დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
sandro40 |
Jul 11 2011, 08:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
მამა ბართლომემ დეპუტატები დაწყევლა
მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვინც კანონს რელიგიური უმცირესობის სტატუსის შესახებ ხმა მისცა დაწყევლა. სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ. “ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე. http://www.epn.ge/?p=72116 რომელი ნორმებით რეგულირედება ასეთი ქმედება? საეკლესიოა სამართლით? ყოფილა ანალოგიური რამ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი რამ მიღებული იყოს საეკლესიაო პრაქტიკაში და გთხოვთ იქნებ ხელგეწიფებოდეთ გადაამოწმოთ ან ინფ. სიზუსტე, ასეთი ინფოებით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია |
George Leluashvili |
Jul 13 2011, 07:24 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
afxazi
ციტატა იგივე პავლე მოციქული რომ ამბობს ებრაელთან ებრაელი ვარ, წარმართთან წარმართი და ა.შ. ამას რა ვუყოთ. ანდა თუ სიყვარული არ მაქვს არაფერი ვარო. თუ მოციქული ორმაგ სტანდარტებს გვთავაზობს. ეს ციტატა საერთოდ არაფერ შუაშია, რადგან საუბარი მე დავიწყე თვითონ წყევლის ცნებაზე, ვინაიდან sandro40-მა თქვა, რომ ქრისტიანი და წყევლა შეუფერებელიაო.მეც იმის დასადასტურებლად ,რომ ეს ასე არ არის პავლე მოციქულის სიტყვები მოვიყვანე, სადაც ის მწვალებლებს წყევლის. ციტატა როდესაც ვიმოწმებთ მუხლს სახარებიდან, მინიმუმ უნდა გვესმოდეს რაზეა საუბარი ამ მუხლში. ამ მუხლში საუბარია მწვალებებლების წყევლაზე და მეც თვითონ ამ სიტყვაზე დავიწყე საუბარი. ციტატა ყველა, ვინც უპირისპირდება ეკლესიას, თავის თავს განაყენებს ეკლესიისგან და შეჩვენებულ-ჰყოფს. ბევრს ამ სიტყვებიდან გამომდინარე შეიძლება ეგონოს, რომ თვითონ ეკლესია არ შეაჩვენებს და ანათემას არ გადასცემს დამნაშავეს. პიროვნებამ შეიძლება მძიმედ შესცოდოს, მაგრამ თუ შეჩვენება პირადად ეკლესიამ არ გადასცა, მაშინ მასზე საჯაროდ ვერავინ იტყვის შეჩვენებულიაო.(მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ღვთისაგან უკვე შეჩვენებული იყოს) ციტატა (არ მითხრათ მამა ბართლომე დაიღალა რომელიმე პარლამენტარის ჭეშმაირტებისკენ მოქცევაშიო). მგონი ჩემი სიტყვები გასაგები უნდა იყოს, რადგან მე წინასწარვე ვთქვი, რომ თუ მამა ბართლომემ მართლა დაწყევლა ხელისუფალნი, მე ამას მხარს კი არ ვუჭერ, არამედ თვითონ სიტყვა წყევლაზე ვლაპარაკობ, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია იყენებს მეთქი. ციტატა შემიძლია გისაყვედურო ის, რომ არასწორ მართლმადიდებლობას ასწავლი და ეს მინიმუმ დანაშაულია. შეგიძლია მისაყვედურო იმ შემთხვევაში, თუ შენ ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგე და ვფიქრობ, რომ ეს ამ შემთხვევაში ასეა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 03:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი