დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
sandro40 |
Jul 11 2011, 08:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
მამა ბართლომემ დეპუტატები დაწყევლა
მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვინც კანონს რელიგიური უმცირესობის სტატუსის შესახებ ხმა მისცა დაწყევლა. სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ. “ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე. http://www.epn.ge/?p=72116 რომელი ნორმებით რეგულირედება ასეთი ქმედება? საეკლესიოა სამართლით? ყოფილა ანალოგიური რამ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი რამ მიღებული იყოს საეკლესიაო პრაქტიკაში და გთხოვთ იქნებ ხელგეწიფებოდეთ გადაამოწმოთ ან ინფ. სიზუსტე, ასეთი ინფოებით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 15 2011, 10:57 AM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა დიდი ამბავი, ძმაო, თუ არ მოგეწონა სასულიერო პირის შეჩვენება(დაწყევლა) წაიკითხე ერთი სჯულისკანონი და მაშინ გახსენი სათითაოდ წმინდა მამებზე თემები-ამან ასე დაწყევლა, იმან ისეო. მე არ ვიცი მამა ბართლომემ მართლა შეაჩვენა თუ არა დეპუტატები, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ სასულიერო პირს ქრისტესაგან აქვს მინიჭებული უფლება შეჩვენებისა(დაწყევლისა), ამიტომ ეს არაა გასაკვირი. მიმღებმა უნდა მიიღოს. ძალიან მიკვირს თქვენი ქრისტეანული პოზიცია. ჯერ ერთი, დიდი რჯულისკანონი თქვენც რომ წაგეკითხათ ურიგო არ იქნებოდა, რადგან წმიდა მამები თუ ვინმეს წყევლიდნენ (ანათემას გადასცემდნენ), მხოლოდ სარწმუნოებრივი ცდომილებების გამო. ისე, კარგი იქნება თუ გადახედავთ ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის თხზულებას "Просветитель". ერთ ერთი თავი მთლიანად ეძღვნება მწვალებელთა წყევლის საკითხს და იმასაც, რომ უსამართლო წყევლას (მწვალებლებიც ხომ იწყევლებიან) ღმერთი არ შეკრავს და მეტიც, უკან დაუბრუნდება მის გამომთქმელს. სამართლიანი ანათემირება კი საკითხის კანონიკური და დოგმატური განხილვის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული, რამაც კონკრეტული, საანათემო ქმედების მწვალებლური არსი უნდა წარმოაჩინოს. ქრისტეანობას მრავალი დევნა, შევიწროება და სისასტიკე განუცდია წარმართთა, იუდეველთა და მწვალებელთაგან, მაგრამ ამის გამო არავინ დაუწყევლიათ. სამი საუკუნე დევნიდა ნიკონ პატრიარქის მომხრე სამღვდელოება ძველმორწმუნეებს (ანათემებიც კი გამოითქვა მათ წინააღმდეგ), მაგრამ ძველმორწმუნეებს საპასუხო ანათემები ამის გამო არასოდეს გამოუთქვამთ. აქ კი რას ვხედავთ, პარლამენტს და მის წევრებს წყევლიან არასარწმუნოებრივი საკითხები გამო. ეს არასწორია. თქვენ კი, ბ-ნო ლელუაშვილო, მოგიწოდებთ, წმიდა მამები ბლომად იკითხოთ და საკუთარი "სიბრძნე" ნაკლებად აფრქვიოთ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 05:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი