შეურაცხადი ადამიანების საკითხი საქართველოში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შეურაცხადი ადამიანების საკითხი საქართველოში |
ane |
Jul 16 2011, 09:31 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 12-July 11 წევრი № 11,326 |
ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ყურადღება მიექცა სოციალურად დაუცველებს, უნარშეზღუდულებს, უპატრონოებს, პატიმრებსაც კი,მაგრამ,შეურაცხადი ადამიანების პრობლემა ყურადღების მიღმა რჩება, არადა ამ უკანასკნელებს არანაკლებად სჭრდებათ ყურადღებაც, დაფინანსებაც და რეალური,მყუდრო სივრცე სადაც იმკურნალებენ და იცხოვრებენ თავისნაირებთან ერთად. უკვე აუტანელია ქუჩაში საცოდავად მიგდებული,მშიერი და აყროლებული სულერად ავადმყოფი ადამიანების ხილვა ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ამ ადამიანებზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საზოგადოებისთვის საშიშნი არიან,ავადმყოფობის ნიადაგზე ყველაფერი შეიძლება ჩაიდინონ და ჩვეულებრივი ადამიანი დააზიანონ. პასუხს კი მოგეხსენებათ შეურაცხადებს არავინ არ მოსთხოვს. იმედი მაქვს ვინმე დაფიქრდება ამ პრობლემაზე და პოლემიკაში ჩაერთვება |
ane |
Jul 16 2011, 03:18 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 12-July 11 წევრი № 11,326 |
ფსიქიატრიულები რომ, დახურეს და ეს ხალხი რომ გარეთ დაიარება....სრული მარაზმია.ჩემს მეზობლად ცხოვრობს ერთი მარტოხელა, უპატრონო ქალი. თავიდან სრულ ჭკუაზე ყოფილა როგორც მითხრეს, ახლა ისეთ მდგომარეობაშია მეტირება რომ ვუყურებ(არავინ არა ჰყავს,უპატრონო ბავშთა სახლიდან ყოფილა. ვიფიქრე საჭმელს მაინც მივაწოდებთქო,მაგრამ,აზრი არააქვს, ასოციალურია, ადეკვატურ პასუხს ვერა გცემს და მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკება. ყველას ეშინია მისი,საშინელი შესახედია და სუნზე ზედმეტია საუბარი ძალიან მინდა დავეხმარო,მაგრამ, ვერ ვხდები როგორ?!:(
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 01:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი