![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
განსაკუთრებით ეს კარგად გვახსოვს იმ ადამიანებს, რომელნიც პროტესტანტული ეკლესიის წიაღში აღვიზარდენით.
ქუჩაში მღვდლის დანახვაც შიშსა და სიძულვილს იწვევდა ხოლმე ჩვენთვის. სამღვდელოებაში პროტესტანტთა უმრავლესობა აგრესიას და რისხვას იწვევდა... ჩემთვის და ბევრი ყოფილი/ახლანდელი პროტესტანტისათვის ეს ასე აღარ არის... (მადლობა უფალს) როგორ გგონიათ რა შედეგები მოაქვს სასულიერო პირთა ასეთ დამოკიდებულებას განსხვავებული აღმსარებლობის მიმართ? (მადლობა უფალს, რომ დღეს სიტუაცია იცვლება და ბევრი მოძღვარი სიძულვილის ნაცვლად სიყვარულით უდგება სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს) |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
შეიძლება გძულდეს რამე სწავლება, ცოდვა და ასეთი რამეები, მაგრამ უნდა გიყვარდეს ადამიანები მათი სწავლების და ცოდვილობის მიუხედავად. ვაღიარებ, რომ ხანდახან ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა ეცადო. ჩვენთვის მაგალითები უნდა იყვნენ წმინდანები, რომელთაც ყველა ადამიანი უყვარდათ. ღმერთმა შეგვაძლებინოს
![]() სექტანტებს რაც შეეხება, უკვე დავრწმუნდი, რომ მათთან კამათს აზრი არა აქვს. მით უმეტეს აზრი არა აქვს ჩხუბს, ლანძღვას და ასეთ რამეებს. ამით მხოლოდ საკუთარ სულს დაიზიანებ. ვფიქრობ, უფრო შედეგიანი იქნება, თუ მათ პირად ლოცვებში მოვიხსენებთ. დილის ლოცვებშიც ხომ გვიწერია ლოცვა სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის და ყოველ დილას ვკითხულობთ ამ ლოცვას. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი