დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
arcivi9 |
Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? |
George Leluashvili |
Jun 17 2011, 02:01 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
arcivi9
ციტატა ეს რაღაც სიახლეა, აქამდე მეგონა რომ წმინდანი ის იყო ვისაც ასეთად ეკლესია შერაცხავდა, შენ კი რაღაც ახალი თქვი ეკლესიის მიერ შერაცხულ წმინდანს კანონიზირებული წმინდანი ეწოდება,ის უკვე ოფიციალურადაა შერაცხული.ეს სხვა საკითხია. მე კი გელაპარაკები ცოცხალ წმინდანებზე,რომლებსაც ახალ აღთქმაში ბევრჯერ ახსენებს პავლე მოციქული და მოკითხვებს უგზავნის წმინდანებს.რა,პავლე რომ წმინდანებს მოიკითხავს,ისინი ეკლესიის მიერ უნდა ყოფილიყვნენ წმინდანები? მაგალითად იოანე ოქროპირი თუ სიცოცხლეშივე წმინდანი არ იყო, გარდაცვალების შემდეგ ეკლესია როგორ შერაცხავდა? ცოცხალი წმინდანები ყოველთვის არსებობენ. ციტატა შესაძლოა შესაძლოა კი არა-ეს ფაქტია. ციტატა მაგრამ ბიბლიიდან აშკარად ჩანს ეს მაგ საძაგელი ბეჭდით ყველას (ანუ ყველა ქვეყანაში) დატვიფრავენ და შენც კარგად მოგეხსენება რომ საქართველოს საზღვრები ეს არაა შეუღწევადი გალავანი..... ამას არც მე ვამბობ და არც წმინდა მამები,მაგრამ რა ვერ გაიგეთ-აქ არ იქნება დევნა იმ დონეზე,როგორც სხვა ქვეყნებში. ციტატა ჰოდა თუ ასეა მაშ რაღაზეა დავა? ესე იგი გამოდის რომ რუსეთზე მაინც წინასწარმეტყველებები მცდარია, ასეა არაა? რატოა კაცო მცდარი? ციტატა "დანთქმა" სად წაიკითხე იქნებ მითხრა, აქამდე გამეგონა რომ რუსეთის იმპერია დაიშლება, შენ კი მის სრულ დანთქმაზე საუბრობ, მე კი არ ვარ ამის წინააღმდეგი მაგრამ მაინც ჭეშმარიტება მირჩევნია... "დაშლა"ნიშნავ დაყოფას,მაგრამ დანთქმა-განადგურებას.ნახევარი რუსეთი განადგურდება. gabrieli. შენ გეტყობა წმინდა მამებზე მეტი იცი და იქნებ აპოკალიფსიც განგემარტა და ჩვენთვის მოგესმენინებინა? შენ პირდაპირ უპირისპირდები ეკლესიის ისეთ დიდ ავტორიტეტებს,როგორებიც არიან:კათოლიკოს-პატრიარქი ილია II,არქიმანდრიტი გაბრიელი,ლავრენტი ჩერნიგოველი,იოანე კრონშტადტელი,სერაფიმ საროველი,სერგი რადონეჟელი.ეს ის მამები,არიან,რომლებიც ამბობენ,რომ საქართველო გადარჩება ბოლო ჟამს და ყველაზე ძლიერ გაბრწყინდება,რუსეთის და სხვა სლავური ქვეყნების ნახევარზე მეტი კი(დასავლეთზე აღარაა ლაპარაკი) განადგურდება. შენ რა გამოხვედი?აპოკალიფსის მათზე უკეთ განმმარტებელი?შენ დაიწყე მათი წინასწარმეტყველებების შესწორება და აცხადებ ისინი შეიძლება ცდებიანო.იქნებ შენ ხარ სწორი? "გამოცხადების"წიგნი ამ წმინდა მამებმა შენზე უწინ იცოდნენ და ისიც,თუ რას ნიშნავდა მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები.იქნებ ამ წმინდა მამებს წააკითხო ის მუხლები,რომლებიც მათი სწავლებების"წინააღმდეგ"მოდის? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი