IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა?
sandro40
პოსტი Jul 11 2011, 08:15 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



მამა ბართლომემ დეპუტატები დაწყევლა
მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვინც კანონს რელიგიური უმცირესობის სტატუსის შესახებ ხმა მისცა დაწყევლა.
სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ.
“ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე.

http://www.epn.ge/?p=72116



რომელი ნორმებით რეგულირედება ასეთი ქმედება? საეკლესიოა სამართლით?
ყოფილა ანალოგიური რამ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი რამ მიღებული იყოს საეკლესიაო პრაქტიკაში
და გთხოვთ იქნებ ხელგეწიფებოდეთ გადაამოწმოთ ან ინფ. სიზუსტე, ასეთი ინფოებით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 17 2011, 11:44 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



A.V.M
ციტატა
ძალიან ცუდი ლოგიკური აზროვნება და დედუქციის ნიჭი მაქვს და ვერ მივხვდი 53-ე პოსტში რას გულისხმობ?


თქვენი სურვილი იყო (და მეც დაგეთანხმეთ), რომ დიალოგი გამართულიყო ზედმეტი ირონიის თუ ზომიერების ფარგლებში). თქვენ თუ დედუქციას იყენებთ იქ, სადაც არაფერი წერია, კარგად გქონიათ საქმე.

მე კი თქვენს ირონიას ვუპასუხებ, რომ ჩემი პასუხი ვერ დაიდო საიტზე არსებული (ჩემთვის უცნობი) ტექნიკური წუნის გამო. იმედია ეს პასუხი გამოქვეყნდება და თუ ასე მოხდა, ჩემს წინა პასუხსაც მივაყოლებ.







A.V.M
ციტატა
მოდი ასე ვთქვათ ნოემ რომ დაწყევლა ქამის მთელი შთამომავლობა რა მოხდა?
ქამის შვილთაშვილის შვილი რა შუაში იყო იმასთან რომ ქამმა დასცინა მთვრალ ნოეს?
მაგრამ ფაქტია ქამის მთელი მოდგმა დაისაჯა.
რამდენად მართლმადიდებლურია ეს შენ მითხარი.


ჩემი პასუხის გაცემისას გამოვდივარ იმ შეხედულებიდან, რომ ვესაუბრები მართლმადიდებელ ადამიანს (თუ ასე არ არის, გთხოვთ შემისწოროთ). ამიტომაც, ვერ ვიტყვი, რომ წყევლა-კრულვის საკითხი უნდა დავიწყოთ ძველაღთქმისეული მაგალითებიდან (თუმცა, სწორედ ძველი აღთქმა მოწმობს იმას, რომ მამათა ცოდვის გამო შვილები არ უნდა დაისაჯონ, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ).


"დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!" (დაბ. 9:20-25).

ეს მუხლები, როგორც ბიბლის კომენტატორები განმარტავენ, წარმოადგენს ნოეს შთაგონებულ წინასწარმეტყველბას ქანანის მოდგმაზე. ნოემ, რომელმაც თავისი შვილების საქციელში გარკვეული მიდრეკილებები შენიშნა (რომლებიც უცილობლივ უნდა ასახულიყო მათ მოდგმაზე), ყოველ მათგანს, მათ შთამომავლობასთან ერთად, თავისი მომავალი უწინასწარმეტყველა. ამდენად, ნოეს "წყევლა", ეს არის ერთგვარი წინასწარმეტყველება ქამის შთამომავლობის მომავალზე.


ბუნებრივია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქამის შთამომავლობა ცუდი მხოლოდ ნოეს წყევლის გამო გახდა. ქამის შთამომავლობის უვარგისობა თვით ქამში არსებულ და ნოეს მიერ განჭვრეტილ მიდრეკილებებსა და თვისებებში მდგომარეობს, რაც ნოემ თავის შემცოდე შვილს წინასწარ აუწყა.

რატომ დაიწყევლა ქანაანი, ქამის მოდგმა და არა ქამი, ცოდვის უშუალო ჩამდენი? წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით: "უმიზნოდ და ამაოდ როდი ახსენა წერლიმა ქამის შვილი, არამედ ერთგვარი დაფარული მიზეზით. ნოეს უნდოდა ქამის დასჯა მოყენებული შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ამავე დროს, არ სურდა დაერღვია ღმრთის მიერ მისთვის მიცემული კურთხევა. როდესაც კიდობნიდან გამოვიდნენ: "აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა" (დაბ. 9:1).

შემდეგ ოქროპირი დეტალურად გვიხსნის, რომ ნოემ, წყევლა დაადო რა ქანაანს, - რომელშიც ყველაზე მეტად იყო განხორციელებული მამის ტიპიური თვისებები, ყველაზე მეტად ჰგავდა მამას და რის გამოც ქამს ის ყველაზე მეტად უყვარდა, - ამით თვით ქამს შეეხო და დასაჯა. ამდენად, ნოე თვით ქამს არ შეეხო უფლის კურთხევის გამო, მაგრამ დაუსჯელი მაინც არ დატოვა და ამცნო მას თავისი შთამომავლობის მომავალი.


მეორე, როდესაც წყევლა-კრულვაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ, ახალაღთქმისეული სწავლებიდან, ქრისტეს მოძღვრებიდან, რომელმაც გააუქმა აჩრდილი (ანუ ძველი აღთქმა) და გამოაბრწყინვა ჭეშმარიტება. ჩვენ, როგორც ქრისტეანები, ნებისმიერ საკითხში აჩრდილის (ძველი აღთქმის) მაგალითებით კი არ უნდა ვხელმძღვანელობდეთ, არამედ ახალი აღთქმის სწავლებით. პრიორიტეტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნებისმიერ საკითხში ყოველთვის ეკუთვნის ახალ აღთქმას. მოციქულთა და წმიდა მამათა სწავლებას.

ამაზე წინასწარმეტყველებდნენ ძველ აღთქმაშიც. აი, მაგალითად, რას ამბობს ღმერთი წინასწარმეტყველ ეზეკიელის პირით: "თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება. თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება; არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს. განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს. თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება.


თქვენ იტყვით: არ არის სწორიო გზა უფლისა. ისმინე, ისრაელის სახლო! ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და უკეთურებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება; იმ უკეთურების გამო კვდება, რასაც სჩადის. თუ ბოროტეული განუდგება თავის ბოროტებას, რაც ჩაუდენია, და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, თავად გაიცოცხლებს სულს. თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება. ამბობს ისრაელის სახლი: არ არის სწორიო გზა უფლისა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი. შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება" (ეზეკ. 18:19-30).

ხოლო წინასწარმეტყველ იერემიასთან, რომელიც ქრისტეს მოსვლას წინასწარმეტყველებდა, ნათქვამია: "იმხანად აღარ იტყვიან: მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს მოეკვეთათო კბილები. რადგან ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება; ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს" (იერ. 31:29-30).


აი, მართლმადიდებლური სწავლება. ანუ, არავის ეკისრება პასუხისმგებლობა მამათა და წინაპართა ცოდვებისთვის. ცოდვით მემკვიდრეობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ (რადგან ცოდვილად მცხოვრები მშობლების სნეულებანი, თვისებანი და ხასიათი დიახაც რომ გადადის მემკვიდრეობით), მაგრამ არა პასუხისმგებლობაზე მამათა ცოდვის გამო.

რადგან, უფალს არ სურს ბოროტეულის წარწყმედა... რადგან "თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს..." (ეზეკ. იქვე).


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
sandro40   დაწყევლა სასულიერო პირის მიერ   Jul 11 2011, 08:15 PM
მხევალი ნინო   წმინდა სინოდის სხდ...   Jul 11 2011, 08:24 PM
sandro40   მხევალი ნინო ასეთი...   Jul 11 2011, 08:27 PM
მხევალი ნინო   sandro40 ვინ გითხრა რომ...   Jul 11 2011, 08:37 PM
sandro40   მხევალი ნინო სოც ქ...   Jul 11 2011, 08:45 PM
მხევალი ნინო   sandro40 ვერ გიპასუხებ...   Jul 11 2011, 08:48 PM
ikanosi   sandro40 და ვინ გითხრათ ...   Jul 11 2011, 09:15 PM
lingvo   sandro40 ეს ცილისწამება...   Jul 11 2011, 09:55 PM
sandro40   sandro40 ეს ცილისწამება...   Jul 11 2011, 10:28 PM
თამარი_ცქნაფო   sandro40 ეს ცილისწამება...   Jul 13 2011, 02:46 PM
მხევალი ნინო   sandro40 და ეს ადასტურე...   Jul 11 2011, 10:31 PM
ikanosi   ქართველები არ არი...   Jul 11 2011, 10:33 PM
sandro40   http://www.youtube.com/watch?v=i6Hoj-zPkZU...playe...   Jul 11 2011, 11:34 PM
ikanosi   sandro40 კომენტარებიც htt...   Jul 11 2011, 11:35 PM
sandro40   sandro40 კომენტარებიც ht...   Jul 11 2011, 11:39 PM
GIORGI LELUASHVILI   sandro40 დიდი ამბავი, ძმ...   Jul 12 2011, 03:39 PM
sandro40   http://www.youtube.com/watch?v=yhYgpxO9m7A...   Jul 13 2011, 12:53 AM
GIORGI LELUASHVILI   sandro40 მაგიტომ გირჩიე...   Jul 13 2011, 11:10 AM
sandro40   sandro40 მაგიტომ გირჩი...   Jul 13 2011, 04:30 PM
ქევანა   lingvo რატოა ცილისწამე...   Jul 13 2011, 02:40 PM
lingvo   ქევანა თამარი_ცქნა...   Jul 13 2011, 03:52 PM
თამარი_ცქნაფო   lingvo კარგი რა, თუ ეს დ...   Jul 13 2011, 04:41 PM
ქევანა   lingvo სურათებიც ედო.... ...   Jul 13 2011, 06:00 PM
თამარი_ცქნაფო   ქევანა კაი, გეხვეწ...   Jul 13 2011, 06:12 PM
afxazi   მე ვფიქრობ ამ შემთ...   Jul 13 2011, 06:15 PM
GIORGI LELUASHVILI   sandro40 "თუმცა არ არს...   Jul 13 2011, 06:17 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI :D :D :D იგივ...   Jul 13 2011, 06:34 PM
karpaki   relaqsaciaa ertgvari :P   Jul 13 2011, 06:37 PM
lingvo   afxazi ქევანა თამარი_ც...   Jul 13 2011, 07:22 PM
თამარი_ცქნაფო   afxazi ქევანა თამარი_ც...   Jul 14 2011, 12:02 PM
GIORGI LELUASHVILI   afxazi ეს ციტატა საერთ...   Jul 13 2011, 07:24 PM
ქევანა   თამარი_ცქნაფო ა, მა...   Jul 14 2011, 01:25 PM
sandro40   GIORGI LELUASHVILI ეტყობა ძალ...   Jul 14 2011, 10:09 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ძალიან მიკ...   Jul 15 2011, 10:57 AM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI ძალიან მიკ...   Jul 23 2011, 09:51 AM
davithet   ეს ტყუილია... მაგალ...   Jul 23 2011, 10:08 AM
Otherguy   ეს ძველ აღთქმაში წ...   Jul 23 2011, 10:13 AM
davithet   რა შუაშია ძველი აღ...   Jul 23 2011, 10:17 AM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI "აკურთხ...   Jul 15 2011, 11:18 AM
ქევანა   dzvelmartlmadidebeli ეს ვინ გამო...   Jul 15 2011, 12:39 PM
GIORGI LELUASHVILI   sandro40 გაგება შენ გიჭ...   Jul 15 2011, 01:20 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli როგორც სოფ...   Jul 15 2011, 01:45 PM
GIORGI LELUASHVILI   15.წყეულიმც იყოს, ვი...   Jul 15 2011, 02:04 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI როდინდელს ...   Jul 15 2011, 04:01 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა მერე ძველი ...   Jul 15 2011, 04:17 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI არ გაუქმებ...   Jul 15 2011, 04:39 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა კაცო ადამი...   Jul 15 2011, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli   ქევანა როგორ გეკა...   Jul 15 2011, 05:24 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI ჰა წაიკითხე...   Jul 15 2011, 07:42 PM
dzvelmartlmadidebeli   ქევანა არა, რა დაც...   Jul 15 2011, 08:17 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა ეს ლინკი რო...   Jul 15 2011, 09:18 PM
A.V.M   1-გიყვარდეთ მტერი თ...   Jul 16 2011, 01:47 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M უფლის მტერი არი...   Jul 16 2011, 05:23 PM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli[quote]   Jul 16 2011, 06:16 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M თუ მართლმადიდე...   Jul 17 2011, 02:12 PM
A.V.M   მოდი ასე ვთქვათ   Jul 17 2011, 02:19 PM
dzvelmartlmadidebeli   RE: დაწყევლა სასულიერო პირის მიერ   Jul 17 2011, 08:21 PM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli ძალიან ცუდ...   Jul 17 2011, 08:32 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ეთი სასულიერო პი...   Jul 17 2011, 08:47 PM
A.V.M   GIORGI LELUASHVILI იმედია შენ ...   Jul 17 2011, 09:04 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M მე არ ვლაპარაკობ...   Jul 17 2011, 09:09 PM
A.V.M   [quote]   Jul 17 2011, 09:42 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M საინტერესო იქნე...   Jul 17 2011, 10:29 PM
A.V.M   GIORGI LELUASHVILI მართლა კარგ...   Jul 17 2011, 10:51 PM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M თქვენი სურვილი ...   Jul 17 2011, 11:44 PM
A.V.M   d   Jul 18 2011, 01:23 AM
dzvelmartlmadidebeli   A.V.M კეთილი, ეგრე იყო...   Jul 18 2011, 10:25 AM
Oldorthodox   dzvelmartlmadidebeli რაღაც მაინ...   Jul 22 2011, 03:08 AM
მხევალი ნინო   Oldorthodox ეს მე გაბრიელ...   Jul 22 2011, 09:34 AM
Oldorthodox   მხევალი ნინო ნუ რა...   Jul 22 2011, 02:23 PM
davithet   ყოველი წყევლას თავ...   Jul 22 2011, 03:20 PM
dzvelmartlmadidebeli   Oldorthodox ბერ გაბრიელზ...   Jul 22 2011, 11:40 PM
davithet   Oldorthodox ბერ გაბრიელზე...   Jul 23 2011, 01:21 AM
Oldorthodox   dzvelmartlmadidebeli ვინც კათაკ...   Jul 23 2011, 01:34 AM
dzvelmartlmadidebeli   davithet ქრისტე ცოდვილ...   Jul 23 2011, 11:39 AM
Otherguy   dzvelmartlmadidebeli ბოდიშს გიხ...   Jul 23 2011, 12:03 PM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy გმადლობთ, მაგრ...   Jul 23 2011, 01:22 PM
Otherguy   Otherguy გმადლობთ, მაგრ...   Jul 23 2011, 01:42 PM
davithet   ხო მე არ ვიცი - თუ მა...   Jul 23 2011, 03:16 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy რაღა დროს სჯულ...   Jul 23 2011, 03:33 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI აუჰ, ეს რა დ...   Jul 23 2011, 03:37 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ჰა ჰააა:D რე...   Jul 23 2011, 03:41 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI დიდი სჯული...   Jul 23 2011, 04:45 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy ნუ გავიწყდება, ...   Jul 23 2011, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ე. ი. გამომც...   Jul 23 2011, 06:21 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI და მრავალი ...   Jul 23 2011, 06:35 PM
Oldorthodox   Otherguy არა ეგენი მღვდ...   Jul 23 2011, 06:49 PM
Otherguy   Otherguy არა ეგენი მღვდ...   Jul 23 2011, 07:10 PM
Oldorthodox   Otherguy პასუხისმგებლო...   Jul 24 2011, 01:35 AM
A.V.M   ეკლესია   Jul 24 2011, 11:22 PM
GIORGI LELUASHVILI   განიკითხეთ, განიკი...   Jul 26 2011, 09:52 PM
A.V.M   წყვილ-წყვილად. :lol: :D ...   Jul 28 2011, 08:31 PM
sandro40   ერთ-ერთ სოც ქსელში ...   Aug 11 2011, 08:53 AM
GIORGI LELUASHVILI   sandro40 კანდელში ნახში...   Aug 12 2011, 10:05 AM
sandro40   sandro40 კანდელში ნახშ...   Aug 13 2011, 06:15 PM
gio9   დაწყევლა სასულიერ...   Aug 12 2011, 10:57 AM
GIORGI LELUASHVILI   gio9 ეს სხვა საკითხია...   Aug 13 2011, 01:55 PM
GIORGI LELUASHVILI   sandro40 შესაძლოა ასეთი ...   Aug 13 2011, 06:31 PM
A.V.M   უფრო ზუსტად ასე ჩა...   Aug 15 2011, 06:46 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th June 2024 - 07:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი