IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმიდა სპირიდონ თრიმიფუნტელი
lev@ni_TS
პოსტი Dec 11 2010, 08:04 PM
პოსტი #21


archer
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 8-December 10
მდებარ.: რუსთავი
წევრი № 10,057



წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელთმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდ ბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: "მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლად ძლიერმა უფალმა თავის სიტყვით არაფრისგან შექმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათგვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა". მღვდელთმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: "სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი მეტყველებდა".
მღვდელთმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელთმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა.
წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: იგი ერთხელ ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: "მშვიდობა ყოველთა", მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩაესმათ: და სულისაცა შენისათანა". კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: "უფალო, შეგვიწყალენ". ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამოდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა.
წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი – ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი - მას პატრიარქ აბრაამს ადარებს სტუმართმოყვარეობით. სოზომენე კი თავის ‘,,საეკლესიო ისტორიაში,, ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან: დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა სპირიდონ თრიმიფუნტელის სახლს მწირი მიადგა: მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა: ,,სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე. ,, ქალიშვილმა უპასუხა, სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მასპინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: "ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის" (ტიტ. 1,15)
სოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმიდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი - სესხად გაეცა. თავად მღვდელთმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო, რამდენიც სურდა, შემდეგ კი, ამგვარადვე, ზედამხედველობის გარეშე, დაებრუნებინა.
სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.
წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები - გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცვული, - კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელთმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.


--------------------
"ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?
-უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
teoteo1991
პოსტი Jun 18 2011, 04:50 PM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 19-November 10
წევრი № 9,917



წმინდა სპირიდონი აღესრულა ქრისტეშობიდან 348 ან 350 წელს. იგი დაკრძალეს ქ. ტრიმიფუნტის მოციქულთა სახელობის ტაძარში. გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ მისი სხეული საფლავიდან ამოაბრძანეს. საფლავის გარშემო არნახული კეთილსურნელება იდგა. უფალმა კეთილმორწმუნე მრევლს წმინდანის უხრწნელი სხეული მიჰმადლა და მათაც შესაფერისი პატივი მიაგეს მას და ტაძარს მისი სახელი მიანიჭეს. მისი უხრწნელი სხეული სასწაულთმოქმედების ძალას დღემდე ინარჩუნებს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს ძვ.სტ. 12 დეკემბერს/ახ.სტ. 25 დეკემ. აღნიშნავს. წმინდა მღვდელთმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენებს (ხს. ყოველთა ღირსთა მამათა, ღუაწლით გაბრწყინვებულთა)

კვიპროსელები დიდი მოწიწებითა და სიყვარულით იყვნენ განმსჭვალულნი საკუთარი თანამემამულე მღვდელმთავრის მიმართ და მისი წმინდა ცხოვრებისა და უხრწნელი ნაწილების გამო, რომლებსაც თითქმის სამი საუკუნე ტრიმიფუნტში ინახავდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. არაბთა თავდასხმების შედეგად, კვიპროსზე ვითარება შეიცვალა და წმინდანის ნაწილები, მეტი უსაფრთხოებისათვის კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ცნობილია, რომ მე-XI-XII ს.ს.-ში წმინდანის უხრწნელი ნაწილები ესვენა წმ. სოფიას ტაძარში, სადაც წირავდნენ პატრიარქები და მსახურებებს იმპერატორები ესწრებოდნენ. აქვე აღინიშნებოდა წმ. სპირიდონის დღესასწაული ორდღიანი ლოცვებითა და ლიტანიით. ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში წმინდანის სხეულიდან გამოაცალკევეს მარჯვენა ხელის მტევანი და 1592 წ. რომის პაპს კლიმენტი VIII-ს გაუგზავნეს.

მრავალწლიანი ბრძოლების შედეგად თურქებმა ბიზანტიის აღმოსავლეთ ტერიტორიებისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დაიპყრეს, გარშემოერტყნენ კონსტანტინოპოლს და 1453 წლის 29 მაისს, იმპერატორ კონსტანტინე XI პალეოლოგის მამაცური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქი აიღეს. მღვდელმა გიორგი პოლიევქტოსმა ღმრთის შეწევნით მოახერხა წმ. სპირიდონის, ასევე იმპერატორ თეოფილეს მეუღლისა და იმპერატორ მიქაელ III-ის დედის - დედოფალ თეოდორას წმინდა ნაწილები და ტომრებში მოთავსებული სიწმინდე სხვა ბარგთან ერთად ურემზე დაასვენა და ასე, დიდი ტანჯვა-წამებით, სამშვიდობოს გააღწია. იგი ჯერ პატარა ქალაქ პარამითიაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ, 1456 წელს - კუნძულ კერკირაზე, რომელიც 1386 წლიდან ვენეციელებს ჰქონდათ დაპყრობილი. აქ, ამ კუნძულზე, მამა გიორგიმ, ისევე როგორც მრავალმა სხვა დევნილმა ბერძენმა, კარგი თავშესაფარი იპოვა.

წმ. სპირიდონი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო კრების დროიდან იყო ცნობილი, როგორც სასწაულთმოქმედი, ამიტომ როდესაც 1456 წ. კერკირაზე მისი უხრწნელი ნაწილები ჩააბრძანეს, მთელი კუნძული უსაზღვრო სიხარულმა მოიცვა. ხალხმა ეს ფაქტი ღმრთის წყალობად აღიქვა. კერკირას ეკლესიის ხელმძღვანელობამ (იმ დროს პირველიერარქი იყო ანდრია სოტერიანოსი, 1452-1472 წ.) წმ. სპირიდონისა და წმ. დედოფალ თეოდორას უხრწნელი ნაწილები წმ. ათანასეს სახ. ტაძარში (დღეს აღარ არსებობს) დააბრძანა. 1489 წ. წმ. სპირიდონის უხრწნელი ნეშტი რამდენიმე თვით წმ. ლაზარეს სახელობის ტაძარში, ხოლო შემდეგ მთავარანგელოზთა სახ. ცნობილ ტაძარში (განადგურდა 1940 წ. საჰაერო დაბომბვისას) გადაასვენეს. ტაძრის კურთხევა შედგა 1589 წელს, სწორედ იმ დღეს, როდესაც გარიციდან წმინდანის უხრწნელი ნაწილები გადმოაბრძანეს. მართლმადიდებლობისათვის მებრძოლი წმინდანისადმი ეკლესიის განსაკუთრებული პატივისცემის გამოსახატავად (და აგრეთვე იმისათვის, რომ ტაძარი პაპისტების ხელყოფისაგან დაეცვათ), იგი მსოფლიო საპატრიარქომ სტავროპიგიალურად გამოაცხადა.

1577 წლის 4 დეკემბერს ვენეციის სახელმწიფომ ვულგარისების ოჯახს წმინდა სპირიდონის სახელზე ტაძრის ასაშენებლად ქალაქის ცენტრში ნაკვეთი გამოუყო. ტაძარი, რომელიც მაშინ აშენდა, არის რიგით მეექვსე, რომელმაც წმინდა სპირიდონს კუნძულ კერკირაზე უმასპინძლა, და რომელშიც დღემდეა დაბრძანებული წმინდანის უხრწნელი სხეული. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილმორწმუნეობამ და წმინდანის სასწაულებმა, რომლებიც ღრმად აღიბეჭდა ქრისტიანთა სულებში, ტაძრის მშენებლობაში ხალხის მხურვალე და საყოველთაო მონაწილეობა განაპირობა. ისტორია გვამცნობს, რომ მასში კერკირელთა გვერდით სხვა ეროვნების ქრისტიანებიც მონაწილეობდნენ. შუა საუკუნეებში კერკირას მეორე სახელი -კორფუ - ეწოდა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას მაინც უძველესი სახელით მოიხსენებს (კუნძული მდებარეობს იონიის ზღვაში-ადრიატიკის ზღვის სამხრეთით (სიგრძე 61 კმ., სიგანე 9 კმ., ფართობი 593 კვ.კმ., ყველაზე მაღალი წერტილი-906 მ., მოსახლეობა-113 000, კუნძულის ცენტრი-ქ. კორფუ. თუმცა ბერძნები კუნძულს კვლავ კერკირას ეძახიან, სხვები კი კორფუს, ანუ მწვერვალებს და იმ ორ ციხესიმაგრეს გულისხმობენ, რომლებიც გარს ერტყმის ძველ ქალაქს. გადმოცემის მიხედვით აქ ერთ დროს თავს აფარებდნენ კოლხეთიდან გამოქცეული მედეა და იაზონიც. კუნძული უკვე ბრინჯაოს ხანიდან იყო დასახლებული. გარკვეული ხნის მანძილზე კუნძული წარმოადგენდა ცალკე რესპუბლიკას ინგლისის პროტექტორატის ქვეშ. დიდი ხანი კორფუ იყო ვენეციის გავლენის ქვეშ. შესაბამისად ქ. კორფუს არქიტექტურა არის ვენეციური და საბერძნეთის სხვა ქალაქებისგან ძლიერ განსხვავდება. კუნძულზე მთავარი რელიგია მართლმადიდებლური ქრისტიანობაა. კუნძულზე არის 600-დე ეკლესია, ვლაქერნის და „პანაღია მირტიოტიცას” მონასტრები და წმ. დედოფალ თეოდორას საფლავი.).

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული, რომელიც დაბრძანებულია სარკოფაგით ქ. კორფუს მთავარ ტაძარში, კუნძულის უდიდეს სიწმიდეს წარმოადგენს, მფარველმა წმინდანმა მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან: ოთხჯერ სტიქიური უბედურებისგან, ორჯერ შავი ჭირისაგან, ერთხელ შიმშილისაგან, და ერთხელაც თურქთა შემოსევისაგან. კუნძული კერკირა იყო საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. 1716 წ. თურქთა ურიცხვ ლაშქარს, რომელიც კუნძულის დაპყრობას აპირებდა, ცაში, კუნძულის თავზე გამოეცხადათ ბერი, რომელსაც ხელთ ცეცხლოვანი მახვილი ეპყრა. შეშინებულმა თურქებმა სასწრაფოდ დატოვეს ის ტერიტორია და მხოლოდ შემდეგ შეიტყვეს, რომ კუნძულის მფარველი წმ. სპირიდონი იყო. ამის შემდეგ კუნძულ კერკირას მოსახლეობამ თავისი წმინდა მფარველისადმი მადლიერების გამოსახატავად დააწესა ლიტანიები (წმინდანის უხრწნელ სხეულს მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ და კუნძულს შემოატარებენ), რომლებიც დღემდე არ შეუწყვეტია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოთხი ლიტანია, რომლებიც თავისი ორგანიზებულობითა და ხალხმრავლობით ყველაზე გამორჩეულია მთელს ბერძნულ სამყაროში. მორწმუნეები მათზე დასასწრებად არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ყველანი გაოცებული რჩებიან წმინდანის უხრწნელი სხეულის ხილვით. ტრადიციის მიხედვით, ლიტანიის დროს მღვდელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე წმინდა სპირიდონის უხრწნელ ხელს და ასე დაჰყვება წმინდანს მსვლელობის დასრულებამდე; და ეს 300 წლის მანძილზე ყოველწლიურად ხდება. ცხადია, რომ უხრწნელობას წმინდანის სხეული მხოლოდ მისი სასწაულებრივი თვისებების გამო ინარჩუნებს. წმინდანის სხეულს აკლდა მარჯვენა მტევანი, რომელიც 1984 წლის 10 დეკემბერს მიტროპოლიტ ტიმოთესა და მისი წინამორბედის - ნეტარხსენებული პოლიკარპეს მოწადინებით რომიდან კერკირაზე გადმოაბრძანეს.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. ემანუელ თეოტოკისი კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს: “(სხეული) რბილი და ელასტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება”. სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს (იხ. გარეკანის III გვ.), რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. ამ ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში.

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კრწანისის ტერიტორიაზე ღმრთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის მშენებლობა 2008 წლის მაისში დაიწყო და შემოწირულობების წყალობით თითქმის ერთ წელიწადში დასრულდა. ეკლესია ჯვარგუმბათოვანი სტილისაა და ქართული წითელი აგურით არის ნაშენები. გამორჩეულია ტაძრის გუმბათი, რომელიც წმინდა სპირიდონის ქუდის იდენტურია და მის ფორმებს იმეორებს. ტაძარში წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და ფეხთსამოსელია (ფაჩუჩი) დაბრძანებული. წმინდანის ფაჩუჩი საგანგებოდ ამ ტაძრისთვის ათონის წმინდა მთიდან ჩამოაბრძანეს. აქვე აშენდება კელიები, სადაც მონასტერში მოღვაწე მამები დაიდებენ ბინას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lev@ni_TS   წმიდა სპირიდონ თრიმიფუნტელი   Dec 11 2010, 08:04 PM
teoteo1991   წმინდა სპირიდონი ა...   Jun 18 2011, 04:50 PM
marine   "წმინდანმა ახალგ...   Jul 29 2016, 09:26 PM
marine   "სიცოცხლის ბოლომ...   Aug 1 2016, 08:54 PM
marine   „თუ მოკლედ ვიტყვით...   Aug 1 2016, 09:11 PM
marine   "ტრადიციის თანახ...   Aug 2 2016, 07:53 PM
marine   „წელიწადში 3-4-ჯერ უ...   Aug 2 2016, 08:06 PM
marine   „უწმინდესისა და უნ...   Aug 2 2016, 08:18 PM
marine   „მინა კიოტში ჩაასვ...   Aug 2 2016, 08:33 PM
marine   „ხალხური ჩვეულები...   Aug 2 2016, 09:12 PM
marine   "წმინდანი ყოველთ...   Mar 8 2017, 10:22 AM
marine   "სპირიდონის ფაჩუ...   Mar 28 2017, 09:56 AM
marine   "მომლოცველებს გვ...   Mar 29 2017, 11:58 AM
marine   "კუნძულზე [კორფუზ...   Nov 27 2017, 06:13 PM
marine   "უფლის რჩეულის წმ...   Jan 11 2018, 11:44 AM
marine   შიმშილისაგან დაიხ...   Jan 23 2018, 03:46 PM
marine   "წმინდა სპირიდონ ...   Jul 9 2018, 07:18 PM
marine   "წმინდა სპირიდონ ...   Jul 9 2018, 07:18 PM
marine   "იერუსალიმში არი...   Mar 12 2019, 08:10 PM
marine   "წმინდა სპირიდონ ...   Jun 12 2019, 10:19 PM
marine   "წმინდა სპირიდონ ...   Oct 3 2019, 12:32 PM
marine   "დასავლელი ისტორ...   Sep 10 2020, 10:32 PM
marine   "კუნძული კორფუ ერ...   Dec 4 2020, 09:28 PM
marine   ბინა და სამსახური ...   Apr 12 2022, 09:35 PM
marine   ბავშვის სასწაულებ...   Apr 13 2022, 08:03 PM
marine   წერილი წმ. სპირიდო...   Apr 13 2022, 08:28 PM
marine   ნუგეში წმ. სპირიდო...   Apr 14 2022, 08:49 PM
marine   "მე დიდი ხნის მან...   Jun 18 2022, 05:22 PM
marine   "... ამის დასტური დ...   Jul 7 2022, 07:27 PM
marine   "ამ ზაფხულს დამეწ...   Sep 19 2022, 02:27 PM
marine   "საოცარი წმინდან...   Sep 19 2022, 05:13 PM
marine   "საყოველთაოდ ცნო...   Sep 19 2022, 05:27 PM
marine   "უკვე ბევრი წელია...   Nov 18 2022, 09:58 PM
marine   "მოსიარულე" წმი...   Dec 27 2022, 09:00 PM
marine   "მას ეზრდება თმებ...   Dec 27 2022, 09:17 PM
marine   "წმინდა სპირიდონ...   Dec 27 2022, 09:40 PM
marine   "წმიდა მღვდელმთა...   Jan 14 2023, 03:41 PM
marine   "წმ. სპირიდონი ჩვ...   Apr 12 2023, 08:26 PM
marine   "ბერძნულ კუნძულ კ...   Apr 19 2023, 03:40 PM
marine   "წმ. სპირიდონი ურ...   May 19 2023, 08:08 PM
marine   "წმ. სპირიდონმა ს...   Jun 15 2023, 01:54 PM
marine   "სამი წლის წინ მე ...   Jun 15 2023, 03:49 PM
marine   "ჩემი ოჯახი გადად...   Jun 17 2023, 06:16 PM
marine   "მე წმ. სპირიდონ ტ...   Jun 23 2023, 02:32 PM
marine   "წმ. სპირიდონ ტრი...   Jul 13 2023, 02:47 PM
marine   "წმინდანი გვეხმა...   Jul 13 2023, 07:51 PM
marine   "მე გავიგე წმიდა ...   Sep 17 2023, 04:09 PM
marine   "მე მსურს მოვყვე ...   Sep 20 2023, 08:16 PM
marine   "ჩემმა მეზობელმა ...   Sep 25 2023, 09:10 PM
marine   "მიუხედავად იმის...   Dec 24 2023, 06:16 PM
marine   "ჩემი ქალიშვილი ს...   Mar 20 2024, 09:34 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 04:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი