გურუ-როგორც სულიერი მოძღვარი, गुरु |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გურუ-როგორც სულიერი მოძღვარი, गुरु |
George Leluashvili |
Jun 11 2011, 10:47 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
გურუ (სანსკ. गुरु guru ”მძიმე”) - ტიტული ინდუიზმში, რელიგიური მასწავლებელი, სულიერი მოძღვარი. გურუს მოვალეობაა, მას მინდობილ ადამიანს ჭეშმარიტების შეცნობაში დაეხმაროს და ღმერთთან დასაბრუნებელი გზა დაანახოს. ინდუისტური ლიტერატურა ხაზს უსვამს გურუს ყოლის აუცილებლობას სულიერი რეალიზირების საქმეში და მის, როგორც ღმერთის, თაყვანისცემას.
გურუს ტრადიცია გავრცელებულია ბუდიზმსა და ჯაინიზმშიც, ხოლო სიქიზმისთვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაინტერესებს თქვენი აზრი,დამოკიდებულება,იქნებ მოგწონთ კიდეც რომელიმე გურუ.(თუმცა წინასწარ ვიცი უმეტესობა რასაც დაწერს,მაგრამ "უმცირესობის"აზრი ვგონებ უფრო საინტერესო იქნება) -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Jun 29 2011, 08:40 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
starscream
შენთვის როგორც მართლმმადიდებლისთვის რა არის წმიდანობა? ციტატა "უმალ აქლემი გაძვება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში" GIORGI LELUASHVILI ალბათ იცი,მაგრამ მაინც ვიტყვი,რომ ამ ფრაზაში ,,ნემსის ყუნწი"საბაჟოს აღმნიშვნელია და არა მართლაც საკერავი ნემსისა.მე მახსენდება უფლის სიტყვები,რომელიც ამბობს:,,მდიარი ძნიად შევიდის სასუფეველსა ცათასა",ე.ი.მასაც თავისუფლად შეუძლია ცხონება და არ უნდა ვიფიქროთ ისე,რომ რადგან ფული აქვს წარწყმდა.მდიდარი კარგი პიროვნებები ბევრი ყოფილან და აგრეთვე ბევრია გაჭირვებულები,რომლებიც სიღარიბის დფაძლევას მოპარვით,ან სხვა რაიმე სიავით ცდილობენ. ციტატა არ მომწონს როცა მარტო ჯოჯოხეთის შიშით,ანდა სამოთხეში მოხვედრის სურვილით რომ ცხოვრობს ადამიანი სუფთად. smile.gif სხვა რელიგიის მიმდევართათვის(ზოგში სამოთხის და ჯოჯოხეთის ცნება საერთოდ არაა) და მათთვის რა თქმა უნდა ამგვარი ცხოვრება არასწორია.თუმცა ქრისტიანისთვის ,რომლის რელიგია დაფუძნებულია იმაზე,რომ ამქვეყნიური გარდაცვალებით არაფერი არ მთავრდება,არამედ პირიქით მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ემზადებოდეს მისთვის სხვაგვარი მიდგომა შეუძლებელია.მას ყოველი ავი საქმის ჩადენის წინ თვალწინ უნდა წარმოუდგეს ჯოჯოხეთის ტანჯვა და განცდა იმისა თუ რა მოელის თუ ამას გააკეთებს,და ყოველი სათნოების გაკეთების წინ კი სამოთხე და მარადიული ნეტარება.ამ ქვაკუთხედზე დაფუძნებული რწმენაა ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო(მართლმადიდებელს ვგულისხმობ,სხვამ ყველამ თავის თავს მიხედოს) მახსენდება ერთი წმიდანის სიტყვები:,,ადამიანს რომ ჰქონდეს ნანახი ჯოჯოხეთის ტანჯვა ან სამოთხისეული ნეტარება,ცოდვას აღარ ჩაიდენდა." -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
.zakaria. |
Jun 29 2011, 10:03 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
თუმცა ქრისტიანისთვის ,რომლის რელიგია დაფუძნებულია იმაზე,რომ ამქვეყნიური გარდაცვალებით არაფერი არ მთავრდება,არამედ პირიქით მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ემზადებოდეს მისთვის სხვაგვარი მიდგომა შეუძლებელია.მას ყოველი ავი საქმის ჩადენის წინ თვალწინ უნდა წარმოუდგეს ჯოჯოხეთის ტანჯვა და განცდა იმისა თუ რა მოელის თუ ამას გააკეთებს,და ყოველი სათნოების გაკეთების წინ კი სამოთხე და მარადიული ნეტარება. ანუ იმას ამბობ რომ ცუდს იმიტომ არ აკეთებ რომ ჯოჯოხეთის გეშინია? და თუ რაიმე სასიკეთოა და სათნოება შენში მარტო იმიტომაა რომ სამოთხეში მოხვდე? სიკეთეს სამოთხეში მოხვედრის სურვილის გამო აკეთებ? -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 10:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი