართველო, მაგრამ არა თავისთავად, არამედ საქმით, მაგრამ ამ ხალხს საქართველო გონიათ ბუნებითად თავისთავად სხვა ერებზე მაღლა მდგომი, კიდევ რო ამბობენ ამ მეორედ მოსვლის დროს მაცხოვარი ქართული ენით განსჯისო, ესაა ბოდვა და სისულელე. აი ესაა ჩვენი უბედურების მიზეზი, ეს ამპარტავნება, ჩვენ კარგებივართ, ყველას ვჯობივართ და ღვთისმშობელი გადაგვაჩენს და მერე გავბრწყინდებით. ნურას უკაცრავად რა, კი არ გავბრწყინდებით, თუ ესეთი სიბნელე იქნება ჩვენს ეკლესიაში (ვგულისხმობ არა ღვთაებრივ მხარეს, არამედ ჩვენს სამღვდელოებას) და ერში, რო მღვდლების უმრავლესობას ირინეოს ლიონელი და დიონისე არეოპაგელი არ გაუგია საერთოდ, მის ნაშრომებზე აღარაა საუბარი, ხოდა ირინეოსი რო არ იცის მღვდელმა, მერე რაღაცაზე ხო უნდა ილაპარაკოს? მერე ლაპარაკობენ ამ სისულელეებზე, მეორედ მოსვლაზე, ჩაიცვას თუ არა ქალმა შარვალი და ასეთ მეასე ხარისხოვან საკითხებზე. და ამბობთ რო გავბრწყინდებით ხო? თავის თავად მთელი საქართველოს გაბრწყინება შეუძლებელია რადგან, თითოეულმა ადამიანმა თავის ნებით უნდა აირჩიოს ღმერთი და იცხოვროს შესაბამისად და თუ არ აირჩია ყველა როგორ გაბრწყინდება? ნუთუ ღმერთი იძალადებს და ყველა გაგვაბრწყინებს და გვაცხოვნებს? მართლმადიდებლობა კი გვასწავლის რომ ჩვენი ცხონება ჩვენზეა დამოკიდებული და რათქმაუნდა ღმერთის ნებაცააა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი