IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველმოწესეთა ეკლესია, კანონიკური საკითხები
კანონისტი
პოსტი Apr 30 2011, 07:38 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



dzvelmartlmadidebeli
ციტატა
ბ-ნო დავით, როდესაც ჩვენი მხარე თქვენს მხარეს ედავება, ან შენიშვნას აძლევს, ყოველთვის "ქედმაღლობად" და "დიდაქტიკოსობად" მიიღება. არადა ჩვენ, ვლაპარაკობდით კიჩსა და გაქილიკებაზე, რომელსაც მიმართავს თქვენი მხარე ჩვენი პოსტების განხილვისას. მგონი უნდა ასხვავებდეთ კიჩსა და შენიშვნას, ქილიკსა და დავას... ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ ქრისტეანული სიყვარული ძველმორწმუნე მართლმადიდებელთა მიმართ, მაშინ როდესაც უპრობლემოდ მეგობრობთ ლათინებთან, პროტესტანტებთან, იუდეველებთან და თვით მაჰმადიანებთანაც კი...

ნამდვილად არ არის ასე. მე მომეჩვენა, რომ თქვენს პოსტებში იგრძნობოდა, რომ ჩახვდით რა იმ ,,ჭეშმარიტებას", რომ თურმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცდენილია ღმრთის გზას, ცდილობთ ჩვენ შეცდომილნი დაგვაბრუნოთ ჭეშმარიტებაში. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ქედმაღლობაა (ღმრთის გმობაზე რომ არაფერი ვთქვა).

ადამიანური პატივისცემა თქვენი ეკლესიის მიმართ, ბუნებრივია, მაქვს. მინდა გითხრათ, რომ ბევრად მეტი, ვიდრე მუსლიმების თუ იუდეველების მიმართ. მაგრამ ადამიანური პატივისცემა ერთია და სწავლების გაზიარება - მეორე. ქრისტიანს კი ღმრთის მორჩილება უფრო ჰმართებს, ვიდრე კაცთა.

ციტატა
როდესაც ვინმე კანონისტობას იბრალებს, ელემენტარულად მოეთხოვება საეკლესიო კანონების ცოდნა, თუ იცის, მაშინ უნდა შეეძლოს მათი საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული გააზრება. მაგალითად, თუ კანონისტმა (თქვენზე არ არის ლაპარაკი) იცის, რომ არსებობს საეკლესიო კანონები, რომლებიც მკაცრად კრძალავენ და მძიმე ეპითიმიებით სჯიან მწვალებლებთან და ებრაელებთან ერთად მლოცველებს; კრძალავენ მათგან კურთხევის მიღებას და მეგობრობასაც კი, უნდა შეეძლოს ამგვარი დადგენილების შინაარსსა და მიმართულებაში წვდომა. აი, რას ვგულისხმობდით ჩვენ, როცა ვამბობდით, რომ ებრაული ტაძრის ნანგრევებთან მლოცველი კაცი არ შეიძლება იყოს ორთოდოქსი, მართლმადიდებლური აზროვნების მქონე. მისი ცხოვრების წესი (თუნდაც ებრაელთა სალოცავებთან და მწვალებლებთან დამოკიდებულებაში) არამართლმადიდებლური და არაკანონიკურია. ამიტომ, გითხარით ის, რაც გითხარით და ამოშალეთ ჩემი წინა პოსტიდან.

მოდით, თქვენც რეალურად შეხედეთ. კანონისტობას თქვენ იბრალებთ, რადგან სპეციალისტი არ ხართ და მოყვარულის დონეზე (თუნდაც კარგ დონეზე) საუბრობთ კანონიკურ სამართალზე (თუ ეს ასე არ არის, მაშინ შემისწორეთ). მე კიდევ (ნამდვილად არ მინდოდა საკუთარ თავზე საუბარი, ეს რომ მნდომოდა, კარგა ხნით ადრე გეტყოდით) კანონიკური სამართლის სპეციალისტი გახლავართ, ქართულ ენაზე საეკლესიო სამართლის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი და რამდენიმე თვეში (თუ ინება კაცთმოყვარე უფალმა) - კანონიკური სამართლის დოქტორი. ამიტომ, მე ნამდვილად არ ვიბრალებ არაფერს, ხოლო აი, თქვენ თუ გვიბრძანებთ, რა კავშირი გაქვთ საეკლესიო სამართალთან, გარდა იმისა, რომ ქრისტიანი ხართ და, ცხადია, ამ სამართლის სუბიექტიც ბრძანდებით, დიდად დამავალებთ.

რაც შეეხება იუდეურ ტაძართან ლოცვას. სულიწმიდა ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ მე ლოცვა იმიტომ ვთქვი, რომ მგონია, უფალი მხოლოდ იერუსალიმში იდიდება (როგორც ცოტა ხნის წინ დამაბრალეთ), მაშინ, ნება მომეცით, თქვენს ლოგიკაში ცოტათი მაინც ეჭვი შევიტანო. რაც შეეხება იუდეველებთან თანალოცვას, იმედი მაქვს, ეს ხუმრობით თქვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, მაჩვენოთ, რომელი იუდეური ლოცვა ითვალისწინებს პირჯვრის გადაწერას. ისე კი, საზოგადოდ, რაც მე განსაცდელი მქონდა ქრისტიანული ლოცვის გამო იმ ადგილას, მაგას არ გირჩევთ არც თქვენ და არც არავის. კაცმა არ იცის, ვინ რას როგორ გაუძლებს (ღმერთმა ყველას მოგვცეს ძალა, უშიშრად დავამოწმოთ ჩვენი რწმენა). მე მხოლოდ სიხარული მავსებს, რომ ვიხსენებ, რომ წმ. სამების სადიდებელი ლოცვა, იმ კედლებთან, ვინც ,,იხილა" განკაცებული ღმერთი - ჭეშმარიტი მესია, წარმოვთქვი კაცობრივად მის მშობლიურ - ებრაულ ენაზე.

ციტატა
ასე, რომ თუ საკითხთადმი ჩვენს მიდგომას გულისხმობდით, ჩვენ არავითარი შეცდომა არ დაგვიშვია

გასაგებია. არ აღიარებთ, რომ არ იცოდით.

ციტატა
ისე გამომიყვანეთ ახლა, რომ ხელში წითელი და ყვითელი ფანქრები მიჭირავს და ნაწერების გაფერადების მეტი სხვა საქმე არ მაქვს და უმიზნოდ ვაფერადებ... ასეთი შემოპასუხებების პასუხი არ მიყვარს... აქ ან გული უნდა გატკინოთ, ან კიდევ დავეთანხმო იმას, რაც არასწორია... მირჩევნია გავჩუმდე... არ მინდა გული გატკინოთ...

ისევ გეწყინათ. მე კი მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ კარგი იქნებოდა, ნაწერების გაწითლებას, ისეთ მნიშვნელოვან რამეზე მიგექციათ ყურადღება, როგორიც არის კანონის რიგითი ნომერი და თან, ორჯერ არ შეგშლოდათ. თქვენს სასარგებლოდ ვამბობ, თორემ მე რომ არ აღმენიშნა, ვინმე ადგებოდა, ნახავდა თქვენს დაკოპირებულ ერთსა და იმავე კანონს სხვადასხვა მინიშნებით, მერე ჩემსას - სწორად და, მგონი ხვდებით, რა დასკვნასაც გამოიტანდა. მე სარკე მოგიტანეთ და სარკეს რატომ უჯავრდებით? რაც ნაკლია, იმის გამოსწორებაზე უნდა იფიქროთ და უნდა ვიფიქროთ.

ციტატა
უკაცრავად...! ასე "დოგმატიკურად" ნუ მიუდგებით ჩემს ნათქვამს.

კი, ბატონო. მაგრამ თქვენ ცოტა ხნის წინ ის იწყენით, რას ჰქვია ვიღაცამ თქვენი ეკლესიის რუსული სახელწოდებით მოგმართათ (,,სტაროვერი" არ ვარო. არადა, სწორედ რომ სტაროვერი ხართ და თქვენი მეტსახელიც ამას მიანიშნებს, ჩემი ბულბულ-ოღლობისაგან განსხვავებით).

ციტატა
გმადლობთ. სიმართლე გითხრათ ამაზე სერიოზულად არ დავფიქრებულვარ. თუმცა რჯულისკანონიც გამართლებული მგონია. თუ თქვენ ფილოლოგი ბრძანდებით, თქვენს შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ.

აჰა. ეტყობა მართლა გგონიათ, რომ კანონისტობას ვიბრალებ. smile.gif ფილოლოგი არ ვარ.
რჯულისკანონიც გამოიყენებოდა ქართულში და რჩულისკანონიც (შდრ. მერჩულე), მაგრამ სწორი ფორმაა სჯულისკანონი.

ციტატა
პირველი, ჩვენ სექტა არ ვართ, და სექტის მაგალითზე არ უნდა გველაპარაკოთ (თუ გინდათ ვიმსჯელოთ სექტის რაობაზე და იმაზე, არის თუ არა სექტა ძველმართლმადიდებლური ეკლესია. სხვათა შორის, თქვენი საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე პირდაპირ მითითებულია ჩვენზე რომ ეს "სექტა არ არის". კარგი იქნება თუ თქვენებს მაინც დაუჯერებთ ამ საკითხში).

რატომ ბრაზობთ? ვინ გითხრათ, რომ სექტა ხართ? მე გითხარით, რომ სექტებიც იმავე სახარებას ეფუძნებიან, რასაც ჩვენ. ამ შემთხვევაში იმის მინიშნება მინდოდა, რომ მართალია, იმავე წმინდა მამების ნაწერებს იზიარებთ უმეტესწილად, რასაც ჩვენ, მაგრამ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებთ და შესაბამისად, მოძღვრებაც სხვა გამოდის. მწყინს, რომ ასე ელემენტარულის ასეთი ,,დაღეჭვა" მიწევს.

ციტატა
აქ ორი ბრალდებაა გადმოცემული (1. საკუთარ ნებაზე "ვჭრით და ვკერავთ", ანუ განვმარტავთ წმ. წერილს და 2. ვართ განდგომილები ეკლესიისგან). როგორც კანონისტი, ალბათ უნდა გრძნობდეთ, რომ ამ შეხედულებებს დამტკიცება სჭირდება. სხვაგვარად, ჩვენც შეგვიძლია იგივე გითხრათ და რა, გაირკვევა რაიმე ამით?...

ციტატა
ეს დამატებით კიდევ ორი ბრალდება: 3) ვართ ეკლესიის გარეთ და 4) საკუთარ თავს უსაფუძვლოდ ვუწოდებთ ეკლესიას. აქაც თქვენი პოზიციის განმამტკიცებელი არგუმენტებია საჭირო... ან ჩვენი პოზიციის დასაბუთებული მხილება... ჯერ არც ერთი და არც მეორე, არავის უქნია...

გეტყობათ, რომ იურისტი არ ხართ, არც კანონისტი. ვინაიდან თქვენ არ ეკუთვნით იმ ეკლესიას, რომელიც უწყვეტად მოდის სამოციქულო ტრადიციით და მიიჩნევთ, რომ რეალურად, ჩვენ ვართ გარეთ მდგომნი და თქვენ - სამოციქულო ხაზის გამგრძელებლები - მტკიცების ტვირთი თქვენზეა, ბატონებო, და არა ჩვენზე. ეს თქვენ უნდა ახსნათ და დაასაბუთოთ, თუ როგორ აღმოჩნდით საქართველოს ტერიტორიაზე პარალელურ ეკლესიად (თუ ჭეშმარიტ ეკლესიად, როგორც თქვენ მიიჩნევთ), საიდან არის თქვენი ხელდასხმა, რამდენად არის უწყვეტობა შენარჩუნებული და ასე შემდეგ. ჩვენ ნამდვილად არ გვევალება მტკიცება. ჩვენი სამოციქულო უწყვეტი ჯაჭვი აღიარებული და დადასტურებულია.

1. თქვენ აკრიბიის წესით იცავთ ზოგიერთ ტრადიციულ საკითხს და მათ დამრღვევთ მიიჩნევთ ეკლესიის გარეთ აღმოჩენილად.
2. თქვენ არ ხართ ჩვენი ეკლესიის მრევლი. თუ სიტყვა ,,განდგომილი" გჭრით ყურს, გაგიმარტივებთ ტერმინს - ,,თქვენ ხართ მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ".
3. რა, არ ხართ ეკლესიის გარეთ? იმას, რომ მიიჩნევთ, თითქოს ჩვენ ვიყოთ გარეთ, ჯერ ერთი მტკიცება სჭირდება და მეორეც - ეს მაინც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკლესიის გარეთ ხართ?
4. მხოლოდ ის, რომ ეპისკოპოსი გყავთ, სულაც არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ხართ. ძალიან მარტივი კითხვა - რუსულ სტაროვერთა - სტაროობრიადეცთა ეკლესიის გარდა, ვისგან გაქვთ ევქარისტიული კავშირი? პასუხის მიხედვით იფიქრეთ, რამდენად შეიძლება ჭეშმარიტებას ფლობდეთ. აქ არ მინდა იმ პერსპექტივების მოხმობა, რომ დიალოგი იწარმოება ბერძენ განდგომილებთან. კაცმა არ იცის, დიალოგი როგორ დასრულდება. მე მაინტერესებს, დღეის - 30 აპრილის მდგომარეობით, ვისთან გაქვთ ევქარისტიული კავშირი.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 15 2011, 01:05 AM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



afxazi
ციტატა
ნათლობის საკითხზე მოვრჩეთ, უამრავი ითქვა და კიდევ შეიძლება ითქვას, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტების ისეთ გაუთვალისწინებლობას ავწყდები, რომ საუბარი მღლის.


კი ბატონო, მეც იგივეს ვიტყოდი. ასე, რომ ნათლობის საკითხებზე მოვრჩეთ.

ციტატა
ამასთან სულაც არ შედის ჩემს ინტერესებში ერთმანეთი სიტყვებით მოვშხამოთ.


ეს არც ჩემს ინტერესებში შედის!

ციტატა
გაარკვიეთ კანონისტთან რა გინდოდათ და მოვრჩეთ ამაზე საუბარს.


უფრო პირიქითაა, კანონისტს უნდოდა რაღაც ჩემთან (თუ ჩვენს ეკლესიასთან). ჰოდა, მაინტერესებდა, რა უნდოდა.


ციტატა
მე ამ საკითხზე იმიტომ წამოვიწყე საუბარი, რომ ითქვა უნდა გამოვაქვეყნოთ მიტრ. შიოს წერილი პატრიარქ ილია II მიმართ. რას უნდა ემსახურებოდეს ეს. მე არასოდეს ვიკადრებ ვიღაც სხვა ეკლესიის მეთაურზე კომპრომატები გამოვაქვეყნი,


აფხაზ, თუ ეს კომპრომატებია რატომ უნდა მოვუყრუოთ. პირიქით, ეს ერს აწუხებს, თქვენს მრევლშიც მრავალს აშფოთებს და ცუდი რა არის იმაში, პატრიარქს მოუწოდოთ მიხედოს იმ პრობლემებს მისი ქვეშევრდომები და რიგითი ერისკაცები რომ აყენებენ. ამაში ცუდი არაფერია. თავის დროზე, ჩვენ, ჩვენს იერარქს, ეპისკოპოს იონას წავუყენეთ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და საჯარო განხილვასაც არ მოვრიდებივართ (მაშინ ინტერნეტში არ ვიყავით, გამოვცემდით გაზეთს "მართლმადიდებელი").

ასე, რომ ამგვარ ღონისძიებებში სიმართლისათვის და ეკლესიური სიწმიდისათვის ბრძოლა უფრო იგულვება, ვიდრე რაღაც მერკანტილური მიზეზები.

ციტატა
მე არასოდეს ვიკადრებ ვიღაც სხვა ეკლესიის მეთაურზე კომპრომატები გამოვაქვეყნი, რად მინდა ეს, რას მარგებს.


როდესაც ლაპარაკია ორ ეკლესიას შორის საღვთისმეტყველო დაპირისპირებაზე, ლაპარაკია იმაზე, თუ რომელია აქედან წმიდა ეკლესია, განსახილველ საკითხთა სპექტრი ეკლესიის ცხოვრებასაც ეხება.

ლაპარაკობდნენ თუ არა წმიდა მამები სხვა ეკლესიათა იერარქებზე? რა თქმა უნდა, ლაპარაკობდნენ მათ იერარქებზეც, მათ სწავლებებზეც და მთელს მათ ცხოვრებაზეც. აქედან კი მართლმადიდებელი მორწმუნე არკვევდა თუ საით წასულიყო. მე მესმის თქვენი, მაგრამ თქვენც უნდა გაიგოთ ჩვენი. ის არჩევანი ჩვენ რომ გავაკეთეთ ჰაიჰარად არ გაგვიკეთებია. ყოველივე ამას დიდი განსჯა, ლოცვა და მარხვა უძღოდა წინ. ვსწავლობდით და ვსწავლობთ არა მარტო ლიტურგიკულ და დოგმატურ განსხვავებებს (თუ ასეთი არის), არამედ ეკლესიის ცხოვრებასაც, რათა საკუთარი თავიც დავარწმუნოთ და სხვებიც, რომ ვართ იქ, სადაც ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიაა. თქვენთან დავა ამ საკითხის გარკვევაში კიდევ უფრო გვეხმარება. თანაც ჩვენ საკუთარ დაკვირვებებს იმდენად არ ვაქვეყნებთ, რამდენადაც თვით თქვენი ეკლესიის წევრთა ნაშრომებს, რომლებიც ჩვენთვის მეტად საყურადღებოა.

ციტატა
აშ რატომ იქცევით ასე, რა გინდათ ილია II-სგან, გდევნით ის თქვენ?


გულწრფელად გეტყვით, ილია მეორისგან ჩვენ, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს არაფერი გვინდა, მაგრამ როდესაც გვეუბნებიან რატომ არ ვაღიარებთ ოფიციალურ ეკლესიას, რა უნდა ვუპასუხოთ? თუ არ მივუთითეთ იმ დარღვევებზე, რომელთა შესახებაც თვით ამ ეკლესიის წევრები ლაპარაკობენ; რომ არ აღვნიშნოთ ის განსხვავებანი, ამ ეკლესიის პრაქტიკას მამათა ძველი პრაქტიკიდან რომ განასხვავებს... სხვა მიზანი ჩვენ არ გვამოძრავებს.

ილია მეორეს კი, სრულიად გულწრფელად, სულის ცხოვნებას ვუსურვებთ. მართალია, ის ჩვენ არ გვდევნის, მაგრამ რა, უნდა გვდევნიდეს? მიუხედავად იმისა, რომ ზ. გამსახურდიას დროსაც, როცა გვდევნიდნენ თქვენი ეკლესიის პატრიარქი ისევ ილია მეორე იყო, მაგრამ მოდი ამაზე ამჯერად არ ვისაუბროთ... სხვათა შორის, როგორც გავარკვიე, თქვენი მიტროპოლიტი (ხარისხში თუ არ ვცდები) დიმიტრი შიოლაშვილი და რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ალექსანდრე (კალინინი) მეგობრები ყოფილან. ასე გავიგე, ერთად უსწავლიათ სასულიერო სასწავლებელში (ზუსტად არ ვიცი სემინარიაში თუ აკადემიაში).

ასე, რომ შეგვიძლია წარსული წყენა დავივიწყოთ და მომავალს უკეთესის იმედით შევხედოთ...

ციტატა
მეორეც საკითხი შესწავლილი არა გაქვთ და ასე სთავაზობთ ამ წერილს საზოგადოებას. არ არის ეს სწორი და კარგად ხვდებით ალბათ.


შესაძლოა. მაგრამ, ჩვენ წერილში მოტანილი განსჯისა და დასკვნების გარდა, ის ურთიერთობებიც გვაინტერესებს, თქვენს ეკლესიაში რომ სუფევს. რატომ უნდა დავუმალოთ ფართო საზოგადოებას ის, რაც ისედაც ცნობილია ამდენი ხანია. სხვათა შორის, თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს არის უსამართლო წერილი ილია მეორის მიმართ, მაშინ არ გეპატიებათ ამდენი ხნის დუმილი. ეს წერილი ოთხმოციან წლებშია დაწერილი და დღემდე მისთვის პასუხი არავის გაუცია.

თუ გახსოვთ ის ჯერ გაზეთ "საშუალო ფენაში" დაიბეჭდა (გამოდიოდა ასეთი გაზეთი ზ. გამსახურდიას დროს), შემდეგ სხვა გამოცემებმაც დასტამბეს იგი. საპატრაირქოს მხრიდან ჩვენ არავითარი რეაგირება ან პასუხი არ გვინახავს. საპატრიარქო ყოველთვის დუმს ასეთ საკითხებზე... ეს კი არანაკლებად დამაბრკოლებელია.

ჩვენი ეკლესიის მიმართ ოფიციალური ეკლესიის პოლიტიკა, რომელიც ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი სექტანტებად და რასკოლნიკებად გამოცხადებაში გამოიხატებოდა, იძულებულს გვხდიდა თავდაცვის ისეთი საშუალებები გამოგვეძებნა, რომელიც დაარწმუნებდა საზოგადოებას ჩვენს სიმართლეში. ამისთვის კი მივმართავდით პრინციპს, რომელიც ერთ ძველსლავურ ანდაზაშია კარგად გამოთქმული: "от враг свидетельство достоприятнейше суть".

ჩვენი გინება და ცილისწამება ახლაც გრძელდება საპატრიარქოს მხრიდან. ავიღოთ თუნდაც გვანცა კოპლატაძე, რომელიც შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან როგორმე გალანძღოს ძველმართლმადიდებლები... (ამის შესახებ იხილეთ: http://www.oldorthodox.ge/apl_pasuxi_gvanc...platadzes.html).

ამდენად რომ მთლად ისე მარტივადაც არ არის საქმე თქვენ რომ წარმოგიდგენიათ. მოდი, ყველაფერს ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ.


afxazi
ციტატა
ოღონდ იქამდე ერთ კითხვაზე მიპასუხეთ (ძალიან მაინეტრესებს). თუკი ადამიანი მოინათლება სამგზის წყალში სრულად შტაფვლით, ოღონდ არა იმ შინაარსით, რომ ეს მოვლენა მაცხოვართან ერთად თანადასაფლავებას გამოსახავს, არამედ სხვა რამეს, მისაღებია თუ არა ამგვარი ნათლობა?


იმედია "oldorthodox"-ი არ მიწყენს და არც შენი იქნები წინააღმდეგი ამ შეკითხვაზე მე თუ გიპასუხებ. წმიდა მამებმა ბევრი იმსჯელეს მწვალებელთა ეკლესიაში მიღების შესახებ და თავიანთი რწმენა საეკლესიო დადგენილებებში გამოხატეს. ზოგადად ვიტყვი: თუ საეკლესიო საიდუმლო სრულდება ისე, რომ ის არაფრით განსხვავდება მართლმადიდებლური საიდუმლოსგან, ეკლესიასთან შემოერთების დროს მას არ იმეორებენ. ამდენად, თვით მწალებლის მრწამსი ხელს ვერ შეუშლის ნათლობის აღიარებას (უფრო დატოვებას) ეკლესიაში გადმოსვლის შემთხვევაში.

ავიღოთ, მაგალითად, არიანელები. წმ. ათანასე დიდის ცნობით, წმ. ანტონი დიდმა "დაგმო არიანული ერესი და ბრძანა, რომ არიანელობა არის ყველაზე უკანასკნელი (ცხადია, სიბილწის მიხედვით - ძვმ.) მწვალებლობა" (Св. Афанасй Вели кий. Творения, ч. III, изд. Москва 1853 г., стр. 264). იმავე წმ. მამის (ათანასეს), მოწმობით, "არიანელობა არის ყველაზე უარესი მწვალებლობა და დემონური ერესი" (იქვე. ნაწილი I, მოსკოვი. 1851 წ., გვ. 317).

და აი, ამ წმ. მამამ, რომელმაც ასეთი მკაცრი შეფასება მისცა არიანელობას, "უპირველესად იმაზე იზრუნა, რათა აღდგენილიყო მართლმადიდებლობა და, საზეიმოდ დაამტკიცა რა მართლმადიდებლური სწავლება, დაადგინა, მართლმადიდებლობისკენ მოქცეული არიანელები შეწყნარებულ ყოფილიყვნენ იმავე ხარისხებში, რომელიც მართლმადიდებლობისკენ მოქცევამდე ჰქონდათ" (Евграф Смирнов. История христиансой церкви. изд. 7 1901 г. § 9; стр. 241 об.).

ამდენად, რადგან არიანელთა ნათლობა (სამგზისი შთაფლვით) არაფრით განსხვავდებოდა მართლმადიდებლურისგან, მიუხედავად არიანელთა განსხვავებული რწმენისა, მიიღებოდა მართლმადიდებლობისკენ მათი გადმოსვლის შემთხვევაში.

წმ. ანატოლი (IV მსოფლიო კრების თავმჯდომარე), წმ. ტარასი კონსტანტინოპოლელის (VII მსოფლ. კრებ. თავმჯდომარე) თქმით, "ხელდასხმულ იყო ევტიქის თანდასწრებით უკეთურ დიოსკორეს მიერ" (მსოფლიო კრებათა საქმენი. VII მსოფლ. კრების საქმენი. ყაზანი. ტ. VII გვ. 113 (სხვა გამოცემით, გვ. 58)).

იგივე წმ. ტარასის თქმით: ""... მეექვსე წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე შეკრებილთაგან ბევრნი ხელდასხმულნი იყვნენ მონოთელიტური მწვალებლობის მასწავლებელთა: სერგის, პიროსის, პავლესა და პეტრეს მიერ, რამეთუ ისინი კონსტანტინოპოლის კათედრას ერთი მეორის მიყოლებით ფლობდნენ" (მსოფლიო კრებათა საქმენი. ყაზანი. 1873 წ. ტ. 7-ე, გვ. 19. 1891 წ. გამოცემის მიხედვით გვ. 60).

მაგალითების დამოწმება შორს წაგვიყვანს. მე მხოლოდ იმას, ვიტყვი, რომ ზემოთხსენებულ მწვალებლობები მართლმადიდებლობისგან ძირითად (ტრიადოლოგიურ და ქრისტოლოგიურ) დოგმატებში განსხვავდებოდა, მაგრამ მათში ნათლობა აღესრულებოდა სამგზისი შთაფლვით.

როგორ ფიქრობთ, როდესაც ისინი სამგზის შთაფლავდნენ მოსანათლს, და ამბობდნენ ფორმულას: ინათლება მონა ღვთისა (სახელი), სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა", ამ აღმსარებლობაში აქსოვდნენ თუ არა თავიანთ მწვალებლურ შეხედულებებს? და თუ აქსოვდნენ, ცხადია შინაგანი დამოკიდებულება სხვაგვარი ჰქონდათ.

მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესია მათ ნათლობას არ იმეორებდა, რადგან წმიდა მამები ნათლობის ფორმულასა და საიდუმლოს გარეგან ფორმას არ სცილდებოდნენ და მწვალებლის ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში არ გადანათლავდნენ.

თანაც, მწვალებლის შეხედულებას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუკი თვით ნათლობის ფორუმლა და საიდუმლოს ფორმა სწორად იყო აღსრულებული. ხოლო თუ ნათლობა არ აღესრულებოდა წმ. სამების სახელზე, ან არა სამჯერადი შთაფლვით (იხ. მოციქულთა 50-ე კანონი), მაშინ მართლმადიდებლები მათკენ გადმოსულებს თავიდან ნათლავდნენ.

ამდენად, მიუხედავად მწვალებლური შინაარსისა (ანუ თუ რა აზრს დებდნენ მწვალებლები "მამის, ძის და სულიწმიის" აღსარებაში, რომლის სახელითაც ნათლავდნენ), მათ მიერ სამების თითოეულ პირთა მოწოდებით აღსრულებული ნათლობა სამგზისი დაფლვით მიიღებოდა და მას არ იმეორებდნენ.

ამდენად, შენს შეკითხვაზე, ასეთი პასუხი შეიძლება გაიცეს: ნათლობა მიიღება თუკი მწვალებელი არ დაარღვევს ნათლობის ფორუმლას და ნათლობის გარეგან, კანონიკურ ფორმას. ეს ორი მომენტი, მიუხედავად იმისა, როგორ შინაარსს დებს მასში მწვალებელი, მართლმადიდებლობაში გადმოსვლის შემთხვაში არ მეორდება. ხოლო თუ ის ვინმეს მონათლავს სამი მამის, ან სამი ძის, ან სამი სულიწმიდის, ან კიდევ ვინეს სახელზე, რომლის სახელით ნათლობაც ჩვენთვის მოცემული არ არის, ან აღასრულებს ნათლობას არა სამგზისი დაფლვით (ვთქვათ ერთგზისი შთაფლვით), ნათლობა არ მიიღება და თავიდან შესრულდება.


კანონისტი
ციტატა
რას გეტყვი იცი, ჩემო კარგო? მე უამრავი საქმე მაქვს, როგორც საერო, ისე სასულიერო და ვცდილობ ჩემ საქმეს კეთილად ვემსახურო.


კარგი, გენაცვალე. ხელს ვინ გიშლის. ღმერთმა კეთილად გამსახუროს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩი?

ციტატა
შეგიძლია ჩემ პროფილში შეამოწმო, რომ ზოგჯერ დღეები გადის აქ წამითაც ვერ შემოვიხედავ ხოლმე.


დიახ, ვიცი.

ციტატა
ენ თუ გგონია იმის სურვილი მაქვს, რომ რამდენიმე გზააბნეულ თვითგამოცხადებულ მართლმადიდებლებს ყოველ წინადადებაზე გდიოთ და გისწოროთ, ძალიან ცდები.


ამისთანა ფრაზებს რომ ისვრი იმიტომაც არის პასუხს რომ გთხოვ ხოლმე. არ გამცემ შენვე ზარალდები, რადგან კაცს თავის სიტყვაზე პასუხისგება უნდა შეეძლოს. თუ თვითგამოცხადებული ვარ დამიმტკიცეთ! თუ არა და, გეყოთ ვაჟკაცობა და ბოდიში მოიხადეთ!

ციტატა
როცა მაქვს დრო, კი ხედავ, თქვენი მხრიდან ქედმაღლობის მიუხედავად, არ მეზარება პასუხის დაწერა.


ჩემი "ქედმაღლობა" თქვენი გამოხდომებით არის გამოწვეული. ისე,გარწმუნებთ, სულაც არ ვარ ქედმაღალი...

ციტატა
სწავლების დამატება არ არის, ვინც სამების სახელით ინათლებიან შთაფვლის გარეშე, მოუნათლავად რომ აცხადებთ?


და ეს ჩემი სწავლებაა?! ან ძველმართლმადიდებელთა სწავლებაა?! ასე არ ასწავლიან წმინდანები, ასევე თქვენი ეკლესიის თვალსაჩინო მღვდლები და მღვდელმთავრები?!

ან თუკი ის, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ სწავლების "დამატებაა", მაშინ ჩვენ არ გვაქვს უფლება სწავლების "მოკლებად" შევრაცხოთ ის, რასაც წმიდა მამათაგან არავინ გვასწავლის? (თქვენს მიერ მოწონებულ წყალპკურებას ვგულისხმობ). მაშ, ჩვენ რატომღა ვართ "თვითმარქვიები"?


ციტატა
პირჯვრის გადაწერაზე რომ ზღაპრებს იგონებთ და არსენ იყალთოელის ნაწერს საკუთარ ჭკუაზე რომ ჭრით, ეგ რა არის?


მე თქვენ გთხოვეთ ჩვენს მიერ გამოგონილი ერთი "ზღაპარი" მაინც დამისახელეთ თქო პირჯვრისწერაზე და არ მისახელებთ. არსენ იყალთოელის ნაწერს კი საკუთარ ჭკუაზე რატომ ვჭრი ესეც არ ვიცი. რა არის აქ "საკუთარ ჭკუაზე" გამოჭრილი?

მის მიერ მოტანილ ანათემატიზმაში, რადგან სხვა სახის პირჯვრისწერის წესებს ვერ ხედავთ (მაგ. სამ თითს, ან ერთ თითს), ფიქრობთ, რომ ისინი ნებადართულია, ჩვენ კი როცა გვესმის: ვინც ასე და ასე არ გადაიწერს პირჯვარს, იმას ანათემაო და ამ გადაწერაში მხოლოდ ერთ ფორმას დაასახელებს (ორ თითს), - სხვა ფორმათა აღიარების შესაძლებლობას ვერ ვხედავთ. ეს არის "საკუთარ ჭკუაზე გამოჭრილი" განმარტება?

ვაღიარებ იმას რასაც ვხედავ კანონში, და უარვყოფ იმას, რაც მასში არ მოიპოვება, თქვენ კი პირიქით, იმასაც კი უარყოფთ (ყოველ შემთხვევაში აქამომდე უარყოფდით) რაზეც ანათემაა გამოთქმული და იმას აღიარებთ რაც კანონში ნახსენებიც კი არ არის?

და ამის შემდეგ, თურმე ჩვენ ვიძლევით "საკუთარ ჭკუაზე გამოჭრილ განმარტებას".

სასაცილოა პირდაპირ!

ციტატა
კარგი რა, სინდისიც კაი საქონელიაო, გამიგია...


და ამას თქვენ უნდა გვეუბნებოდეთ?!...

afxazi
ციტატა
ე ამას ვამბობ მეც. ესენი აქ იმიტომ კი არ შემოდიან, რომ ისაუბრონ, არამედ იმიტომ, რომ "გზასაცდენილი სამწყსო" მოაქციონ. მინდა მე ეხლა ამისთანა მსწავლებლები?


და ვინ გაძალებს ძმაო აფხაზ? ყველანი ერთმანეთს არ უნდა ვასწავლიდეთ? განა ეს არ არის ნამდვილი ქრისტეანის უმთავრესი მიზანი? თუმცა, მაინც არ ხართ მართალი, როცა ამბობთ, რომ ჩვენ აქ თქვენი ჭკუის სასწავლებლად შემოვედით, არა! ჩვენ აქ ჩვენი ღისრების და სარწმუნოების დასაცავად შემოვედით, რადგან საკმაოდ აბუჩად გვიგდებდით და სექტანტებადაც გვიხსენიებდით.

ამან გვაიძულა აქ შემოსვლა და თქვენთან პაექრობა. ამან წაგვაქეზა იმისკენ, გვეჩვენებინა ვისთან გაქვთ საქმე - მართლმადიდებელ ქრისტეანებთან თუ ვიღაც სექტანტებთან, რომლებიც "საკუთარ ჭკუაზე გამოჭრილ განმარტებებს" გთავაზობენ.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   ძველმოწესეთა ეკლესია   Apr 30 2011, 07:38 PM
Lidl   გამარჯობათ. წინა პ...   Apr 30 2011, 09:30 PM
კანონისტი   Lidl პლიუს, შენს კითხვ...   May 1 2011, 12:53 AM
Lidl   და კიდევ: მათ ასევე ...   May 1 2011, 01:08 AM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ჩვენს ...   May 1 2011, 02:29 PM
dzvelmartlmadidebeli   Lidl რატომ არ შეიძლე...   May 1 2011, 03:06 PM
Lidl   ვფიქრობ, აქ უფრო მე...   May 1 2011, 04:16 PM
dzvelmartlmadidebeli   Lidl სწორედ ამიტომაც...   May 1 2011, 08:08 PM
Lidl   Lidl სწორედ ამიტომაც ...   May 1 2011, 08:38 PM
dzvelmartlmadidebeli   Lidl ეს თქვენთვის არ...   May 2 2011, 01:04 PM
dzvelmartlmadidebeli   დამატების სახით მი...   May 2 2011, 04:11 PM
dzvelmartlmadidebeli   ფ. ე. მელნიკოვი [color=#FF...   May 2 2011, 04:29 PM
Lidl   ჩვენთვის გასაგები...   May 2 2011, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli   Lidl ბ-ნო Lidl, თქვენი ეს ...   May 2 2011, 10:01 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli იმედი მაქვ...   May 10 2011, 12:28 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი თქვენ ა...   May 10 2011, 08:06 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli შენი ოფიცი...   May 10 2011, 08:54 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi თქვენ ჩემი არც ...   May 11 2011, 01:40 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli ძალიან ვწუ...   May 13 2011, 12:59 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი რა ზომე...   May 13 2011, 09:36 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli მოწამეობი...   May 19 2011, 12:37 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი კი, მინდ...   May 19 2011, 05:57 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli სანამ სხვა ...   May 19 2011, 06:13 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ეგ ჩვენ ...   May 20 2011, 01:50 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli სიცილ-ხარხ...   Jun 24 2011, 10:57 AM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი სამწუხ...   Jun 27 2011, 12:50 PM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli რას გვეტყვ...   Jun 27 2011, 08:06 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M ჯერ ერთი, წინამდ...   Jun 30 2011, 09:23 AM
GIORGI LELUASHVILI   პავლე მოციქული ამბ...   Jun 30 2011, 02:24 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI სხვისგან გ...   Jun 30 2011, 04:03 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI სხვისგან გ...   Jun 30 2011, 04:43 PM
კანონისტი   GIORGI LELUASHVILI აზრი არ აქვ...   Jun 30 2011, 05:08 PM
GIORGI LELUASHVILI   კანონისტი ;)   Jun 30 2011, 05:16 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI რა არის ძამ...   Jun 30 2011, 05:53 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ხორციელად...   Jun 30 2011, 07:54 PM
A.V.M   რადგან ჩემმა კითხვ...   Jun 30 2011, 08:01 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ვისთვი...   Jul 1 2011, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli   რა მნიშვნელობა აქ...   Jul 1 2011, 11:10 AM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ფაქტები რო...   Jul 1 2011, 11:56 AM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ეგრე იყოს...   Jul 1 2011, 01:05 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli აბა ეხლა თ...   Jul 1 2011, 10:26 PM
damiane80   ახლახანს საიდან უნ...   Jul 7 2011, 06:01 PM
A.V.M   GIORGI LELUASHVILI თუ ვინმეს ა...   Jul 2 2011, 12:26 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli მიკვირს, რა...   Jul 4 2011, 10:58 AM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ნამდვილად ...   Jul 5 2011, 12:43 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი პოლემი...   Jul 5 2011, 12:56 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ჰოდა მშვენ...   Jul 5 2011, 12:59 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli როგორც ყოვ...   Jul 5 2011, 12:59 PM
GIORGI LELUASHVILI   მე მაქამდე რაღაც გ...   Jul 5 2011, 01:05 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ეგ საკითხა...   Jul 5 2011, 02:58 PM
GIORGI LELUASHVILI   თქვენც ასევე:)   Jul 5 2011, 03:49 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli არ დავმალ...   Jul 5 2011, 04:15 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi სრულიად უსამარ...   Jul 6 2011, 04:39 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ღმერთმა ხე...   Jul 6 2011, 04:42 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli ძველმართლ...   Jul 6 2011, 04:50 PM
GIORGI LELUASHVILI   :D :D   Jul 6 2011, 04:51 PM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli უაზრო კამა...   Jul 7 2011, 11:34 PM
GIORGI LELUASHVILI   damiane80 საკმაოდ აქვთ მ...   Jul 8 2011, 01:43 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M GIORGI LELUASHVILI სანამ ა...   Jul 9 2011, 11:44 AM
afxazi   :lol: :lol: :lol: :lol: მომიტე...   Jul 9 2011, 11:51 AM
dzvelmartlmadidebeli   ახლა კი, ბატონებო, თ...   Jul 9 2011, 11:54 AM
afxazi   dzvelmartlmadidebeli გაქრი შენ ...   Jul 9 2011, 11:56 AM
dzvelmartlmadidebeli   afxazi არა უშავს, საწყ...   Jul 9 2011, 12:04 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli თქვენ ამბ...   Jul 9 2011, 12:07 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi მე ვერ ვგებულობ...   Jul 9 2011, 12:17 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli ეს გაბაშვ...   Jul 9 2011, 12:20 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi თავს ნუ კატუნებ...   Jul 9 2011, 12:26 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli თუნდაც, მა...   Jul 9 2011, 12:33 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi არ დაიღალე?:D   Jul 9 2011, 01:37 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI აუჰ! ფრთხ...   Jul 9 2011, 02:36 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli შენ არ იდა...   Jul 9 2011, 04:05 PM
Oldorthodox   afxazi dzvelmartlmadidebel-ს თქვენი...   Jul 10 2011, 11:28 PM
afxazi   Oldorthodox რატომ შურდათ ...   Jul 11 2011, 09:44 AM
dzvelmartlmadidebeli   afxazi საკმაოდ შეუფერ...   Jul 11 2011, 11:27 AM
afxazi   dzvelmartlmadidebeli ნათლობის ს...   Jul 11 2011, 12:23 PM
Oldorthodox   მაცხოვარი ჭეშმარი...   Jul 11 2011, 01:49 PM
afxazi   Oldorthodox :D :D :D რაღა გე...   Jul 11 2011, 01:52 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli რას გეტყვი...   Jul 11 2011, 02:16 PM
afxazi   კანონისტი ე ამას ...   Jul 11 2011, 02:19 PM
Oldorthodox   afxazi კანონისტი თუ არ ...   Jul 11 2011, 04:11 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi კი ბატონო, მეც ი...   Jul 15 2011, 01:05 AM
damiane80   ჩვენს ბიბლიოთეკა...   Jul 17 2011, 10:28 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ედიშერ ჭელიძი...   Jul 17 2011, 11:28 PM
damiane80   გასაკვირი სწორედ ...   Jul 19 2011, 08:56 AM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 მინდა გითხრათ ...   Jul 19 2011, 10:00 AM
damiane80   მეც:) და ეს ობიექტუ...   Jul 20 2011, 12:17 AM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ეს თქვენი სუბი...   Jul 20 2011, 02:01 PM
Oldorthodox   dzvelmartlmadidebeli ამ ფორუმზე...   Jul 22 2011, 01:21 AM
damiane80   :D:D:D მაგარო ფრაზაა, ...   Jul 22 2011, 08:14 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 რატომ მეჩხირკ...   Jul 22 2011, 09:33 PM
damiane80   რომ ვპოულობ, მაგიტ...   Jul 22 2011, 11:50 PM
Oldorthodox   damiane80 რა სტატუსი? :D 14 ს...   Jul 23 2011, 01:30 AM
dzvelmartlmadidebeli   Oldorthodox მე და შენ უნდა ...   Jul 23 2011, 11:46 AM
Oldorthodox   dzvelmartlmadidebeli იმ დღეს მო...   Jul 23 2011, 12:29 PM
dzvelmartlmadidebeli   Oldorthodox კეთილი, Oldorthodox, მ...   Jul 23 2011, 01:24 PM
Oldorthodox   dzvelmartlmadidebeli რა თქმა უნ...   Jul 23 2011, 06:54 PM
A.V.M   საერთოდ ძალიან მაი...   Dec 24 2011, 10:03 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M ჩემო კარგო A.V.M, ამ...   Dec 25 2011, 07:47 PM
A.V.M   უპირველესად ვიტყვ...   Dec 25 2011, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M ნამდვილად, ჩვენ...   Dec 25 2011, 09:26 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 04:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი