![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sandro40 |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 ![]() |
მამა ბართლომემ დეპუტატები დაწყევლა
მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვინც კანონს რელიგიური უმცირესობის სტატუსის შესახებ ხმა მისცა დაწყევლა. სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ. “ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე. http://www.epn.ge/?p=72116 რომელი ნორმებით რეგულირედება ასეთი ქმედება? საეკლესიოა სამართლით? ყოფილა ანალოგიური რამ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი რამ მიღებული იყოს საეკლესიაო პრაქტიკაში და გთხოვთ იქნებ ხელგეწიფებოდეთ გადაამოწმოთ ან ინფ. სიზუსტე, ასეთი ინფოებით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია |
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა მერე ძველი აღთქმა კი არ გაუქმებულა. არ გაუქმებულა, მაგრამ ძველი აღთქმის ადამიანი მოკვდა თქო და დღეს კიდე შეჩვენება/ანათემა ხდება მხოლოდ მწვალებლებისა და ერეტიკოსების მიმართ და არა ეს: ციტატა 15.წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ! 16.წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 17.წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 18.წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 19.წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 20.წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ! 21.წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 22.წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 23.წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 24.წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 25.წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ! 26.წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ! (IIრჯ.თავი 27) ასე იწყევლებოდა პავლე მოციქული? წყეულიც იყავი თუ მოკლავო, ასე თქვა? წყეული იყავი თუ იმრუშებო ასე თქვა? ციტატა კაი, ლეღვის ხე ხომ დაწყევლა? მერე ლეღვის ხე ვინ არის თუ რა? ანუ სულიერია თუ უსულო? პ.ს. თუ ლეღვის ხე გინდა გაიგო როგორც მეტაფორა, კი ბატონო, ასეც შეიძლება, მაშინ გამოდის რომ ის ვინც არაფერს აკეთებს, ვისაც შედეგი არ აქვს, ვინც სულიერად მკვდარია, უნაყოფოა, ის დასჯილია, დაწყევლილია, და რადგან ადამიანს ეძლევა თავისუფალი ნება აირჩიოს ესა თუ ის გზა, გამოდის თვითონ წყევლის თავს, როცა ირჩევს უნაყოფო გზას ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 01:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი