დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
arcivi9 |
Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 17 2011, 07:01 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
აპოკალიფსური თემატიკა დღეს მრავალ ადამიანს აინტერესებს. ყურადღებით წავიკითხე თქვენი პოსტები. მინდოდა ძალიან მოკლედ ჩემი აზრი გამომეთქვა ზოგიერთ საკითხზე. ზოგი სამართლიანად სვამს კითხვას: რატომ უნდა გაბრწყინდეს ივერია თუ ანტიქრისტე მთელს მსოფლიოზე გაბატონდება? რით გამოირჩევა ამ დროს საქართველო?
მე ვფიქრობ, ამ შეკითხვას ასე უნდა ვუპასუხოთ: ივერიის გაბრწყინების შესახებ წინასწარმეტყველება ძველია. მე ძველმართლმადიდებელი ვარ და რუსი ძველმართლმადიდებლებისგანაც კი მსმენია, რომ ბოლო ჟამს ანტიქრისტე ივერიის ქვეყანაში ტახტს ვერ დაიდგამსო. სამწუხაროდ არ ვიცი რა წყაროებს ეყრდგნობიან, რადგან ამბობენ, რომ ეს მონაყოლით, გადმოცემით იციან. ჩემის აზრით (არ ვიქნები კატეგორიული), ანტიქრისტე თუ ტახტს ვერ დაიდგამს საქართველოში, ანუ აქ ვერ გაბატონდება, ეს გაბატონება არ უნდა გავიგოთ პოლიტიკურ-ადმინისტრაციული თვალსაზრისით. ამ მხრივ შეიძლება გაბატონდეს, მაგრამ ვერ გაბატონდება ქართველთა გულებში. მას თაყვანს არ სცემენ საქართველოში და მის ბეჭედს არ მიიღებენ. ახლა, "შენ საიდან იციო", მკითხავს ვინმე. - ვუპასუხებ: დაბეჯითებით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ეს ქართული ხასიათიდან ვიცი! ქართველი ერი ის ერია, რომელსაც თუ გინდა რომ რაიმე შეასრულებინო, - არ უნდა უბრძანო! თუ უბრძანე - ჯიუტად არ შეასრულებს! ეს ხალხი არ არის კანონის და განკარგულებების შემსრულებელი. მითუმეტეს, თუ ღმრთის უარყოფაზეა ლაპარაკი. გაიხსენეთ 100 000 მოწამე. როგორ დავიჯეროთ რომ 100 000-ვე უაღრესად რელიგიური იყო (პატიებას ვთხოვ უფალს და წმინდანთა ხსოვნას!). ალბათ მათში ნაკლებად ეკლესიურებიც იქნებოდნენ, მაგრამ როგორც კი უბრძანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფა, უმალ თავის დადება ამჯობინეს, უსჯულო განკარგულების შესრულებას. შესაძლოა, რაღაც ამდაგვარი მოხდეს ანტიქრისტეს დროსაც. შესაძლოა საქართველოში (და ძალიან მინდა დავიჯერო), როდესაც ანტიქრისტეს ბეჭდის მიცემას დაიწყებენ, ქართველები უმალ თავის დადებას ამჯობინებენ, უსჯულო მტარვალის ნიშნის მიღებას. ხომ გსმენიათ ქართული ანეკდოტი (რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს ქართველის ხასიათს): "ვინ კითხავს ანდროპოვს?!". ჰოდა, როცა ანტიქრისტეს განკარგულება გამოვა, ქართველები იტყვიან: "ვინ კითხავს ანტიქრისტეს?!" აი, როგორ წარმომიდგენია მე ის ამბავი, რომ ანტიქრისტე აქ ტახტს ვერ დაიდგამს. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი