დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
sandro40 |
Jul 11 2011, 08:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
მამა ბართლომემ დეპუტატები დაწყევლა
მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვინც კანონს რელიგიური უმცირესობის სტატუსის შესახებ ხმა მისცა დაწყევლა. სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ. “ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე. http://www.epn.ge/?p=72116 რომელი ნორმებით რეგულირედება ასეთი ქმედება? საეკლესიოა სამართლით? ყოფილა ანალოგიური რამ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი რამ მიღებული იყოს საეკლესიაო პრაქტიკაში და გთხოვთ იქნებ ხელგეწიფებოდეთ გადაამოწმოთ ან ინფ. სიზუსტე, ასეთი ინფოებით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია |
George Leluashvili |
Jul 15 2011, 04:17 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ქევანა
ციტატა როდინდელს ჰყვები შენა? ჩვენ პატივს ვცემთ ძველ აღთქმას, მაგრამ ძველი აღთქმის ადამიანი მოკვდა და ეხლა ცოცხლობს ახალი აღთქმის ადამიანი... მერე ძველი აღთქმა კი არ გაუქმებულა. ქრისტე ამბობს რჯულის გასაუქმებლად კი არა აღსასრულებლად მოვედიო. ციტატა ქრისტეს არავინ დაუწყევლია კაი, ლეღვის ხე ხომ დაწყევლა?(მათე 21, 18-22) ქრისტეს მიერ ლეღვის ხის დაწყევლა არის ისტორიასა და დროზე ამაღლებული გაფრთხილება ყველა თაობისადმი, შეგონება იმისა, რომ ლეღვის ხის ადგილზე შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს.მას დასჯაც შეუძლია და შენი ნათქვამიდან კი ისე გამოდის, რომ თუკი ქრისტე ვინმეს დაწყევლის, ის სიყვარული აღარ იქნება. მერე ხომ ეტყვის მის მარცხენით მდგომთ:"წარვედით ჩემგან წყეულნო..." ციტატა მე ვარ ეგეთი.. მე ვფიქრობ რომ მართლმადიდებელისათვის დაწყევლა შეუფერებელია.. იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს სიყვარულია... გიყვარდეს მტერი შენიო, მე კი მართალია არასრულფასოვანი ვარ, მართალია ზოგჯერ მიჭირსეს , მაგრამ გაჭირვება არ მაძლევს უფლებას, ვუარყო რომ ქრისტემ მითხრა გიყვარდესო ხოდა შენც და შენნაირებსაც, გავკადნიერდები და გეტყვით:მაშინ იქნებ თქვენ უნდა გადაგეწყვიტათ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული კანონები, სადაც წმინდა მამები და მოციქულები პირდაპირ წყევლიან მწვალებლებს, კერპთაყვანისმცემლებს და ა.შ. იქნებ მათ "შეცდომებზე"მიუთითოთ? წაიკითხეთ სჯულისკანონი, ეგ ხო მაინც ახალ აღთქმაში ხდება,თუ ძველის არ გჯერათ. წყევლა ის კი არ არის:"შენ მოუკვდი დედაშენს", "შენ ჩაგდე კუბოში", "შენ არ გაიხარე"და აღარ გავაგრძელებ. ეს ძალიან ვრცელი თემაა და გაეცანით. და ქრისტიანობა რომ სიყვარულია, ეგ არ ნიშნავს, რომ ზნეობასა და ურჯულოების გაბატონებაზე თვალები დახუჭო და გზა გაუხსნა. თუ საჭიროა უნდა ამხილო და უნდა შეაჩვენო კიდეც, რომ იქნებ ამით მაინც გონზე მოვიდნენ და შეინანონ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 07:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი