დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
arcivi9 |
Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? |
gabrieli. |
Jun 17 2011, 02:57 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 |
მე მათზე მეტი ვიცი და განვმარტავ მეთქი არ ვამბობ, ეს შეიძლება მათი პირადი აზრია, და რა არ შეიძლება, რომელიმე წმინდა შეცდეს? მითუმეტეს, არქიმანდრიტი გაბრიელი? თვთი ეკლეესიის ბურჯი წმ. იოანე ოქროპირი შეცდა ამ საკითხზე, როდესაც ბოლო ჟამის თარიღი დაასახელა. და წმინდანებს ნუ ყურებ ისე თითქოს შეუმცდარები იყვნენ.
ციტატა მაგრამ ბიბლიიდან აშკარად ჩანს ეს მაგ საძაგელი ბეჭდით ყველას (ანუ ყველა ქვეყანაში) დატვიფრავენ და შენც კარგად მოგეხსენება რომ საქართველოს საზღვრები ეს არაა შეუღწევადი გალავანი..... საძაგელი ბეჭედი რა გგონიათ? ჩიპი? ბეჭედი მარჯვენა ხელზე და შუბლზე, არ ნიშნავს ჩიპით დატვიფრას, და 666 კიდე , 666 ნიშნავს კეთილდღეობის სიმბოლოს, მეფე სოლომონს შემოსდიოდა 666 ტალანტი ოქრო წელიწადში, 666 ხომ კეთილდღეობის სიმბოლოა და ვისი მიზანიც იქნება კეთილდღეობა, ის იქნება სატანისტი, და მარჯვენა ხელზე ბეჭედი ნიშნავს რომ მისი საქმეებიც ამგვარი იქნება ანუ მისი მიზანი, შუბლი კი მის აზროვნებას აღნიშნავს რომელიც ამ მიზნისკენ იქნება მიმართული. ციტატა ამას არც მე ვამბობ და არც წმინდა მამები,მაგრამ რა ვერ გაიგეთ-აქ არ იქნება დევნა იმ დონეზე,როგორც სხვა ქვეყნებში. რატო არ იქნება ვითომ? დღეს რა არაა ეკლესიის დევნა? დღეს ძალიან დიდი დევნაა, ზოგ სკოლებში რელიგიის სწავლება აკრძალეს, ეკლესიის ადგილზე ზოგ სოფელში ბოსელია გაკეთებული, და ტელევიზორში რა ხდება, და ეს დევნა არაა? ჩვენ მთავრობას საერთოდ არ ეპოტინება ჩვენი ეკლესია. და ანტიქრისტეს პერიოდში რაღა იქნება? ეკლესიის დევნა მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ თოფებით შემოვარდნენ და დაანგრიონ, იდეოლოგიური დევნაა დღესდღეობით. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი