![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი გარდაიცვალა.
"ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია" _ ამ სიტყვების ავტორს, მწერალს, დრამატურგს, კინოსცენარისტსა და საზოგადო მოღვაწეს, ოტია იოსელიანს 81 წელი 16 ივნისს შეუსრულდა. ოტია იოსელიანის თხზულებები პირველად 1954 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" მწერალმა 1957 წელს გამოსცა. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები "ცხრა მთას იქით", 1969; "დაჩის ზრაპრები", 1973; "ცაგამთენია", 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე ("ადამიანი იბადება ერთხელ", "როცა სიყვარული მოვა", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა "ჩქარი მატარებელი", "მალე გაზაფხული მოვა", "თეთრი ქალიშვილი" და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით. ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
ნათელში ამყოფოს უფალმა
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 08:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი