![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
გურუ (სანსკ. गुरु guru ”მძიმე”) - ტიტული ინდუიზმში, რელიგიური მასწავლებელი, სულიერი მოძღვარი. გურუს მოვალეობაა, მას მინდობილ ადამიანს ჭეშმარიტების შეცნობაში დაეხმაროს და ღმერთთან დასაბრუნებელი გზა დაანახოს. ინდუისტური ლიტერატურა ხაზს უსვამს გურუს ყოლის აუცილებლობას სულიერი რეალიზირების საქმეში და მის, როგორც ღმერთის, თაყვანისცემას.
გურუს ტრადიცია გავრცელებულია ბუდიზმსა და ჯაინიზმშიც, ხოლო სიქიზმისთვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაინტერესებს თქვენი აზრი,დამოკიდებულება,იქნებ მოგწონთ კიდეც რომელიმე გურუ.(თუმცა წინასწარ ვიცი უმეტესობა რასაც დაწერს,მაგრამ "უმცირესობის"აზრი ვგონებ უფრო საინტერესო იქნება) -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
A.V.M
ციტატა ალბათ იცი,მაგრამ მაინც ვიტყვი,რომ ამ ფრაზაში ,,ნემსის ყუნწი"საბაჟოს აღმნიშვნელია და არა მართლაც საკერავი ნემსისა. თვითონ "ნემსის ყუნწის" მნიშვნელობა შემდეგნაირად აიხსნება:იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭე ძალიან ვიწრო იყო, რომელსაც იუდეველი ხალხი ნემსის ყუნწს ადარებდა.კარიბჭეში შემოსვლა აქლემს ძალიან უჭირდა;მას უნდა დაეჩოქა და დიდი გაჭირვების და წვალების შედეგად პატრონს ძლივს შეყავდა ის ქალაქში.უფალიც ამ მნიშვნელობით ახსენებს"აქლემსა"და "ნემსის ყუნწს". ანუ მდიდრის შესვლა ცათა სასუფეველში შეუძლებელი კი არა, უბალოდ უფრო ძნელია, რადგან მას განცხრომისა და ვნებების დაკმაყოფილების უფრო დიდი საშუალება აქვს. ციტატა სხვა რელიგიის მიმდევართათვის(ზოგში სამოთხის და ჯოჯოხეთის ცნება საერთოდ არაა) და მათთვის რა თქმა უნდა ამგვარი ცხოვრება არასწორია. რადგან კრიშნაიზმის თემაში ვსაუბრობთ, ბარემ ვიტყვი, რომ კრიშნაიზმში არსებობს ჯოჯოხეთის ცნება.მაგრამ მას არ აქვს ზუსტად ისეთი გაგება, როგორც მართლმადიდებლობას;კერძოდ კრიშნაიზმის გაგებით ჯოჯოხეთი არაა მარადიული.ვინაიდან კრიშნაიზმში არსებობს რეინკარნაციის ცნება, რეინკარნაცია მათი გაგებით არის მტანჯველი პროცესი, რომელიც გულისხმობს სულის მოძრაობას სხვადასხვა ცოცხალ სხეულებში.ასევე ჯოჯოხეთი მათი გაგებით არის დროებითი სატანჯველი ცოდვილი სულისა, რომლისგანაც განთავისუფლება გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 12:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი