დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
sandro40 |
Jul 11 2011, 08:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
მამა ბართლომემ დეპუტატები დაწყევლა
მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვინც კანონს რელიგიური უმცირესობის სტატუსის შესახებ ხმა მისცა დაწყევლა. სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ. “ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე. http://www.epn.ge/?p=72116 რომელი ნორმებით რეგულირედება ასეთი ქმედება? საეკლესიოა სამართლით? ყოფილა ანალოგიური რამ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი რამ მიღებული იყოს საეკლესიაო პრაქტიკაში და გთხოვთ იქნებ ხელგეწიფებოდეთ გადაამოწმოთ ან ინფ. სიზუსტე, ასეთი ინფოებით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 17 2011, 02:12 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
A.V.M
ციტატა სწავლება ანათემის შესახებ ჩემი მოგონილი არაა და როგორც მე ვიცი ანათემას გადაცემა არამარტო პიროვნების,არამედ მისი საგვარეულოს დასჯაა.ეს მე არ მომიფიქრებია,ასე,რომ მე ვიღებ იმას რასაც მაძლევს ჩემი სარწმუნოება. თუ მართლმადიდებელი ხართ, მაშინ ანათემის ასეთი გააზრება არასწორია. ანათემა (ბერძნ. ἀνάθεμα) წარმოადგენს უმაღლეს საეკლესიო სასჯელს მძიმე შეცოდებებისთვის (ძირითადად, მართლმადიდებლობის ღალატის, მწვალებლობისა და განხეთქილებისათვის). ანათემის დროს ეკლესიისგან (ანუ მართლმორწმუნეთა ერთობისა და საეკლესიო საიდუმლოთაგან) მოიკვეთება ის პირი, ვის წინააღმდეგაც იქნა გამოთქმული ანათემა და ის არანაირად არ ეხება ანათემირებული პირის ახლობლებს ან მის მოდგმას. ასე, მაგალითად, თუ ეკლესიამ ანათემას გადასცა მავანი კაცი, რომლის შვილებიც ეკლესიის წევრები არიან, ცხადია, ანათემას გადაეცემა არა მთელი ოჯახი, ან მათი მოდგმა და შთამომავლობა, არამედ მხოლოდ კონკრეტული პიროვნება. ის, ვისაც არანაირი საეკლესიო დანაშაული არა აქვს, შეუძლებელია ანათემირებული იყოს. ასეთ შემთხვევაში, დაირღვევა ღმრთის სამართლიანობა - დაისაჯოს ის, ვისაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთი, უპირველეს ყოვლისა სიყვარული და სიმართლეა. ციტატა პირადად მე არაფერი მწყენია,პირიქით ყოველთვის მომხრე ვარ ნებისმიერი საუბრის,ნებისმიერ პიროვნებასთან საიდანაც შეიძლება სარგებელი მივიღო.(ოღონდ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს,სიტუაციის დაძაბვის გარეშე) ცხადია, არც მე ვარ ამის წინააღმდეგი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 03:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი