ოტია იოსელიანი გარდაიცვალა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ოტია იოსელიანი გარდაიცვალა |
სოფი |
Jul 14 2011, 06:58 PM
პოსტი
#21
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი გარდაიცვალა.
"ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია" _ ამ სიტყვების ავტორს, მწერალს, დრამატურგს, კინოსცენარისტსა და საზოგადო მოღვაწეს, ოტია იოსელიანს 81 წელი 16 ივნისს შეუსრულდა. ოტია იოსელიანის თხზულებები პირველად 1954 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" მწერალმა 1957 წელს გამოსცა. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები "ცხრა მთას იქით", 1969; "დაჩის ზრაპრები", 1973; "ცაგამთენია", 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე ("ადამიანი იბადება ერთხელ", "როცა სიყვარული მოვა", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა "ჩქარი მატარებელი", "მალე გაზაფხული მოვა", "თეთრი ქალიშვილი" და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით. უფალმა აცხონოს! -------------------- "Happiness only real when shared."
|
ალექსანდრე |
Jul 14 2011, 07:38 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ღმერთმა აცხონოს
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 04:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი