დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
sandro40 |
Jul 11 2011, 08:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
მამა ბართლომემ დეპუტატები დაწყევლა
მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვინც კანონს რელიგიური უმცირესობის სტატუსის შესახებ ხმა მისცა დაწყევლა. სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ. “ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე. http://www.epn.ge/?p=72116 რომელი ნორმებით რეგულირედება ასეთი ქმედება? საეკლესიოა სამართლით? ყოფილა ანალოგიური რამ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი რამ მიღებული იყოს საეკლესიაო პრაქტიკაში და გთხოვთ იქნებ ხელგეწიფებოდეთ გადაამოწმოთ ან ინფ. სიზუსტე, ასეთი ინფოებით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია |
George Leluashvili |
Jul 15 2011, 02:04 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
15.წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
16.წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 17.წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 18.წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 19.წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 20.წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ! 21.წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 22.წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 23.წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 24.წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 25.წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ! 26.წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ! (IIრჯ.თავი 27) -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 02:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი