![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
"და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა"
22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. (მათე 5, 22) 21. მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდ-გზისამდეა? 22. ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის. (მათე 18, 21–22) 23. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, 24. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. 25. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. 26. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი. (მათე 5, 23–25) 32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. 33. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? 34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. 35. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი. (მათე 18, 32–35) 26. გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა. (ეფ. 4,26) საუფლო ლოცვიდან და სახარების ამ მონაკვეთებიდან ჩანს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი გულით მიტევებას. თუ გულში მიუტევებ, აღარც განიკითხავ და განკითხვასაც აიცილებ თავიდან. ცხოვრებაში ალბათ გვიჭირს მთელი გულით მიტევება. როგორც მოციქული გვასწავლის მზე არ უნდა ჩავიდეს ისე, რომ არ დავაცხროთ მრისხანება და ვაპატიოთ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა ნუ, აქ მთავრია ნაყინის შეჭმა აპატიო. სხვადანარჩენი ლიწინით მიდის : ))) რა ვიცი ნინ, ვისთვის რა არის ძვირფასი. სიტუაციას გააჩნია ნინ, როცა გამიზნულად აკეთებს ბოროტებას ადამიანი იმას ის უკვე სულ არ ადარდებს შენ აპატიებ თუ არა. მაგრამ ხომ არის შემთხვევითობაც. შეიძლება ადამიანმა დაუგეგმავად და ყოველგვარი მიზეზის გარეშეც საკმაოდ დიდი ბოროტება ჩაიდინოს შენს მიმართ. ის რას თვლის ბოროტებად და გულსატკენად ეგ უკვე სხვა საკითხია. იცოდე კიდეც რომ შემთხვევით გააკეთა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აპატიო, ანდა იქნებ მიუტევო კიდეც მთლიანად, რასაც ძალიან დიდი სულგრძელობა სჭირდება მე მგონი. მაგრამ ხანდახან ისიც ხდება, რომ ერთი შეხედვით უბრალო დანაშაული ძალიან დიდ ხანს გახსენებდეს თავს, ყველა გახსენებაზე უსიამოვნო შეგრძნებას გიჩენდეს და გიჭირდეს მისი ბოლომდე პატიება. თითქოს მიუტევე, მაგრამ გულში მაინც გრჩება, გრჩება და შენ თავად გაწვალებს. ეს კი იწვევს იმ ადამიანის იქნებ საბოლოო დაკარგვასაც კი, ცივდება ურთიერთობა მეგობრებს შორის, მეგობარია თუ უბრალოდ ძალიან ახლობელი მაგას აღარ აძლევ მნიშვნელობას ადამიანი. დედააა, რა ვიპროფესორე ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 09:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი