IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველმოწესეთა ეკლესია, კანონიკური საკითხები
კანონისტი
პოსტი Apr 30 2011, 07:38 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



dzvelmartlmadidebeli
ციტატა
ბ-ნო დავით, როდესაც ჩვენი მხარე თქვენს მხარეს ედავება, ან შენიშვნას აძლევს, ყოველთვის "ქედმაღლობად" და "დიდაქტიკოსობად" მიიღება. არადა ჩვენ, ვლაპარაკობდით კიჩსა და გაქილიკებაზე, რომელსაც მიმართავს თქვენი მხარე ჩვენი პოსტების განხილვისას. მგონი უნდა ასხვავებდეთ კიჩსა და შენიშვნას, ქილიკსა და დავას... ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ ქრისტეანული სიყვარული ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა მიმართ, მაშინ როდესაც უპრობლემოდ მეგობრობთ ლათინებთან, პროტესტანტებთან, იუდეველებთან და თვით მაჰმადიანებთანაც კი...

ნამდვილად არ არის ასე. მე მომეჩვენა, რომ თქვენს პოსტებში იგრძნობოდა, რომ ჩახვდით რა იმ ,,ჭეშმარიტებას", რომ თურმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცდენილია ღმრთის გზას, ცდილობთ ჩვენ შეცდომილნი დაგვაბრუნოთ ჭეშმარიტებაში. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ქედმაღლობაა (ღმრთის გმობაზე რომ არაფერი ვთქვა).

ადამიანური პატივისცემა თქვენი ეკლესიის მიმართ, ბუნებრივია, მაქვს. მინდა გითხრათ, რომ ბევრად მეტი, ვიდრე მუსლიმების თუ იუდეველების მიმართ. მაგრამ ადამიანური პატივისცემა ერთია და სწავლების გაზიარება - მეორე. ქრისტიანს კი ღმრთის მორჩილება უფრო ჰმართებს, ვიდრე კაცთა.

ციტატა
როდესაც ვინმე კანონისტობას იბრალებს, ელემენტარულად მოეთხოვება საეკლესიო კანონების ცოდნა, თუ იცის, მაშინ უნდა შეეძლოს მათი საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული გააზრება. მაგალითად, თუ კანონისტმა (თქვენზე არ არის ლაპარაკი) იცის, რომ არსებობს საეკლესიო კანონები, რომლებიც მკაცრად კრძალავენ და მძიმე ეპითიმიებით სჯიან მწვალებლებთან და ებრაელებთან ერთად მლოცველებს; კრძალავენ მათგან კურთხევის მიღებას და მეგობრობასაც კი, უნდა შეეძლოს ამგვარი დადგენილების შინაარსსა და მიმართულებაში წვდომა. აი, რას ვგულისხმობდით ჩვენ, როცა ვამბობდით, რომ ებრაული ტაძრის ნანგრევებთან მლოცველი კაცი არ შეიძლება იყოს ორთოდოქსი, მართლმადიდებლური აზროვნების მქონე. მისი ცხოვრების წესი (თუნდაც ებრაელთა სალოცავებთან და მწვალებლებთან დამოკიდებულებაში) არამართლმადიდებლური და არაკანონიკურია. ამიტომ, გითხარით ის, რაც გითხარით და ამოშალეთ ჩემი წინა პოსტიდან.

მოდით, თქვენც რეალურად შეხედეთ. კანონისტობას თქვენ იბრალებთ, რადგან სპეციალისტი არ ხართ და მოყვარულის დონეზე (თუნდაც კარგ დონეზე) საუბრობთ კანონიკურ სამართალზე (თუ ეს ასე არ არის, მაშინ შემისწორეთ). მე კიდევ (ნამდვილად არ მინდოდა საკუთარ თავზე საუბარი, ეს რომ მნდომოდა, კარგა ხნით ადრე გეტყოდით) კანონიკური სამართლის სპეციალისტი გახლავართ, ქართულ ენაზე საეკლესიო სამართლის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი და რამდენიმე თვეში (თუ ინება კაცთმოყვარე უფალმა) - კანონიკური სამართლის დოქტორი. ამიტომ, მე ნამდვილად არ ვიბრალებ არაფერს, ხოლო აი, თქვენ თუ გვიბრძანებთ, რა კავშირი გაქვთ საეკლესიო სამართალთან, გარდა იმისა, რომ ქრისტიანი ხართ და, ცხადია, ამ სამართლის სუბიექტიც ბრძანდებით, დიდად დამავალებთ.

რაც შეეხება იუდეურ ტაძართან ლოცვას. სულიწმიდა ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ მე ლოცვა იმიტომ ვთქვი, რომ მგონია, უფალი მხოლოდ იერუსალიმში იდიდება (როგორც ცოტა ხნის წინ დამაბრალეთ), მაშინ, ნება მომეცით, თქვენს ლოგიკაში ცოტათი მაინც ეჭვი შევიტანო. რაც შეეხება იუდეველებთან თანალოცვას, იმედი მაქვს, ეს ხუმრობით თქვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, მაჩვენოთ, რომელი იუდეური ლოცვა ითვალისწინებს პირჯვრის გადაწერას. ისე კი, საზოგადოდ, რაც მე განსაცდელი მქონდა ქრისტიანული ლოცვის გამო იმ ადგილას, მაგას არ გირჩევთ არც თქვენ და არც არავის. კაცმა არ იცის, ვინ რას როგორ გაუძლებს (ღმერთმა ყველას მოგვცეს ძალა, უშიშრად დავამოწმოთ ჩვენი რწმენა). მე მხოლოდ სიხარული მავსებს, რომ ვიხსენებ, რომ წმ. სამების სადიდებელი ლოცვა, იმ კედლებთან, ვინც ,,იხილა" განკაცებული ღმერთი - ჭეშმარიტი მესია, წარმოვთქვი კაცობრივად მის მშობლიურ - ებრაულ ენაზე.

ციტატა
ასე, რომ თუ საკითხთადმი ჩვენს მიდგომას გულისხმობდით, ჩვენ არავითარი შეცდომა არ დაგვიშვია

გასაგებია. არ აღიარებთ, რომ არ იცოდით.

ციტატა
ისე გამომიყვანეთ ახლა, რომ ხელში წითელი და ყვითელი ფანქრები მიჭირავს და ნაწერების გაფერადების მეტი სხვა საქმე არ მაქვს და უმიზნოდ ვაფერადებ... ასეთი შემოპასუხებების პასუხი არ მიყვარს... აქ ან გული უნდა გატკინოთ, ან კიდევ დავეთანხმო იმას, რაც არასწორია... მირჩევნია გავჩუმდე... არ მინდა გული გატკინოთ...

ისევ გეწყინათ. მე კი მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ კარგი იქნებოდა, ნაწერების გაწითლებას, ისეთ მნიშვნელოვან რამეზე მიგექციათ ყურადღება, როგორიც არის კანონის რიგითი ნომერი და თან, ორჯერ არ შეგშლოდათ. თქვენს სასარგებლოდ ვამბობ, თორემ მე რომ არ აღმენიშნა, ვინმე ადგებოდა, ნახავდა თქვენს დაკოპირებულ ერთსა და იმავე კანონს სხვადასხვა მინიშნებით, მერე ჩემსას - სწორად და, მგონი ხვდებით, რა დასკვნასაც გამოიტანდა. მე სარკე მოგიტანეთ და სარკეს რატომ უჯავრდებით? რაც ნაკლია, იმის გამოსწორებაზე უნდა იფიქროთ და უნდა ვიფიქროთ.

ციტატა
უკაცრავად...! ასე "დოგმატიკურად" ნუ მიუდგებით ჩემს ნათქვამს.

კი, ბატონო. მაგრამ თქვენ ცოტა ხნის წინ ის იწყენით, რას ჰქვია ვიღაცამ თქვენი ეკლესიის რუსული სახელწოდებით მოგმართათ (,,სტაროვერი" არ ვარო. არადა, სწორედ რომ სტაროვერი ხართ და თქვენი მეტსახელიც ამას მიანიშნებს, ჩემი ბულბულ-ოღლობისაგან განსხვავებით).

ციტატა
გმადლობთ. სიმართლე გითხრათ ამაზე სერიოზულად არ დავფიქრებულვარ. თუმცა რჯულისკანონიც გამართლებული მგონია. თუ თქვენ ფილოლოგი ბრძანდებით, თქვენს შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ.

აჰა. ეტყობა მართლა გგონიათ, რომ კანონისტობას ვიბრალებ. smile.gif ფილოლოგი არ ვარ.
რჯულისკანონიც გამოიყენებოდა ქართულში და რჩულისკანონიც (შდრ. მერჩულე), მაგრამ სწორი ფორმაა სჯულისკანონი.

ციტატა
პირველი, ჩვენ სექტა არ ვართ, და სექტის მაგალითზე არ უნდა გველაპარაკოთ (თუ გინდათ ვიმსჯელოთ სექტის რაობაზე და იმაზე, არის თუ არა სექტა ძველმართლმადიდებლური ეკლესია. სხვათა შორის, თქვენი საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე პირდაპირ მითითებულია ჩვენზე რომ ეს "სექტა არ არის". კარგი იქნება თუ თქვენებს მაინც დაუჯერებთ ამ საკითხში).

რატომ ბრაზობთ? ვინ გითხრათ, რომ სექტა ხართ? მე გითხარით, რომ სექტებიც იმავე სახარებას ეფუძნებიან, რასაც ჩვენ. ამ შემთხვევაში იმის მინიშნება მინდოდა, რომ მართალია, იმავე წმინდა მამების ნაწერებს იზიარებთ უმეტესწილად, რასაც ჩვენ, მაგრამ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებთ და შესაბამისად, მოძღვრებაც სხვა გამოდის. მწყინს, რომ ასე ელემენტარულის ასეთი ,,დაღეჭვა" მიწევს.

ციტატა
აქ ორი ბრალდებაა გადმოცემული (1. საკუთარ ნებაზე "ვჭრით და ვკერავთ", ანუ განვმარტავთ წმ. წერილს და 2. ვართ განდგომილები ეკლესიისგან). როგორც კანონისტი, ალბათ უნდა გრძნობდეთ, რომ ამ შეხედულებებს დამტკიცება სჭირდება. სხვაგვარად, ჩვენც შეგვიძლია იგივე გითხრათ და რა, გაირკვევა რაიმე ამით?...

ციტატა
ეს დამატებით კიდევ ორი ბრალდება: 3) ვართ ეკლესიის გარეთ და 4) საკუთარ თავს უსაფუძვლოდ ვუწოდებთ ეკლესიას. აქაც თქვენი პოზიციის განმამტკიცებელი არგუმენტებია საჭირო... ან ჩვენი პოზიციის დასაბუთებული მხილება... ჯერ არც ერთი და არც მეორე, არავის უქნია...

გეტყობათ, რომ იურისტი არ ხართ, არც კანონისტი. ვინაიდან თქვენ არ ეკუთვნით იმ ეკლესიას, რომელიც უწყვეტად მოდის სამოციქულო ტრადიციით და მიიჩნევთ, რომ რეალურად, ჩვენ ვართ გარეთ მდგომნი და თქვენ - სამოციქულო ხაზის გამგრძელებლები - მტკიცების ტვირთი თქვენზეა, ბატონებო, და არა ჩვენზე. ეს თქვენ უნდა ახსნათ და დაასაბუთოთ, თუ როგორ აღმოჩნდით საქართველოს ტერიტორიაზე პარალელურ ეკლესიად (თუ ჭეშმარიტ ეკლესიად, როგორც თქვენ მიიჩნევთ), საიდან არის თქვენი ხელდასხმა, რამდენად არის უწყვეტობა შენარჩუნებული და ასე შემდეგ. ჩვენ ნამდვილად არ გვევალება მტკიცება. ჩვენი სამოციქულო უწყვეტი ჯაჭვი აღიარებული და დადასტურებულია.

1. თქვენ აკრიბიის წესით იცავთ ზოგიერთ ტრადიციულ საკითხს და მათ დამრღვევთ მიიჩნევთ ეკლესიის გარეთ აღმოჩენილად.
2. თქვენ არ ხართ ჩვენი ეკლესიის მრევლი. თუ სიტყვა ,,განდგომილი" გჭრით ყურს, გაგიმარტივებთ ტერმინს - ,,თქვენ ხართ მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ".
3. რა, არ ხართ ეკლესიის გარეთ? იმას, რომ მიიჩნევთ, თითქოს ჩვენ ვიყოთ გარეთ, ჯერ ერთი მტკიცება სჭირდება და მეორეც - ეს მაინც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკლესიის გარეთ ხართ?
4. მხოლოდ ის, რომ ეპისკოპოსი გყავთ, სულაც არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ხართ. ძალიან მარტივი კითხვა - რუსულ სტაროვერთა - სტაროობრიადეცთა ეკლესიის გარდა, ვისგან გაქვთ ევქარისტიული კავშირი? პასუხის მიხედვით იფიქრეთ, რამდენად შეიძლება ჭეშმარიტებას ფლობდეთ. აქ არ მინდა იმ პერსპექტივების მოხმობა, რომ დიალოგი იწარმოება ბერძენ განდგომილებთან. კაცმა არ იცის, დიალოგი როგორ დასრულდება. მე მაინტერესებს, დღეის - 30 აპრილის მდგომარეობით, ვისთან გაქვთ ევქარისტიული კავშირი.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 6 2011, 04:39 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957





afxazi
ციტატა
თქვენი საუბარი ცილდება უბრალოდ საუბარს და ის თავსმოხვეულ ქადაგებას ემსგავსება, როდესაც სრული უგულებელყოფა ხდება ფაქტებისა და არ გათვალისწინება. ამიტომ ერთხელ შევთანხმდით, რომ აღარ მოხდებოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს სიტყვა არ სრულდება.

ამჯერად მეორედ მოვითხოვ, რომ შეწყდეს პოლემიკა ამ საკითხზე, რადგან არ მინდა ფორუმი ჩათრეული აღმოჩნდეს ყალბ და ცბიერ პოლემიკაში.



სრულიად უსამართლოა ჩემი მისამართით გამოთქმული თქვენი ეს შენიშვნა ბ-ნო აფხაზ. განა აშკარა არ არის (რაც წინა პოსტებიდან ჩანს), რომ ნათლობის შესახებ დავა ამ თემაში, რომელიც "ძველმოწესეთა ეკლესიას" ეხება და, რომელიც სპეციალურად, ჩვენს "სამხილებლად" გახსნა ბ-ნმა კანონისტმა, ვინმე გიორგი ლელუაშვილმა წამოიწყო?

განა არ ვეუბნებოდი ამ ადამიანს, რომ არ მსურდა ლაპარაკი ნათლობის გარშემო, რადგან თქვენთან და სხვებთან უკვე საკმაოდ მქონდა განხილული ნათლობის საკითხი?!თანაც შევახსენე, რომ ეს თემა, ეხებოდა ძველმორწმუნეთა ეკლესიას და პოლემიკა ნათლობიდან ძირითად თემაზე რომ გადამეტანა, დიდი და წითელი ასოებით შეკითხვაც კი დავუსვი კანონისტს - რატომ უწოდებდა ის ჩვენს ეკლესიას "ძველმოწესეობრივს".

მიუხედავად ამისა, გ. ლელუაშვილმა მაინც გადაწყვიტა ჩემი გამოწვევა. ყოველივე ამას კი თქვენ ოლიმპიური სიმშვიდით უყურებდით მანამ, სანამ ლელუაშვილი არ გაიჭედა. აი მაშინ კი გადაწყვიტეთ მისი დახმარება და თანაც როგორ? -ჯერ მის მიერ წამოწყებული დავა მე დამაბრალეთ, შემდეგ მსაყვედურობთ და მეუბნებით, რომ თურმე დადებულ პირობებს ვარღვევ და ბოლოს თემის დახურვითაც იმუქრებით.

რა არის ეს, ბ-ნო აფხაზ? შიში? უსუსურობა? გაქცევა?იქნებ იმედოვნებდით, რომ ლელუაშვილი ჩამჭრიდა ნათლობის საკითხებში, მაგრამ ეს იმედები გაგიცრუვდათ? ვინ არის ეს ახალგაზრდა და რა ცოდნა-განათლება გამოაჩინა მან ჩემთან პოლემიკაში? - ვერავითარი! მას არ დაუმოწმებია არც ერთი წმიდა მამა (სხვათა შორის, არც სხვა თემებში იწუხებს თავს წმიდა მამათა დამოწმებით. როგორც ჩანს, ძალიან უყვარს საკუთარი აზრების აფიშირება);არ გაურჩევია არც ერთი საეკლესიო დადგენილება... მისი პოსტებიდან ჩანდა მხოლოდ კინკლაობის დაუოკებელი სურვილი.

თუ ასე არ გინდოდათ ნათლობის საკითხზე მსჯელობის გაგრძელება, იმთავითვე უნდა გაგეფრთხილებინათ ეგ ლელუაშვილი, რომ უკვე საკმაოდ ვრცლად განხილული თემის გარშემო აღარ იყო საჭირო ზედმეტი თავის შეწუხება. მაგრამ, თქვენ რატომღაც დუმდით...

შეიძლება რაღაც საკითხებში ერთმანეთს არ დავეთანხმოთ, შეიძლება ცოტა წავკინკლავდეთ კიდეც (ეს ბუნებრივად ახასიათებს პოლემიკას), მაგრამ ასეთი არაობიექტურობა ნამდვილად არ შეშვენის განათლებულ და ინტელიგენტ ადამიანს. მე კი თქვენ ასეთი მგონიხართ და ძალიან არ მინდა რომ შევცდე.

ყოველივე ამის გარდა თქვენ ასევე მაბრალებთ, რომ თურმე განმიზრახავს თქვენი ფორუმის ჩათრევა "ყალბ და ცბიერ პოლემიკაში". არ მესმის საიდან გაგიჩნდათ ასეთი აზრი. თქვენს ფორუმზე დავობენ კრიშნაიტები, ბაპტისტები, კათოლიკეები და ათეისტებიც კი. თანაც, ყველა თავის პოზიციას იცავს თქვენს წინაშე და არასოდეს გითქვამთ მათთვის, რომ თქვენს ფორუმს ითრევენ "ყალბ და ცბიერ პოლემიკაში"... მარტო ჩვენ გვნახეთ "პროვოკატორები"!...

როგორ უნდა გავიგოთ თქვენი ასეთი პოზიცია?



დასასრულ, მინდა ორიოდ სიტყვით განგიმარტოთ ჩვენს შორის გამართული დავისა და კრიტიკის არსი. ცხადია, მე შემეძლო ნავატის ნათლობაზეც მეთქვა ორიოდ სიტყვა, მაგრამ ამჯერად სულ სხვა მხრიდან მინდა მოვუარო ამ საკითხს.

თქვენ ალბათ გაინტერესებთ რატომ არის, რომ ყოველთვის, როდესაც კონკრეტული მაგალითი მოგყავთ, ჩვენ ვცდილობთ მოვუძებნოთ მას რაიმე ნაკლი და უარვყოთ იგი. ბ-ნო აფხაზ, რადგან სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა და შანსიც ერთი გვაქვს სულის გადასარჩენად, არ გვაქვს უფლება საეკლესიო ცხოვრებაში შევიწყნაროთ ისეთი პრაქტიკა და ისეთი მაგალითი, რომელიც არ არის უეჭველი. მე თუ მკითხავთ, ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს სურს ისე იყოს მონათლული, რომ ეჭვიც კი არ ეპარებოდესსაკუთარი ნათლობის სისწორეში. და ეს უეჭველობა ეკლესიის უცთომელ პრაქტიკას უნდა ეფუძნებოდეს.

ამდენად, როდესაც სულის ცხოვნებაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება კი დავეყრდნოთ ისეთ მაგალითებს, რომელსაც არც ერთი წმ. მამა არ გვასწავლის, არცერთი საეკლესიო დადგენილება არ განაწესებს და მთლიანად, გამონაკლის თუ ცალკეულ ისტორიულ შემთხვევებზეა დაფუძნებული?

ყველა შემთხვევისათვის არსებობს საეკლესიო მიდგომა, რომელიც თვითნებურ განმარტებას ვერ ითმენს. აქაც, წმიდა მამათა რჩევა-დარიგებაა საჭირო და რას გვარიგებენ ისინი? - გამონაკლისი შემთხვევა კანონი არ არისო ეკლესიისთვის! აი, მათი მკაცრი განაწესი.



ახლა მითხარით, როგორ მივიღოთ ჩვენ ის მაგალითები, რომელთაც თქვენ გვიმოწმებთ? კი, ბატონო, მრავალი წმინდანის ცხოვრებაშია დასხმითი ნათლობის შემთხვევა (ზოგი უფლის სასწაულით დაშვებული და ზოგიც გამოუვალ მდგომარეობაში, ღვთის შთაგონებით აღსრულებული), ქვიშითაც კი მოუნათლავთ კაცი. მაგრამ, ნათლავენ კი ვინმეს თქვენთან ქვიშით? დაგიჯერებთ კი ვინმე, რომ ქვიშით მონათლული მონათლული იქნება? თვითონაც კარგად უწყით, რომ ეს არის გამონაკლისი, ღმრთისგან დაშვებული სასწაული და არა საეკლესიო წესი.

ხომ ხვდებით (თუ ვერა), რომ თქვენ კონკრეტულ, სასწაულებრივ შემთხვევებს, საიდუმლოს კანონიკურ ფორმაზე განაზოგადებთ? რა აზრი აქვს აქ ცალკეული მაგალითების მოტანას? მთავარი ხომ პრინციპია, ნათლობის შესრულების პრინციპი, სწავლება, დოგმატიკა, სიმბოლური ღვთისმეტყველება, რომელიც ჩადებულია საიდუმლოს არსში?

მოციქულთა 47-ე კანონში ვკითხულობთ: "თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათელღებული ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმერთოთაგან შემწიკვლულია (მათი ნათლისცემით), განიკვეთოს, როგორც ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარი, და არ გამრჩევი მღვდლისა ცრუმღვდლისაგან".

შემაძრწუნებელია ამ კანონის განჩინება. როგორია საუფლო ჯვრის მოკიცხარ ადამიანად შეირაცხოს მღვდელი თუ ის ან ხელმეორედ მონათლავს უკვე მონათლულს, ან არ მონათლავს იმას, ვინც არასწორად არის მონათლული?

როგორ გავარკვიოთ საეკლესიო საიდუმლოს სინამდვილე? როგორ გავარკვიოთ, მაგალითად, არის თუ არა წყალდასხმა ნამდვილად მართლმადიდებლური წესი? გვაძლევს თუ არა ეკლესიის ისტორია და პრაქტიკა იმის 100 %-იან გარანტიას, რომ დასხმითი ნათლობა ნამდვილად ნათლობაა და მისი განმეორება დაუშვებელია?

იმის საჩვენებლად, თუ როგორ ნათლავდნენ თავიდან წყალსხურებით ნათელღებულებს, არა თუ ცალკეული ფაქტები დაგიმოწმეთ, არამედ ეკლესიის კრებითი დადგენილებებიც კი გიჩვენეთ, სადაც კატეგორიულად ითხოვენ სხურებულთა თავიდან ნათლობას, რადგან ის ნათლობად არ მიაჩნდათ.



არავის გვაქვს ეჭვი შთაფლვით ნათლობასთან დაკავშირებით, არც თქვენ და არც ჩვენ, არც ძველ ეკლესიას, მაგრამ ასეა დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით? ჩემი გამონაგონი ხომ არ არის, ეკლესიის ისტორიაში არსებული ფაქტები? მთელი რიგი ადგილობრივი ეკლესიები თავიდან ნათლავენ დასხმით მონათლულებს: რუსები, ბერძნები, ქართველები...

როგორ დამარწმუნებთ ბ-ნო აფხაზ, რომ წყალდასხმა ჭეშმარიტი ნათლობაა და ის არ უნდა გავიმეოროთ, როცა იმეორებდნენ და არა თუ იმეორებდნენ, მკაცრ ანათემებსაც უთვლიდნენ იმათ, ვინც თავიდან არ მონათლავდა წყალპკურებულთ.

როგორ მივიღოთ დასხმითი ნათლობა, თუკი სხვადასხვა ეპოქის ეკლესიის მართლმადიდებელი მოძღვრები დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ "ნათლობის" ამ წესს? რატომ უნდა ვიყო მე მონათლული იმ წესით, რომელსაც საეკლესიო იერარქები "თავისა და ფეხების ბანვას"(იხ. ბერძნ. "პიდალიონი")? ან "თავის დალტობას და სხვა ნაწილთა განხმობას"უწოდებენ (იხ. კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის "გრდემლი")? და მრავალი სხვა დამაკნინებელი ეპითეტებითაც "ამკობენ"?

რატომ აკეთებდნენ ამას საეკლესიო იერარქები? იმიტომ ხომ არა, რომ ეჭვიც არ გაგვჩენოდა ამგვარი "ნათლობის" არაკანონიკურობაში? და ამის შემდეგ, რატომ უნდა მოვინათლო მე ასეთი საეჭვო ნათლობით და რატომ არ უნდა ვიყო მონათლული ისე, რომლისაც არავის ეეჭვება, თვით ყველაზე წყალწაღებულ მწვალებლებსაც კი.

ჩვენი პრინციპი, როდესაც რაიმე საკითხზე ვდავობთ, არის განსახილველი პრაქტიკის საიმედოობის გარკვევა. თუ რომელიმე საკითხი საეჭვოა და შეიძლება იმის თქმა, რომ ან უცნობია მამათათვის, ან მეტიც, დაგმობილია ეკლესიის მიერ, რატომ უნდა მივიღოთ ის სულის ცხოვნების საქმეში?

განა წაიღებს ბრძოლის ველზე გაჭრილი მეომარი საეჭვო იარაღს და სასიკვდილო ბრძოლაში დაუპირისპირდება მტერს, თუკი დარწმუნებული არ იქნება იმ იარაღის გამართულობაში, ხელში რომ უპყრია?! განა არ უნდა იყოს მეომარი დარწმუნებული იმაში, რომ იარაღი არასოდეს უმტყუნებს?!

ჩვენც ხომ მეომრები ვართ წმიდა მამათა სწავლებით, - ქრისტეს მეომრები! და ჩვენი იარაღი ხომ მართალი რწმენა და ჭეშმარიტი საეკლესიო საიდუმლოებებია, რომელთა შორის უპირველესი ადგილი ნათლობას უპყრია. მონათლული არ ხარ?! - არ იქნები მირონცხებული, არც ზიარებული, არც ხელდასხმული, და უბრალოდ, არ გექნება ეკლესია რამდენი მღვდელი და ეპისკოპოსიც გინდა გყავდეს.

რას ცდილობს ჩვენი მტერი, ეშმაკი? - ხელიდან გაგვაცალოს ის უმთავრესი ძალა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია.

რა ძალაა ეს? - ეს ის ძალაა, რომლის გარეშე ანტიქრისტე ვერ შემოდის წუთისოფელში. ეს ის ძალაა, "შემკავებლად" რომ იწოდება მოციქულთან. ეს არის ღვთის მადლი! ხოლო მადლი ჰაიჰარად, საეკლესიო საიდუმლოს როგორც გინდა შესრულებით კი არ გვეძლევა, არამედ იმ გზით, როგორცდააწესა იგი მისმა დამფუძნებელმა და მომნიჭებელმა, უფალმა ჩვენმა, იესუ ქრისტემ. ამას ასწავლიან წმიდა მამები, ამას გადმოგვცემენ მართლმადიდებლური კატეხიზმოები.

ეშმაკის მზაკვარება კი იმაშია, რომ ელტვის როგორმე ხელიდან გაგვაგდებინოს ეს უმძლავრესი დამცავი ძალა და მადლისგან განძარცულთ ადვილად წაგვართვას ის, რაც არის ჩვენი მარადიული ნეტარების საფუძველი.



რა არის იმაზე ადვილი შეასრულო საიდუმლო ისე, როგორც ის დააწესა ქრისტემ და არ მოიგონო ეკლესიაში არარსებული, არავისგან ნასწავლი და გაუგონარი "საიდუმლოებები", რომელთა "მადლმოსილებასაც" ეშმაკი შთაგვაგონებს?

მერე რა რომ საეკლკესიო საიდუმლოთა განსხვავებული და ცალკეული შემთხვევები წმინდანთა ცხოვრებაშიც არის აღწერილი. განა არ უნდა ვიფიქროთ, რისთვის მოგვეცა ეს დაშვებანი? - იმისთვის ხომ არა, მათით შევცვალოთ საიდუმლოს ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული წესი? ცხადია, არა!

ამ გამონაკლისებით ღმერთი გვასწავლის, რომ "სუნთქავს იქ სადაც სურს" და აცხოვნებს ისე, როგორც სურს. მაგრამ ეს ღმრთის პრეროგატივაა... ის უსაზღვროა თავისი ბუნებით და ყოვლიშემძლეა თავისი ძალით. მას შეუძლია უბრალო მოსურვებაც კი აღუსრულოს ადამიანს, მაგრამ განა შესაძლებელიაასეთი შემთხვევა კანონიკური მაგალითი და წესიგახდეს ჩვენთვის?

აი, რატომ ვდავობთ ამგვარი შემთხვევების წინააღმდეგ. ჩვენ არ უარვყოფთ მათ, როგორც ისტორიულ ფაქტებს, როგორც ღმრთის მიერ დაშვებულ გამონაკლისებს, როდესაც ადამიანებს უცნაური წესითაც კი მისცემიათ ღმრთის წყალობა, რათა ცოდნოდათ, რომ ღმერთი არაფრით არის შეზღუდული. მაგრამ, ცალკეული წესი არ შეიძლება განზოგადდეს ეკლესიის მთელს ცხოვრებაზე.

ჩვენ, ადამიანებს, ღმერთმა დაგვიწესა ფორმა და კანონი, რათა გვცოდნოდა რა როგორ შევასრულოთ და არ გავცდეთ იმას, რაც ჭეშმარიტად არის მადლის მომცემი და მაცხოვნებელი,რათა არ დავარღვიოთ "მამათაგან დაწესებული საზღვრები".





P. S. ორიოდ სიტყვა გ. ლელუაშვილს:

ჩვენ ვწერთ, რომ ფორმულა: "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, დაძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი") მიმართულია ყველა იმ მწვალებლის წინააღმდეგ, რომლებიც არ ნათლავენ ისე, როგორც ეს აღესრულება მართლმადიდებლურ ეკლესიაში და როგორც ეს გადმოცემულია ხსენებულ, საეკლესიო განწესებაში. თქვენ კი, პირიქით, იმას, რაც ნახსენები არ არის შეჩვენების ფორმულაში, წყალდასხმითი ნათლობის სასარგებლოდ მიიჩნევთ და მწერთ: "ამ მუხლით იმის თქმა გინდათ, რომ ვინც სხურებით ნათლავს ის შეჩვენებულია არა? სად უწერია ეს არსენ იყალთოელს?"ე. ი., თქვენის აზრით, რადგან არ უწერია, - ნებადართული ყოფილა.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება კ. ო. დე-სკროხოვსკის ანტილათინური ნაშრომიდან ("От тьмы к свету") ერთი ადგილი, სადაც ერთმანეთს ედავებიან პროტესტანტები და კათოლიკეები. სადავო საკითხი ეხება იმას, ქადაგებდა თუ არა პეტრე რომში.

გამოვიდა ერთი პროტესტანტი და თქვა: "ჩვენსა და მოწინააღმდეგეებს შორის განსხვავება დამოწმებულ მტკიცებულებათა შეფასებაში მდგომარეობს. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მოციქულ პეტრეს არასოდეს უქადაგია რომში, მოწინააღმდეგეს ამის საპასუხოდ არაფრის თქმა ძალუძს, გარდა იმისა, რომ წმ. წერილში მოციქულ პეტრეს რომში ყოფნა არსად არის უარყოფილი. ამაზე გიპასუხებთ: ტიერი "საკონსულოებისა და მონარქიის ისტორიაში" არსად ამბობს, რომ ნაპოლეონი ოდესმე ჩასულიყოს ამერიკასა და ვაშინგტონში. თქვენი ლოგიკით კი სწორედაც რომ პირიქითაა, რაკიღა არაფერია აქვს ნათქვამი, ნაპოლეონი ამერიკაშიც ყოფილა და ვაშინგტონშიც".

იმედია, გაიგეთ რაც გითხარით.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   ძველმოწესეთა ეკლესია   Apr 30 2011, 07:38 PM
Lidl   გამარჯობათ. წინა პ...   Apr 30 2011, 09:30 PM
კანონისტი   Lidl პლიუს, შენს კითხვ...   May 1 2011, 12:53 AM
Lidl   და კიდევ: მათ ასევე ...   May 1 2011, 01:08 AM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ჩვენს ...   May 1 2011, 02:29 PM
dzvelmartlmadidebeli   Lidl რატომ არ შეიძლე...   May 1 2011, 03:06 PM
Lidl   ვფიქრობ, აქ უფრო მე...   May 1 2011, 04:16 PM
dzvelmartlmadidebeli   Lidl სწორედ ამიტომაც...   May 1 2011, 08:08 PM
Lidl   Lidl სწორედ ამიტომაც ...   May 1 2011, 08:38 PM
dzvelmartlmadidebeli   Lidl ეს თქვენთვის არ...   May 2 2011, 01:04 PM
dzvelmartlmadidebeli   დამატების სახით მი...   May 2 2011, 04:11 PM
dzvelmartlmadidebeli   ფ. ე. მელნიკოვი [color=#FF...   May 2 2011, 04:29 PM
Lidl   ჩვენთვის გასაგები...   May 2 2011, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli   Lidl ბ-ნო Lidl, თქვენი ეს ...   May 2 2011, 10:01 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli იმედი მაქვ...   May 10 2011, 12:28 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი თქვენ ა...   May 10 2011, 08:06 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli შენი ოფიცი...   May 10 2011, 08:54 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi თქვენ ჩემი არც ...   May 11 2011, 01:40 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli ძალიან ვწუ...   May 13 2011, 12:59 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი რა ზომე...   May 13 2011, 09:36 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli მოწამეობი...   May 19 2011, 12:37 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი კი, მინდ...   May 19 2011, 05:57 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli სანამ სხვა ...   May 19 2011, 06:13 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ეგ ჩვენ ...   May 20 2011, 01:50 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli სიცილ-ხარხ...   Jun 24 2011, 10:57 AM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი სამწუხ...   Jun 27 2011, 12:50 PM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli რას გვეტყვ...   Jun 27 2011, 08:06 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M ჯერ ერთი, წინამდ...   Jun 30 2011, 09:23 AM
GIORGI LELUASHVILI   პავლე მოციქული ამბ...   Jun 30 2011, 02:24 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI სხვისგან გ...   Jun 30 2011, 04:03 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI სხვისგან გ...   Jun 30 2011, 04:43 PM
კანონისტი   GIORGI LELUASHVILI აზრი არ აქვ...   Jun 30 2011, 05:08 PM
GIORGI LELUASHVILI   კანონისტი ;)   Jun 30 2011, 05:16 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI რა არის ძამ...   Jun 30 2011, 05:53 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ხორციელად...   Jun 30 2011, 07:54 PM
A.V.M   რადგან ჩემმა კითხვ...   Jun 30 2011, 08:01 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ვისთვი...   Jul 1 2011, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli   რა მნიშვნელობა აქ...   Jul 1 2011, 11:10 AM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ფაქტები რო...   Jul 1 2011, 11:56 AM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ეგრე იყოს...   Jul 1 2011, 01:05 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli აბა ეხლა თ...   Jul 1 2011, 10:26 PM
damiane80   ახლახანს საიდან უნ...   Jul 7 2011, 06:01 PM
A.V.M   GIORGI LELUASHVILI თუ ვინმეს ა...   Jul 2 2011, 12:26 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli მიკვირს, რა...   Jul 4 2011, 10:58 AM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ნამდვილად ...   Jul 5 2011, 12:43 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი პოლემი...   Jul 5 2011, 12:56 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ჰოდა მშვენ...   Jul 5 2011, 12:59 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli როგორც ყოვ...   Jul 5 2011, 12:59 PM
GIORGI LELUASHVILI   მე მაქამდე რაღაც გ...   Jul 5 2011, 01:05 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ეგ საკითხა...   Jul 5 2011, 02:58 PM
GIORGI LELUASHVILI   თქვენც ასევე:)   Jul 5 2011, 03:49 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli არ დავმალ...   Jul 5 2011, 04:15 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi სრულიად უსამარ...   Jul 6 2011, 04:39 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ღმერთმა ხე...   Jul 6 2011, 04:42 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli ძველმართლ...   Jul 6 2011, 04:50 PM
GIORGI LELUASHVILI   :D :D   Jul 6 2011, 04:51 PM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli უაზრო კამა...   Jul 7 2011, 11:34 PM
GIORGI LELUASHVILI   damiane80 საკმაოდ აქვთ მ...   Jul 8 2011, 01:43 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M GIORGI LELUASHVILI სანამ ა...   Jul 9 2011, 11:44 AM
afxazi   :lol: :lol: :lol: :lol: მომიტე...   Jul 9 2011, 11:51 AM
dzvelmartlmadidebeli   ახლა კი, ბატონებო, თ...   Jul 9 2011, 11:54 AM
afxazi   dzvelmartlmadidebeli გაქრი შენ ...   Jul 9 2011, 11:56 AM
dzvelmartlmadidebeli   afxazi არა უშავს, საწყ...   Jul 9 2011, 12:04 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli თქვენ ამბ...   Jul 9 2011, 12:07 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi მე ვერ ვგებულობ...   Jul 9 2011, 12:17 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli ეს გაბაშვ...   Jul 9 2011, 12:20 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi თავს ნუ კატუნებ...   Jul 9 2011, 12:26 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli თუნდაც, მა...   Jul 9 2011, 12:33 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi არ დაიღალე?:D   Jul 9 2011, 01:37 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI აუჰ! ფრთხ...   Jul 9 2011, 02:36 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli შენ არ იდა...   Jul 9 2011, 04:05 PM
Oldorthodox   afxazi dzvelmartlmadidebel-ს თქვენი...   Jul 10 2011, 11:28 PM
afxazi   Oldorthodox რატომ შურდათ ...   Jul 11 2011, 09:44 AM
dzvelmartlmadidebeli   afxazi საკმაოდ შეუფერ...   Jul 11 2011, 11:27 AM
afxazi   dzvelmartlmadidebeli ნათლობის ს...   Jul 11 2011, 12:23 PM
Oldorthodox   მაცხოვარი ჭეშმარი...   Jul 11 2011, 01:49 PM
afxazi   Oldorthodox :D :D :D რაღა გე...   Jul 11 2011, 01:52 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli რას გეტყვი...   Jul 11 2011, 02:16 PM
afxazi   კანონისტი ე ამას ...   Jul 11 2011, 02:19 PM
Oldorthodox   afxazi კანონისტი თუ არ ...   Jul 11 2011, 04:11 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi კი ბატონო, მეც ი...   Jul 15 2011, 01:05 AM
damiane80   ჩვენს ბიბლიოთეკა...   Jul 17 2011, 10:28 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ედიშერ ჭელიძი...   Jul 17 2011, 11:28 PM
damiane80   გასაკვირი სწორედ ...   Jul 19 2011, 08:56 AM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 მინდა გითხრათ ...   Jul 19 2011, 10:00 AM
damiane80   მეც:) და ეს ობიექტუ...   Jul 20 2011, 12:17 AM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ეს თქვენი სუბი...   Jul 20 2011, 02:01 PM
Oldorthodox   dzvelmartlmadidebeli ამ ფორუმზე...   Jul 22 2011, 01:21 AM
damiane80   :D:D:D მაგარო ფრაზაა, ...   Jul 22 2011, 08:14 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 რატომ მეჩხირკ...   Jul 22 2011, 09:33 PM
damiane80   რომ ვპოულობ, მაგიტ...   Jul 22 2011, 11:50 PM
Oldorthodox   damiane80 რა სტატუსი? :D 14 ს...   Jul 23 2011, 01:30 AM
dzvelmartlmadidebeli   Oldorthodox მე და შენ უნდა ...   Jul 23 2011, 11:46 AM
Oldorthodox   dzvelmartlmadidebeli იმ დღეს მო...   Jul 23 2011, 12:29 PM
dzvelmartlmadidebeli   Oldorthodox კეთილი, Oldorthodox, მ...   Jul 23 2011, 01:24 PM
Oldorthodox   dzvelmartlmadidebeli რა თქმა უნ...   Jul 23 2011, 06:54 PM
A.V.M   საერთოდ ძალიან მაი...   Dec 24 2011, 10:03 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M ჩემო კარგო A.V.M, ამ...   Dec 25 2011, 07:47 PM
A.V.M   უპირველესად ვიტყვ...   Dec 25 2011, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M ნამდვილად, ჩვენ...   Dec 25 2011, 09:26 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 09:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი