![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
"და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა"
22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. (მათე 5, 22) 21. მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდ-გზისამდეა? 22. ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის. (მათე 18, 21–22) 23. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, 24. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. 25. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. 26. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი. (მათე 5, 23–25) 32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. 33. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? 34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. 35. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი. (მათე 18, 32–35) 26. გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა. (ეფ. 4,26) საუფლო ლოცვიდან და სახარების ამ მონაკვეთებიდან ჩანს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი გულით მიტევებას. თუ გულში მიუტევებ, აღარც განიკითხავ და განკითხვასაც აიცილებ თავიდან. ცხოვრებაში ალბათ გვიჭირს მთელი გულით მიტევება. როგორც მოციქული გვასწავლის მზე არ უნდა ჩავიდეს ისე, რომ არ დავაცხროთ მრისხანება და ვაპატიოთ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
მე მეხება მგონი და ვთვლი რომ პასუხიც მე უნდა გაგცეთ
![]() მონანიება როცა გულიდან მოდის, ვამბობთ, რომ მხოლოდ მაშინ გვპატიობს ღმერთი. მე არ ვარ უფალი და ვერ შევედრები გულმოწყალებაში (ღმერთმა დამიფაროს თავი მსგავსად წარმოვიდგინო) მაგრამ თუნდაც ყალბი სინანულიც რომ შევამჩნიო, ვაპატიებდი. სინანულის მაგივრად უარესს რომ ხედავ და უფრო მეტად რომ გტკენენ ძნელი მისატევებელია. ბოლომდე ვცდილობ მაინც გავუგო, მაგრამ თავმოყვარეობაც ნიშნავს რაღაცას. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
beso777 |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 ![]() |
მონანიება როცა გულიდან მოდის, ვამბობთ, რომ მხოლოდ მაშინ გვპატიობს ღმერთი. მე არ ვარ უფალი და ვერ შევედრები გულმოწყალებაში (ღმერთმა დამიფაროს თავი მსგავსად წარმოვიდგინო) მაგრამ თუნდაც ყალბი სინანულიც რომ შევამჩნიო, ვაპატიებდი.სინანულის მაგივრად უარესს რომ ხედავ და უფრო მეტად რომ გტკენენ ძნელი მისატევებელია. ბოლომდე ვცდილობ მაინც გავუგო, მაგრამ თავმოყვარეობაც ნიშნავს რაღაცას. უფლის და მოყვასის მოყვარული არ იმართლებს თავს და არ იბანს პილატესავით ხელებს ,როცა ხედავს რომ ადამიანი მისი მიზეზით დიდ ტკივილს განიცდის,არამეთ საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავეთ რომ ადამიანი ასეთ განცდებშია.ცდილობს მოუშუსოს მისთვის მიყენებული იარა.ესაა გულმოწყალება და ამ შემთხვევაში უჩნდება ადამიანს მიტევების და მონანიების გრძნობა.ამის გარეშე უფალიც კი არ იღებს უკან ცოდვილს. -------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 09:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი