დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
arcivi9 |
Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? |
George Leluashvili |
Jun 17 2011, 05:15 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
gabrieli.
ციტატა ეს შეიძლება მათი პირადი აზრია, და რა არ შეიძლება, რომელიმე წმინდა შეცდეს? და შენ რა იცი,რომ ცდებიან? ზუსტად აქედან ჩანს,რომ შენ მათზე მართლა რაღაც მეტი იცი. რადგან ამბობ შეიძლება შეცდნენო,ესეიგი რაღაცაში არ ეთანხმები.კი ბატონო ,ამის უფლება გაქვს არ დაეთანხმო,მაგრამ იმას მაინც ნუ იტყვი-შეცდნენო. ციტატა მითუმეტეს, არქიმანდრიტი გაბრიელი? მარტო არქიმანდრიტი გაბრიელი-შეიძლება,მაგრამ სერაფიმ საროველი, სერგი რადონეჟელი, ლავრენტო ჩერნიგოველი ,ნილოს მირონმდინარე , იოანე კრონშტადტელი ,ილია II-განა ეს წმინდა ხალხი ერთ აზრზეა და ყველა ცდება?წარმოუდგენელია ყველა ერთ საკითხში ცდებოდეს.(კიდევ მახსენდება დიდი მამები:სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო,იოანე კრესტიანკინი) ციტატა და წმინდანებს ნუ ყურებ ისე თითქოს შეუმცდარები იყვნენ. ასე არ ვუყურებ.შენ კი ისე გამოგდის,რომ წმინდანს არაფერში არ უნდა ენდო ბოლომდე,რადგან ის შეიძლება ცდებოდესო. ციტატა 666 ნიშნავს კეთილდღეობის სიმბოლოს, მეფე სოლომონს შემოსდიოდა 666 ტალანტი ოქრო წელიწადში, 666 ხომ კეთილდღეობის სიმბოლოა და ვისი მიზანიც იქნება კეთილდღეობა, 666 კეთილდღეობის სიმბოლო კი არა-ვაჭრობის სიმბოლოა. რაღაც არამგონია კეთილდღეობის სიმბოლო იყოს.აბა გამოცხადება წაიკითხე-რა კონტექსტშია მოხსენიებული ეს ციფრი. ციტატა რატო არ იქნება ვითომ? დღეს რა არაა ეკლესიის დევნა? დღეს ძალიან დიდი დევნაა, ზოგ სკოლებში რელიგიის სწავლება აკრძალეს, ეკლესიის ადგილზე ზოგ სოფელში ბოსელია გაკეთებული, და ტელევიზორში რა ხდება, და ეს დევნა არაა? ჩვენ მთავრობას საერთოდ არ ეპოტინება ჩვენი ეკლესია. და ანტიქრისტეს პერიოდში რაღა იქნება? ეკლესიის დევნა მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ თოფებით შემოვარდნენ და დაანგრიონ, იდეოლოგიური დევნაა დღესდღეობით. "შენ ხარ კლდე და მას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას".ეკლესიის დევნაზე არაა აქ საუბარი.ხალხის დევნა დაიწყება,მორწმუნე საზოგადოებისა და არა ეკლესიისა.ეკლესიის დევნა რას ნიშნავს?ეკლესიასთან ბრძოლა-კიდე გასაგებია,მაგრამ ეკლესიის დევნა არ ნიშნავს რელიგიების აკრძალვას.ეს ეკლესიისადმი გაწეული წინააღმდეგობაა და არა დევნა.დევნას კი ხალხს დაუწყებენ,შეავიწროებენ და შიმშილით დახოცავენ მორწმუნეებს. საქართველოში კი დევნა(მორწმუნეებისა) ნაკლებად იქნება,რადგან ღვთისმშობელი დედა არ დატოვებს თავის წილხვედრ ქვეყანას.როცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონს დატოვებს,რატომ წამოყვებიან მას ბერები?იმიტომ,რომ საქართველოში უდიდესი მადლი დაიმკვიდრებს.საქართველოშია დავანებული ეკლესიის სიმბოლო-უკერველი კვართი უფლისა, ხალენი წმინდისა ელია წნასწარმეტყველისა, კვართი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, ხელთუქმნელი ხატი უფლისა.ეს ყოველივე განა არ მეტყველებს იმაზე,რომ საქართველო ამ სიწმინდეების მფარველობით გაძლებს? ეს რათქმაუნდა უდიდეს პასუხისმგებლობაცაა,რადგან ჩვენ ძალიან ბევრი მოგვეცა.უფალმა უხვად დააბერტყა საქართველოს მადლი და ეს უნდა შევინარჩუნოთ. sopo... და ეს შენი გამოსვლა რაღა ტონია?როდის აქეთ გამოხვედი სხვების დამცველი?მე ეგ ვისაც მივწერე,ის გამცემდა პასუხს და არავის საქმე არ არის ვის როგორ მივმართავ,გარდა იმ პიროვნებისა,ვისაც მივმართავ. ციტატა ძახილის ნიშნების უფლებას აი,ზუსტადაც ვაძლევ,მერე?ამის საფუძველი და მიზეზი არსებობდა და კიდევ გეუბნები,ეს არაა შენი საქმე და ვისაც მივწერე,ის გამცემს მეთქი პასუხს. ციტატა თან ეს "მოციქული ქრისტესი " , შთაბეჭდილება მრჩება შენს სამწყმსოს მიმართავ ქრისტეს გარეშე არც ეს იცი რატომ მიწერია და უაზრო კომენტარებსაც აკეთებ.არავის საქმე არ არის,მე სახელად რას დავიწერ.თუ ამპარტავანი ვარ,ეს ჩემი პრობლემაა. ციტატა საკუთარი სუბიექტური აზრი კი სხვას ამ ძახილის ნიშნებით უბრახუნო არაა ჯანსაღი დამოკიდებულება მე ჩემ სუბიექტურ აზრს კი არ "ვაბრახუნებ" ძახილის ნიშნებით,არამედ წმინდანების მიმართ არასწორმა დამიკიდებულებამ გამოიწვია ჩემი ასეთი რეაქცია.გინდაც ის პიროვნება,ვინც მე წმინდანად მიმაჩნია და სხვას წმინდანად არ მიაჩნდეს და ცინიზმით მოიხსენიოს იგი,მაინც არა აქვს ამის უფლება. ციტატა მითუმეტეს რომ მამა გიორგი ზიარებისგანაც იყო განყენებული მწვალებლური იდეების გამო.. მარა ამ საკითხზე არაფერს ვიტყვი.. მწვალებლური იდეების გამო კი არა,შურის გამო. შეგიძლია ეს "მწვალებლური იდეა" დააკონკრეტო? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი