IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მიმტევებლობა
lingvo
პოსტი Jun 21 2011, 12:19 PM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



"და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა"

22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
(მათე 5, 22)

21. მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდ-გზისამდეა?
22. ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის.

(მათე 18, 21–22)

23. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს,
24. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი.
25. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე.
26. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი.

(მათე 5, 23–25)

32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.
33. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?
34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი.
35. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი.

(მათე 18, 32–35)

26. გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა.
(ეფ. 4,26)

საუფლო ლოცვიდან და სახარების ამ მონაკვეთებიდან ჩანს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი გულით მიტევებას. თუ გულში მიუტევებ, აღარც განიკითხავ და განკითხვასაც აიცილებ თავიდან. ცხოვრებაში ალბათ გვიჭირს მთელი გულით მიტევება. როგორც მოციქული გვასწავლის მზე არ უნდა ჩავიდეს ისე, რომ არ დავაცხროთ მრისხანება და ვაპატიოთ.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
George Leluashvili
პოსტი Jun 29 2011, 12:59 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



როგორ დავითმინოთ წყენა


როცა სხვა გაწყენინებს - მოითმინე; თანაუგრძნე მას, ვინც გაწყენინა, რადგანაც სცოდა. გაგანაწყენეს? ეცადე, როგორმე კეთილისკენ მიაქციო ამის ჩამდენი და თვით უჩვენე ამისი მაგალითი. აბბა პიმენი ამბობდა: „ბოროტება ვერანაირი სახით ვერ აღმოფხვრის ბოროტებას: ამიტომაც, თუ ბოროტი გიყოს ვინმემ, მიაგე მას კეთილი, რათა სიკეთით აღმოფხვრა ბოროტება“.

ერთხელ დედა თეოდორამ ჰკითხა ალექსანდრიის პატრიარქს - თეოფილეს, რას ნიშნავდა მოციქულის სიტყვა: „მოივაჭრეთ ჟამი“ (ეფეს. 5,16). პატრიარქმა უპასუხა: „მოციქულის სიტყვები სარგებელზე მიუთითებენ. თუ გლანძღავენ, გამოისყიდე ეს დრო თავმდაბლობით და მიიღებ სულისთვის სარგებელს. უპატიობაში თუ იმყოფები - გამოისყიდე ეს დრო მოთმინებით და ისევ მიიღებ სარგებელს. ასე რომ, თუკი მოვიწადინებთ, ყოველი უსიამოვნება შესაძლოა ჩვენსავე სასარგებლოდ მივმართოთ“.

„...გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროვებთ და გდევნით“ (მთ. 5,44), - გვამცნო უფალმა.

ერთმა კეთილშობილმა ადამიანმა მოითმინა რა გინება, უთხრა მაგინებელს: „შემეძლო ამგვარივე გინებით მეპასუხა, მაგრამ ღვთის კანონი საცოს სდებს ჩემს ბაგეებს“.

ერთმა ბერმონაზონმა, აბბა პიმენს ჰკითხა: „რის გაკეთებას მირჩევ, მამაო?“ - „იყავი იმისი მეგობარი, ვინც გაწყენინებს“, - უპასუხა ბერმა.

წმიდა აბბა დოროთე ასე გვასწავლის: „გწამდეს, რომ უპატიობა და ყვედრება წამალია სულისათვის, რომელიც შენი სულის სიამაყეს კურნავს. ილოცე შენი მაყვედრებლებისათვის, როგორც ჭეშმარიტი ექიმებისათვის. ვინც მაგინებელს გაურბის, ის გაურბის სიმდაბლეს“.

თუკი გრძნობ, რომ მწუხარება და რისხვა გეუფლება, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ, შეინარჩუნე მდუმარება და მანამდე არ დაძრა სიტყვა, სანამ განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით არ დამშვიდდება შენი გული და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ელაპარაკო მას, ვინც შეურაცხყოფა მოგაყენა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beso777
პოსტი Jun 30 2011, 12:18 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 984
რეგისტრ.: 8-December 10
წევრი № 10,059



[quote name='GIORGI LELUASHVILI' date='Jun 29 2011, 01:29 PM' post='672617']
წმინდა მამების გამონათქვამები მიმტევებლობაზე



მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას გთხოვს. რადგან ვინც სხვას არ შეუნდობს, მას ვერ აცდება ღვთის სასჯელი.

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.
წმ. ეფრემ ასური
fiqri.gif


--------------------
***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lingvo   მიმტევებლობა   Jun 21 2011, 12:19 PM
tamuna m   lingvo პატიებას გვთხოვ...   Jun 23 2011, 12:29 AM
lingvo   lingvo პატიებას გვთხო...   Jun 23 2011, 11:45 AM
tamuna m   lingvo შენზე არა და ისე,...   Jun 23 2011, 11:48 AM
მხევალი ნინო   ჰო, რთული საკიტხია.   Jun 23 2011, 12:34 PM
lingvo   როგორ ფიქრობთ, უბრ...   Jun 23 2011, 01:17 PM
მხევალი ნინო   lingvo გააჩნია როგორ ...   Jun 23 2011, 01:32 PM
ნაინა   ადამიანები ვართ, შ...   Jun 23 2011, 02:25 PM
.zakaria.   ერთი სიტყვით ცუდი...   Jun 23 2011, 02:55 PM
მხევალი ნინო   ნაინა ნინ, პატიება...   Jun 23 2011, 02:43 PM
ნაინა   მხევალი ნინო შეიძ...   Jun 23 2011, 02:56 PM
მხევალი ნინო   .zakaria. ჰოო, ან კიდევ დ...   Jun 23 2011, 06:22 PM
ნაინა   მხევალი ნინო სიტუ...   Jun 23 2011, 07:23 PM
A.V.M   ,,ხე ნაყოფით შეიცნო...   Jun 25 2011, 06:53 PM
lingvo   A.V.M თუ არ განვიცდი რ...   Jun 25 2011, 08:55 PM
A.V.M   lingvo ძალიანაც,რომ არ ...   Jun 25 2011, 11:00 PM
tatilinta   აი ყველაზე დზალიან...   Jun 25 2011, 11:18 PM
sandro40   აი ყველაზე დზალია...   Jul 1 2011, 03:25 PM
A.V.M   ლამაზი სიტყვებია. :...   Jun 25 2011, 11:23 PM
tatilinta   A.V.M :*   Jun 26 2011, 12:05 AM
beso777   მიმტევებლობის არქ...   Jun 29 2011, 12:28 AM
GIORGI LELUASHVILI   წმინდა მამების გა...   Jun 29 2011, 12:29 PM
GIORGI LELUASHVILI   როგორ დავითმინოთ ...   Jun 29 2011, 12:59 PM
beso777   [size=4][b] წმინდა მამებ...   Jun 30 2011, 12:18 AM
ნაინა   ჩემზეა, ზუსტად ვიც...   Jun 30 2011, 12:51 AM
მხევალი ნინო   ნაინა კაი რა ნინ . ...   Jun 30 2011, 11:45 AM
lingvo   პატიებაში გეხმარე...   Jun 30 2011, 12:31 PM
ნაინა   მე მეხება მგონი და ...   Jun 30 2011, 12:51 PM
beso777   მონანიება როცა გუ...   Jul 1 2011, 01:13 PM
GIORGI LELUASHVILI   ნაინა მესმის შენი   Jun 30 2011, 12:57 PM
lingvo   იქნებ ძალიან დიდი ...   Jun 30 2011, 12:59 PM
GIORGI LELUASHVILI   lingvo შეიძლება შენ აპ...   Jun 30 2011, 01:04 PM
lingvo   GIORGI LELUASHVILI ხო, მაგრამ შ...   Jun 30 2011, 01:20 PM
GIORGI LELUASHVILI   ჩვენი საუბრის თემა...   Jun 30 2011, 01:33 PM
ნაინა   პოსტებს რომ ვკითხუ...   Jul 1 2011, 09:54 PM
მხევალი ნინო   lingvo ლინგვო, დავიჯე...   Jul 1 2011, 11:21 PM
lingvo   მხევალი ნინო როცა ...   Jul 2 2011, 11:26 AM
მხევალი ნინო   lingvo არ გინდა შპარგ...   Jul 2 2011, 11:36 AM
lingvo   მხევალი ნინო ჩემი ...   Jul 2 2011, 11:39 AM
მხევალი ნინო   lingvo რა მაგარი კაცი ...   Jul 2 2011, 12:45 PM
lingvo   მხევალი ნინო მაგარ...   Jul 2 2011, 01:21 PM
მხევალი ნინო   lingvo ვახო, იმას, რომ ...   Jul 2 2011, 01:36 PM
lingvo   მხევალი ნინო ხო, პრ...   Jul 2 2011, 01:43 PM
.zakaria.   ცოლ-ქმრული ღალატი...   Jul 2 2011, 04:15 PM
A.V.M   მიმკალი და ეგეთებ...   Jul 3 2011, 12:39 AM
ნაინა   lingvo ხვალ შეიძლება მ...   Jul 4 2011, 11:35 AM
beso777   lingvo ხვალ შეიძლება მ...   Oct 19 2011, 07:39 PM
marine   ჩვენი მამაო ასე გვ...   Jul 4 2011, 01:49 PM
მაშიკო   დანაშაულსა და შეცდ...   Jul 4 2011, 01:59 PM
marine   დანაშაულსა და შეც...   Jul 4 2011, 03:27 PM
მაშიკო   შეცდომას ადამიანი...   Jul 5 2011, 12:56 AM
GIORGI LELUASHVILI   მაშიკო შეცდომა უფ...   Jul 4 2011, 02:55 PM
თერალ ი   კარგი თემააა გინდ ...   Jul 5 2011, 11:35 PM
ნაინა   beso777 აღარ ვაპატიებ ა...   Oct 19 2011, 11:57 PM
beso777   beso777 აღარ ვაპატიებ ...   Oct 20 2011, 08:18 PM
იაკობ   არის ხალხის კატეგო...   Oct 20 2011, 12:30 AM
Otherguy   პატიება ერთია და კ...   Oct 24 2011, 12:42 AM
beso777   პატიება ერთია და კ...   Oct 24 2011, 09:16 PM
beso777   თუმცა სამწუხაროდ ...   Oct 24 2011, 09:32 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 10:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი