დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
sandro40 |
Jul 11 2011, 08:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
მამა ბართლომემ დეპუტატები დაწყევლა
მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვინც კანონს რელიგიური უმცირესობის სტატუსის შესახებ ხმა მისცა დაწყევლა. სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ. “ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე. http://www.epn.ge/?p=72116 რომელი ნორმებით რეგულირედება ასეთი ქმედება? საეკლესიოა სამართლით? ყოფილა ანალოგიური რამ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი რამ მიღებული იყოს საეკლესიაო პრაქტიკაში და გთხოვთ იქნებ ხელგეწიფებოდეთ გადაამოწმოთ ან ინფ. სიზუსტე, ასეთი ინფოებით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია |
George Leluashvili |
Jul 15 2011, 09:18 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ქევანა
ციტატა ჰა წაიკითხე შენ ესhttp://www.orthodoxtheology.ge/2011/07/blog-post_10.html ეს ლინკი რომ დამიდე, წაიკითხე საერთოდ რაზეა მანდ საუბარი? ცუდად არ გამიგო დაო, მაგრამ ამ წერილში წმინდა იოანე ოქროპირი არათუ უარყოფს ანათემას, არამედ გვასწავლის მის მნიშვნელობას..იგი ამბობს იმას, რომ ჩვენ ამ სიტყვას ვხმარობთ, მაგრამ არც კი ვიცით რას ნიშნავს იგი.აი ამის დამადასტურებელი ციტატა:მითხარი, რას ნიშნავს ის, რასაც ”ანათემას” უწოდებ? დაუკვირდი, რას საუბრობ, შეისწავლე, რასაც ამბობ, შეიმეცნე მისი ძალა? იგი ამბობს იმას, რომ ამ სიტყვის წარმოთქმა და მისი ვინმეზე გადაცემა ძალიან საფრთხილო საქმეა. მოციქულმა მხოლოდ ორ შემთხვევაში, ჩანს აუცილებლობის გამო, წარმოთქვა ეს სიტყვა და გვიჩვენა ვის განუკუთვნა იგი. მან კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში თქვა: ვისაც არ უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ანათემა იქმნეს! (1 კორ: 16.22) და ”თუ ვინმე გახარებთ სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული იყოს!” (გალ: 1.9). ციტატა ეგ ლეღვის ხეს უთხრა? კაცო ხომ დაგიდე ლეღვის ხის განმარტება?წაიკითხე?ლეღვის ხე თითოეული ჩვენგანი შეიძლება იყოს. ან ეს რა შუაშია, ვისაც უთხრა?ხომ ეტყვის მის მარცხენით მდგომთ:"მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული."(მათე 25,41) ციტატა მოიცა, ეხლა გავქექე ინტერნეტი... შენ რომ ამბობ რჯულისკანონიო, გულისხმობ მცირე სჯულისკანონს ხომ? არა, მცირე არა.დიდი უმჯობესია დიდი სჯულისკანონი. მოციქულთა განჩინებები და შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები. ციტატა მსოფლიო კრებაზე მიღებული კანონები? და მოციქულთა განჩინებები -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 06:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი