დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
sandro40 |
Jul 11 2011, 08:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
მამა ბართლომემ დეპუტატები დაწყევლა
მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვინც კანონს რელიგიური უმცირესობის სტატუსის შესახებ ხმა მისცა დაწყევლა. სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ. “ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე. http://www.epn.ge/?p=72116 რომელი ნორმებით რეგულირედება ასეთი ქმედება? საეკლესიოა სამართლით? ყოფილა ანალოგიური რამ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი რამ მიღებული იყოს საეკლესიაო პრაქტიკაში და გთხოვთ იქნებ ხელგეწიფებოდეთ გადაამოწმოთ ან ინფ. სიზუსტე, ასეთი ინფოებით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია |
George Leluashvili |
Jul 13 2011, 06:17 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
sandro40
ციტატა მოიყვანე, სად წყევლის მწვალებელბს? "თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს"(გალ.1,7-9) საკმარისია? ციტატა ეტყობა რაღAც ახალი მართლმადიდებლობა მიოგენის და მე საქმის კურსში არ ვარ როგორც ხედავ წყევლა ქრისტეს პირით "ახალი მართლმადიდებლობა" არ ყოფილა. მე არ ვამბობ, რომ მამა ბართლომე სწორად მოიქცა, ან მართლა დაწყევლა თუ არა, არც ეგ ვიცი, მაგრამ მე ვამბობ, რომ წყევლა მოსულია მართლმადიდებლობაში. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 01:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი