დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
arcivi9 |
Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? |
gabrieli. |
Jun 18 2011, 11:52 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 |
ციტატა მეც მამა რაფაელის აზრი უფრო ვიცოდი რომ სწორი იყო,რადგან მან,როგორც კაცმა არ იცის ეს თარიღი.მე ამნის შესახებ ერთ გამოცდილ მოძღვარს ვკითხე და მან მიპასუხა:მაცხოვარი სიმართლეს ამბობს,ვინაიდან კაცმა არ შეიძლება ეს თარიღი იცოდეს,ხოლო უფალი კაციც იყოო. ეს სუფთა ნესტორიანული აზრია. ჩვენ ვიცით ორი ბუნების შეერთების შესახებ სამი მოძღვრება: ერთი მონოფიზიტური, მეორე მართლმადიდებლური და მესამე ნესტორიანულია, მართმადიდებლური შუაში იმიტომ მოვათავსეთ, რომ არც იქეთაა და არც აქეთ და ჭეშმარიტი ხაზი ესაა. აქეთ ერთი უკიდურესობა-მონოფიზიტური, მეორე უკიდურესობა-ნესტორიანული და შუაში მართლმადიდებლური გაგება. რა განსხვავებაა ამ გაგებათა შორის? მონოფიზიტობა ამბობს, რომ ორი ბუნება კი შეერთდა, ორი ბუნების შეერთებას არვინ არ უარყოფს, ე.ი. საღვთო ბუნება და კაცობრივი ბუნების შეერთებას ერთ ჰიპოსტასში, ამას სამივე აღიარებს, მაგრამ რა გაგებით: მონოფიზიტობა ამბობს: ეს იმდენად შეერთდა, რომ ერთი გახდა, როგორც სიტყვა მიგვითითებს თვითონო შე-ერთდა, ანუ ერთი გახდა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ უფრო ძლიერმა შეისრუტა უფრო კნინობითი, ანუ ღმრთეებამ შეისრუტა კაცება, კაცება როგორც ბუნება ცალკე არ დარჩენილა, ამიტომ ერთი ბუნებაა განკაცებული ღმერთი, თუმცა ორი ბუნება შეერთდა, ამიტომ ევტიქე ამბობდა, რომ ორი ბუნება შეერთებამდე და შეერთების შემდეგ, ერთი ბუნება. ესაა მონოფიზიტური სწავლება. მეორე უკიდურესობაა ნესტორიანელობა, რომელიც ამბობს: ორი ბუნების შეერთება მხოლოდ უბრალოდ გვერდიგვერდ მოთავსებას ნიშნავს, აქეთ საღვთო ბუნება იქეთ კაცობრივი ბუნება და მასზე ურთიერთზემოქმედება არა აქვთ. ერთია ზემოქმედების მეტისმეტი ხარისხი, რომ შეერთება შერწყმად გადადის, მეორე შეერთება არის მხოლოდ გვერდიგვერდ დადება ამ ორი ბუნებისა, მართლმადიდებლობა კი შუაშია, რომელიც ამბობს: ეს ორი ბუნება შეუერთდა ერთმანეთს ყოველგვარი შერწყმის გარეშე, მაგრამ ღმრთეება მოქმდებს კაცებაზე იმ გაგებით, რომ ღმრთეება განამდიდრებს კაცებას. ნესტორიანელობა არის ყველაზე დახვეწილი ერესი და ყველაზე საშიში, რომ ორი ბუნება თუ ერთადაა და ღმრთეებას არ განუმდიდრებია კაცება, მაშინ სადღაა შეერთება? თუ ეს ორი ბუნება სხვაგვარად არ უკავშირდება ერთმანეთს, იმისგან განსხვავებით როგორც საღვთო ბუნება რომელიმე წმინდანის ბუნებას უკავშირდება, თუ იმავე ხარისხშია და მეტი არაფერი, მაშინ არანაირი განკაცება არ მომხდარა, ამ ერთ ჰიპოსტასში ეს ორი ბუნება უბრალოდ კი არ დადებულა გვერდიგვერდ, არამედ შეერთდა, კი არ შერწყმულა, არამედ შეერთდა შერწყმის გარეშე, მაგრამ შეერთება რას ნიშნავს შერწყმის გარეშე? აი ესაა შუალედური- გამდიდრება, გამდიდრება შერწყმას არ ნიშნავს, მაგალითად წმინდანს როდესაც ღვთიური მადლი განამდიდრებს, ღმრთეება კი არ შეერწყმის, წმინდანის ბუნება კი არ ქრება, გამდიდრება ნიშნავს, რომ მე მომეცა რაღაცა და სანამ მე მაქვს ამისგან ვარ აღვსილი, შეიძლება ის მე წამერთვას, სიმდიდრე ამას ნიშნავს. განსხვავებული მდგომარეობა იმიტომაა მაცხოვრის კაცებასთან დაკავშირებით, რომ ეს ერთ ჰიპოსტასში ხდება, მანამდე ჩვენ ვიცოდით ორ ჰიპოსტასში, რომ ღვთიური ჰიპოსტასი განამდიდრებს ადამიანურ, ანგელოზურ ჰიპოსტასს. ორი ჰიპოსტასის კავშირი სხვა მდგომარეობაა და როცა ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნება ურთიერთმოქმედებს აქ უკვე ჩვენ გამოვრიცხავთ ტერმინს „მადლისმიერი“, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ანგელოზს და ადამიანს განამდიდრებს მადლი საღვთო ბუნებისა, მაგრამ მაცხოვრის კაცება მადლით კი არ გამდიდრებულა ღმრთეებისგან, მადლისმიერი გამდიდრება უეჭველად ორ პიროვნებას გულისხმობს, ნესტორი როცა ამბობდა რომ მადლით გამდიდრდა და მაცხოვრის კაცება წარემატებოდა ღვთიური მადლის მიღების შესაბამისად, ის ამიტომ ორ პირს აღიარებს, ორ ძეს აღიარებს. ერთ ძეში ორი ბუნების არსებობა ნიშნავს, რომ ერთ ჰიპოსტასში შეკავშირებით, უმწვერვალესი შეერთებით, ღმრთეებამ განამდიდრა კაცება. ჩვენ, რომ ვთქვათ - ის მადლით განამდიდა, იმავე ერესში ვართ, რაც სხვა ტერმინების გამოყენების დროს, რომ ორი ბუნება ერთი მეორის გვერდით დაიდო მხოლოდ და ზემოქმედება არ ქონია. ანუ ერთი უკიდურესობაა ორი ბუნების შერწყმა, მეორე უკიდურესობაა ორი ბუნების გათიშვა და მხოლოდ გვერდიგვერდ დადება, და მაცხოვნებელი მოძღვრება ამ ორი ბუნების შეერთების ჟამს უფრო ძლიერისგან უფრო მდიდარისგან, განუზომლად მდიდარისგან ღარიბის გამდიდრება, ანუ მთელი სიმდიდრის გადაცემა, მთელი სიმდიდრის, იმიტომ, რომ აქ ნაწილებად კი არაა, სწორედ ერთ ჰიპოსტასში რომ ხდება. ორი პიროვნების კავშირი როცაა, ეს ერთი პიროვნება მეორე პიროვნებას - უფრო ღარიბს, რამდენსაც ეს უკანასკნელი პიროვნება თვითონ დაიტევს იმდენად გაამდიდრებს, მაგრამ როცა ერთ პიროვნებაშია ორი ბუნება, ამ ერთი ბუნების სიმდიდრენი მეორე ბუნებაში საიდუმლოებითად მთლიანად გადადის, აქ რამე შეზღუდულობაზე კი არაა ლაპარაკი, იმიტომ, რომ ერთი პიროვნებაა, ამის დატევნა ძალიან ძნელია მაგრამ, ყოველ ნაბიჯზე ეკლესია ამას გვასწავლის. ყველაზე მთავარი რაცაა - ყოვლადძლიერება, პირდაპირი გაგებით და არა ეპიტეთურად, განკაცების შემდეგ მაცხოვრის კაცებაც ისევე ყოვლადძლიერია როგორც მისი ღმრთეება. იმიტომ, რომ ერთია ყოვლადძლიერი-ჰიპოსტასი და ერთი ყოვლადძლიერი ერთდროულად უძლურიც ვერ იქნება, ამიტომ არის განსხვავებული მდოგმარეობა, წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: ,,კაცებაი უძლურ არს, ხოლო ღმრთეებაი ყოვლადძლიერი, და კაცებაიცა მაცხოვრისაი უძლურ იყო, გარნა აწ ყოვლადძლიერ არს შეერთებითა ღმრთეებისაითა. პირდაპირაა ესე სავსებით ცხადად თქმული, რომ ღმერთეებასთან შეერთებით იძენს ყოვლადძლიერების თვისებას, იძენს ყოვლისმცოდნეობის თვისებას, თავისთავად უმეცარი კაცობრივი ბუნება გამდიდრებითად იძენს ყოვლისმცოდნეობის თვისებას. რატომაა ეს გამდიდრება და არა შერწყმა? იმიტომ, რომ მიუხედავად ამ თვისებათა მიღებისა მაცხოვრის კაცებაში კვლავ რჩება: უძლურება, უცუდინარობა, ეს სიმდიდრის მიღება იმას ნიშნავს, რომ ჩემი ბუნებითი ნაწილი კი არ ხდება, ეს მხოლოდ მე მომეცა-საუნჯე, რომელიც წართმევადია, მაცხოვრის კაცებას ეს არასოდეს არ წაერთმევა, იმიტომ, რომ მარადიულია ეს შეერთება, მაგარამ გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: ჩვენ, რომ თეორიულად დავუშვათო, აზროვნების დონეზე და განვაცალკეოთ კვლავ მაცხოვრის ღმრთეება და კაცებაო, ეს კაცება კვლავ უძლურია და კვლავ უმეცარიო, როგორც ყველა ჩვენთაგანისა, ე.ი. ბუნებითი თვისებად კი არ გარდაიქმნება კაცებისა ეს ყოვლისმცოდნეობა და ყოვლადძლიერება, ეს მხოლოდ საუნჯედ მიეცა მას. საეთოდ ოთხი თვისება გამოიყოფა, რითაც გამდიდრდა შეერთების პირველ წამიდან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საშოშივე უკვე კაცება უმწვერვალესი შეერთების შედეგად არის: ,,ყოვლადძლიერი, ყოვლისმცოდნე, ყოვლადცხოველმყოფელი და მეუფე. იგევე ითქმის მაცხოვრის სხეულთან დაკავშირებით რომელსაც ჩვენ ვეზიარებით. მაცხოვრის სხეული რათქმაუნდა ბუნებითად ისევე შეზღუდულია სივრცეში, როგორც ყველა ჩვენთაგანისა, ის ამაღლდა ზევით, მაგრამ მას ამ შეერთების წყალობით მიეცემა და ის მდიდრდება ყველგანმყოფობის თვისებით. ედიშერ ჭელიძე ეს მოყვანილია ბატონი ედიშერის წიგნიდან: ,,მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრება საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიაში" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი