წმ. ნიკოლოზ სერბი, ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. ნიკოლოზ სერბი, ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე |
ნიკოლოზ_V |
Jan 16 2007, 02:35 AM
პოსტი
#1
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
წმიდა ნიკოლოზ სერბი, ეპისკოპოსი ოხრიდის და ჟიჩისა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ნიკოლა ველიმიროვიჩი) დაიბადა 1880 წლის 23 დეკემბერს სიფელ ლელიჩში. ზეცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის შემოქმედმა უხვად დააჯილდოვა იგი ტალანტით; პატარა ნიკოლამ მალე შეიცნო ღვთის სიყვარული და ღვთივბოძებული ნიჭების გამრავლება დაიწყო. მამამ, დრაგორირმა სწავლისა და კითხვის სიყვარული შთაუნერგა, დედას, კატერინას (შემდგომში მონაზონი ეკატერინე) კი იგი უახლოესმონასტერ, ჩელიეში დაჰყავდა ღვთისმსახურებაზე და ხშირად აზიარებდა. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, იგი მონასტრის სკოლაში მიებარებინათ, რომლის დამთავრების შემდეგ ნიკოლაიმ ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მისმა ნიჭმა მასწავლებელთა ყურადღება მიიპყწო. სემინარიის დასრულების შემდეგ იგი სოფლის სკოლაში გაამწესეს. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად იგი ეხმარებოდა სამრევლო მღვდელს, საეკლესიო და საერო გამოცემებში აქვეყნებდა თავის პირველ ნაშრომებს. მალე ახალგაზრდა მასწავლებელმა განათლების მინისტრისაგან სტიპენდია მიიღო შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. აქ იგი გულმოდგინედ სწავლობდა ღვთისმეტყველებას და ფილოსოფიას, შეისწავლა გერმანული ენა; ამავე ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე "ქრისტეს აღდგომის რწმენა, როგორც წმიდა სამოციქულო ეკლესიის ძირითადი დოგმატი". 1909 წლის დეკემბერში ახალგაზრდა ღვთისმეტყველი ბერად აღიკვეცა რაკოვიცის მონასტერში; მას ჯერ დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი მღვდელმონაზვნად. იგი ბელგრადის საღვთისმეტყველო სემინარიაში დაბრუნდა, მაგრამ ახლა უკვე მასწავლებლის ხარისხით. დიდი სიყვარულითა და თავგანწირვით აღზრდიდა იგი მომავალ ღვთისმსახურებს, ღვთის საკურთხევლის მსახურებს. სერბეთის მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით მღვდელმონაზონი ნიკოლოზი 1910 წელს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიგზავნა სასწავლებლად. მან ჩვეულებრივად ჩააბარა, როგორც რიგითმა სემინარისტმა, ისე, რომ, არც კი მოუხსენებია მის მიერ მიღებული ევროპული განათლების შესახებ. ერთ-ერთ სასულიერო ლიტერატურულ საღამოზე მღვდელომონაზონმა ნიკოლოზმა თავისი ცოდნით გააოცა აკადემიის პედაგოგები და სტუდენტები, განსაკუთრებით მიტროპოლიტი ანტონი (ვადკოველი), რომელმაც იმპერატორს აკადემიის ნიჭიერი სტუდენტისათვის მთელს რუსეთში უფასოდ მოგზაურობის უფლება გამოსთხოვა. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და სერბეთის მთავრობამ ამ დროისთვის უკვე ცნობილი მქადაგებელი, მამა ნიკოლოზი ინგლისა და ამერიკაში გაგზავნა, რათა ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის ემცნო მართლმადიდებელი სერბეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. ოთხი წლის განმავლობაში, 1915_დან 1919 წლამდე მამა ნიკოლოზი სიტყვით გამოდიოდა კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, სხვადასხვა კრებებზე, ტაძრებში, განმარტავდა, რატომ იბრძოდა სერბი ხალხი თავისი სამშობლოს ერთიანობისათვის. ინგლისის ჯარების სარდალი იხსენებდა, რომ თავისი მისიონერული მოღვაწეობით მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა იმდენივე გააკეთა, რამდენიც მთელმა არმიამ ბრძოლის ველზე. 1919 წელს სერბეთის სახელმწიფოს უწმიდესმა სინოდმა მამა ნიკოლოზი ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩია, მაგრამ ქიროტორიიდან სულ მალე, 1920 წელს ეპისკოპოსი ნიკოლოზი პირადი თხოვნით იგი სლავური სულიერების, კულტურისა და მწერლობის აკვანში,ოხრიდში გაგზავნეს. ახალგაზრდა, ბრწყინვალედ განათლებულმა ეპისკოპოსმა თავისი სამღვდელმთავრო მსახურება წმიდა კირილე და მეთოდეს სამოციქულო ტრადიციებზე დაყრდნობით დაიწყო; მათ მსგავსად იგი ადამიანებს უნერგავდა რწმენას, იმედს, ღვთის სიყვარულს; საეკლესიო, ბერმონაზვნობის ცხოვრების აღორძინება, ხალხის გაეკლესიურობა - აი, ეპისკოპოსი ნიკოლოზის სამოციქულო მოღვაწეობა. 1931 წელს ოხრიდისა და ბიტოლის ეპარქიები გაერთიანდა ერთ. ორხიდ-ბიტოლის ეპარქიად, რომლის რეზიდენციაც ბიტოლში მდებარეობდა. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა წმიდა ნაუმის სახელობის მონასტერი დაარსა ათონის ტიპიკონის საცხოვრებელი, კალიშტას მონასტერში კი - დედათა სამონასტრო ცენტრი, რომლის დედებმაც შემდგომში პირველი მსოფლიო ომის დროს დაცარიელებული და მიტოვებული სავანეები ააღორძინეს. "ოხრიდის მეუდაბნოე" - ასე უწოდა უწოდა სამართლიანად ეპისკოპოს ნიკოლოზს აბბა იუსტინემ(პოპოვიჩი), დააფუძნა აგრეთვე ე.წ " საღვთისმეტყველო მოძრაობა"; ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის სამქადაგებლო ნიჭის წყალობითაა და თავისი პიროვნული ძალით იგი აღვივებდა და მართლმადიდებლური კალაპოტისაკენ მიმართავდა ხალხის რწმენას. ეს მოძრაობა ოციან წლებში დაფუძნდა; მასში უმეტესად გლეხობა შედიოდა, გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებისა და ლოცვისაკენ მიდრეკილებით; მრავალი მონასტერი, მათ შორის, ხილანდრის, ივსებოდა მორჩილებითა და ბერებით, რომლებიც ამ მოძრაობიდან მოდიოდნენ. ამ მოზრაობის წყალობით ოვჩარისა და კაბლარის მონასტრებში სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა დააარსა მისიონერული კურსები, ქრისტიანულ თემათა ერთობა, რომლისკენაც მიისწრაფიდნენ ათასობით მორწმუნენი მთელი სერბეთიდან. კრებულმა გამოსცა რამდენიმე სასულიერო ჯურნალი, ბროშურა, წიგნი. "ოხრდის შესავალი" და "მისიონერული წერილები", რომლებიც მეუფემ ამ პერიოდში დაწერა, იყო და არის სულიერი საკვები ღვთისმოყვარე სულთათვის. 1936 წელს მეუფე ნიკოლოზი კვლავ ჟიჩის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ საეპისკოპოსო კათედრაზე მისი მოსვლის შემდეგ ჟიჩის ეპარქიამ დიდი სულიერი ცვლილებები განიცადა. აღდგა მრავალი მონასტერი, პირველ რიგში, ჟიჩისა და სტუდენციის, რომლებიც ყოველთვის იყო სერბეთის მართლმადიდებლობის სულიერი საყრდენი, შენდებოდა ახალი ტაძრები. იგი სერბეთის ეკლესიის უდიდესი მქადაგებელი იყო და ეს პრაქტიკა დანერგა კიდეც სერბეთის ეკლესიაში. მისი თხზულების კრებული 30 ტომს სეადგენს. მეუფის მისიონერული მოღვაწეობა მრავალფერონებითა და მნიშვნელობით მხოლოდ წმიდა საბა სერბთა განმანათლებელის ღვაწლს თუ შეედრება. როგორც სერბეთის ეკლესიის მისიონერი, იგი მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკაში, მეზობელ ბალკანეთის ქვეყნებში, იყო კონსტანტინეპოლში, საბერძნეთსი, ათონის წმიდა მთაზე, სადაც განსაკუთრებით ზრუნავდა ხილანდარის მონასტრის აღორძინებისათვის. მონაწილეობას რებულობდა მრავალრიცხოვან საერთაშორისო და საეკლესიათაშორისო შეხვედრებში; 1930 წელს მეუფემ მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებელ ეკლესიათა კრების წინა კონფერენციაში, რომელიც ვათოპედის მონასტერში შედგა. მისი მზრუნველობით აშენდა საბავშო სახლები და თავშესაფრები მთელს სერბეთში, ბიტოლიდან ჩაჩკამდე, ზემო მილანოვეცში, კრალევოში და კრაგუევცაში. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ჰიტლერმა პირადად უბრძანა ჩრდილოეთ ფრონტის სარდალს: "მოისპოს სერბეთის ინტელიგენცია, განადგურდეს სერბეთის ეკლესიის მეთაურნი. პირველ რიგში, განადგურდეს პატრიარქი გაბრიელი (დოჟიჩა), მიტროპოლიტი პეტრე (ზიმონიჩი) და ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)". მეუფე ნიკოლოზი და პატრიარქი გაბრიელი ერთად ერთადერთი ევროპელი იერარქები არიან, რომლებიც დახაუს სასიკვდილო ბანაკში აღმოჩნდნენ. უფალმა გადაარჩინა მოღვაწენი: 1945 წლის 8 მაისს ისინი 36_ე ამერიკულმა დივიზიამ გაათავისუფლა. ბანაკში ეპისკოპოსმა დაწერა თავისი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი - წიგნი "ციხის სარკმლიდან", რომელშიც მართლმადიდებლებს საკუთარი ცოდვების აღიარებისა და სინანულისაკენ მოუწოდებდა. ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ ეპისკოპოსი ნიკოლოზი ვეღარ დაბრუნდა იუგოსლავიაში, რომელიც კომუნისტური გახდა ათეისტ ტიტოს მეთაურობით. მან განაგრძო თავისი მისიონერული მოღვაწეობა ევროპასა და ამერიკაში, ბევრს წერდა, ლექციებს კითხულობდა, ქადაგებდა. ემიგრაციაში იგი ასწავლიდა ნიუ-ორკის წმიდა ვლადიმერის სახელობის აკადემიაში, წმიდა სამების აკადემიაში ჯორდანვილში, წმიდა ტიხონის აკადემიაში პენსილვანში. წმიდა ტიხონის რუსულ მონასტერში გაატარა მან სწორედ თავისი მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეები. მეუფემ ღვთისგანისვენა სენაკში ლოცვის დროს, 1956 წლის 18 მარტს. რუსული მონასტრიდან მეუფის სხეული წმიდა საბას სერბულ მონასტერში გადაასვენეს ლიბეტსვილში და მონასტრის სასაფლაოზე დაკრზალეს. იმ დროში მისი ნაწილების სამშობლოში გადასვენებაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა: ტიტოს რეჟიმმა იგი მოღალატედ და ხალხის მტრად გამოაცხადა. დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს, მეუფე ნიკოლოზს კომუნისტები სახალხოდ უწოდებნენ " ოკუპანტთა თანამშრომელს" მისი ნაშრომების პუბლიკაცია აკრძალული იყო. მხოლოდ 1991 წელს მოიპოვა სერბეთმა უდიდესი სიწმიდე - მეუფე ნიკოლოზ სერბის ნაწილები. ახლა ისინი განისვენებენ მის მშობლიურ სოფელში- ლელიჩში, ოდესღაც მის მიერვე აშენებულ ტაძარში. მართლაც ჭეშმარიტია მის შესახებ ღირსი მამა იუსტინე ჩელელის (პოპოვიჩი) ნათქვამი: "მეუფე ნიკოლოზი სერბი ხალხის უდიდესი შვილია წმიდა საბა სერბეთის განმანათლებლის შემდეგ! ამინ". -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ნიკოლოზ_V |
Mar 23 2007, 08:43 PM
პოსტი
#2
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
ბუნება ჩვენი მეგობარია ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი. ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა საქონლის დაკვლა სურს, იგი პირჯვარს იწერს და ამბობს: „შემინდე, ღმერთო!“ ხალხები, რომლებიც ბუნებას სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებენ, საკუთარ თავზე უამრავ უბედურებას მოიწევდნენ და მოიწევენ; რამეთუ ის, ვინც ბუნებასთან მშვიდობიან ურთიეროობას დაარღვევს, უცილობლად არღვევს აგრეთვე კეთილ დამოკიდებულებას ღმერთთან. დისტანცია ყველგან დისტანცია დაიცავი, სული კი ღმერთს მიუახლოვე. თუ ცეცხლში წყალს ჩაასხამ, არც ცეცხლი გექნება და არც წყალი. თუ სხვისას მოისურვებ და შენსას შეიძულებ, ერთსაც დაკარგავ და მეორესაც. თუ მიეახლები მოსამსახურეს, როგორც ცოლს, არც ცოლი გეყოლება და არც მოსამსახურე. თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, საკუთარს დაკარგავ. თუ გამუდმებით ითვლი სხვის ფულს, სულ უფრო ნაკლები გექნება საკუთარი. თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს განამრავლებ. თუ მელიის მადევარი მას დაეწევი, მამალს დაიბრუნებ; თუ დათვის მადევარი მას დაეწევი, ვერც მამალს დაიბრუნებ და თავსაც დაიღუპავ. სათნოების დამაბრკოლებელი ბევრს ეჩვენება, რომ სხვა ადგილას რომ იყვნენ, უკეთესები იქნებოდნენ. მდიდრებს ეჩვენებათ, რომ სათნოებას ხელს უშლის სიმდიდრე, ღარიბს - სიღარიბე, მეცნიერს - სიბრძნე, უმეცარს - უცოდინრობა, ავადმყოფს - ავადმყოფობა, მოხუცს - მოხუცებულობა და ახალგაზრდას - ახალგაზრდობა. ეს მხოლოდ თავის მოტყუება და საკუთარი სულიერი დამარცხების აღიარებაა. წარმოიდგინეთ, რომ ცუდი მეომარი თავს იმართლებდეს: ამ ადგილას მე დავმარცხდები, სხვაგან გამიშვით და მამაცი ვიქნები! ნამდვილი მეომარი ყოველთვის ვაჟკაცურია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ ომში დაეცემა. წმიდა მეფე ლაზარეს ბრძოლის ველი რომ დაეტოვებინა, დამარცხებულად ჩაითვლებოდა; მაგრამ ცოცხლად დარჩენილი ბოლომდე მტკიცედ იდგა და გაიმარჯვა. ადამმა სამოთხეში რწმენა დაკარგა, იობმა წყლულებაში განიმტკიცა რწმენა. ილია წინასწარმეტყველს არცერთხელ არ უთქვამს: შიმშილი ღვთის მორჩილებაში ხელს მიშლის! მეფე დავითი არ ამბობდა, სამეფო გვირგვინი ჩემს მორჩილებას ხელს უშლისო. რწმენა სიყვარულის საფუძველია რწმენა სიყვარულის საფუძველია. განუწყვყტლივ შეინარჩუნე იგი, შეინარჩუნე სიყვარულის თესლი, რომელიც თავის თავში რწმენას ატარებს, რათა იგი გაიზარდოს და სიხარულის მოტანა შეძლოს; რამეთუ რწმენა თავისთავად, სიყვარულის გარეშე გაყინულია და უსიხარულო. მაგრამ თუ შენში სიყვარული გაცივდება, სიხარულის ნაყოფს ვერ მოიტანს, გადაარჩინე რწმენა და ელოდე. ნებისმიერ ფასად გადაარჩინე რწმენა; და ელოდე, ელოდე, სანამ მისგან სიყვარული არ ამოიზრდება. სიყვარულის დაკარგვით ხის ნაყოფს დაკარგავ; რწმენის დაკარგვით კი თვითონ ხეს დაღუპავ. თუ შიმშილობის წელი დადგება და ყანა მოსავალს არ მოიტანს, მოთმინების მქონე პატრონი მას ორმაგი გულმოდგინებით დაამუშავებს. მეზობლები ეუბნებიან, გაყიდეო იგი. ის კი დუმს და მუშაობს. თუ შემდეგ წელს ყანა მოსავალს კვლავ არ მოიტანს, იგი გულმოდგინებას ზრდის. მეზობლები კვლავ ურჩევენ მის გაყიდვას. ის დუმს და მუშაობს. და როდესაც მესამე წელს ყანას მოსავალი მოაქვს, ის სამმაგად ხარობს. მაშინ მეზობლები დუმილს ამჯობინებენ, ის კი ხარობს. ყანა რომ გაეყიდა, რა უნდა გახარებოდა? სიყვარულის სიტყვა ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა მათ ასე დაერქმიათ მისადმი დამოკიდებულებისათვის. როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს. სიტყვები თავიანთ წმიდა და ღვთაებრივ ძალას კარგავენ და თითქოსდა კვდებიან; ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთული ხე ჭკნება და კვდება. სიბრძნე როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს. როდესაც ადამიანები ხარბად გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს. როდესაც ადამიანები მოკრძალებით, ღვთისა და შემოქმედის სახელით ითხოვენ მათთვის აუცილებელს, ბუნება აძლევს მათ ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ. გონიერი დედა აძლევს ბავშვს ყველაფერს სასარგებლოს, რასაც იგი სთხოვს; თუ იგი მოითხოვს რაიმეს დაჟინებითა და ახირებით, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, დედა მას მოთხოვნის სანაცვლოდ უსარგებლო სამშვენისებს აძლევს. ასევე იქცევა ღვთის სიბრძნეც ადამიანთა მიმართ. ისტორიის არსი ისტორიის მთავარი არსი ადამიანების ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრაა. ყველა დანარჩენი მხოლოდ მთავარის ეპიზოდი და ფრაგმენტია. ისტორიული პერიოდები თითქოს ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავენ. მოქცევის დროს დიდი მხატვრები ღვთაებრივ შთაგონებას ღმერთში პოულობდნენ, მიქცევის დროს კი - ბუნებაში. ამას შეიძლება ეწოდოს „ხელოვნება პირველი ხელიდან“ და „ხელოვნება მეორე ხელიდან“, შესაბამისი მითითებით პირველსა და მეორეზე. პირველი უფრო მამაცური და დრამატულია, მეორე კი - ქალური და ლირიული. ისევე, როგორც მამის არყოფნის დროს სტუმრებს დედა ღებულობს და ართობს მათ იმის მოთხრობით, რაც მამისაგან შეიტყო. თითოეული მიქცევა, ანუ ღვთაებრივით აღფრთოეანების ბუნების აღფრთოვანებით შეცვლა, თან გაიყოლებს ბავშვობაში დაბრუნებასაც. მოქცევა სულიერი სიჯანსაღეა, მიქცევა კი - სულიერი სენი. ბუნებრივია, რომ ზრდასრული ადამიანი ბუნების მომხიბვლელობით აღვსილი, მიისწრაფვის ამაღლებულისაკენ, ბუნებაზე აღმატებულისაკენ, ზეციური სასუფევლისაკენ. გავიხსენოთ 12 წლის იესოს შემთხვევა: როდესაც დედამ იგი ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვნა, მაცხოვარმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჰკითხა: „რატომ მეძებდით? განა არ იცით, რომ ჩემი მამის სახლში უნდა ვიყო?“ -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი