დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
arcivi9 |
Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? |
guest1 |
Jul 18 2011, 08:56 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
გამარჯობა და უფალი ფარავდეს საქართველოს და ყველა სიმართლის მადიდებელ და სიკეთის მკეთებელ კაცს.
გიორგი ლალუაშვილს სრულიად ვეთანხმები და იმიტომ კი არ ვეთანხმები, რომ მართალს ამბობს, იმიტომ რომ ასე ამბობენ წმინდანები. წმინდანში ღვთის სული საუბრობს და ღვთის სულისაგან წმინდა და შეუბღალავი სიტყვა გამოდის. "წმინდანები ცდებიან" ტიპის განცხადებები არის, რბილად რომ ვთქვათ, დემაგოგია. წმინდანი არ ცდება, როცა ამბობს, ამას და ამას ღვთისაგან გეუბნებითო. რამოდენიმე კითხვა დაისვა და ამ კითხვებზე წმინდანებს უკვე გაცემული აქვთ პასუხები. ჩვენ მხოლოდ ერთი მოგვეთხოვება: რწმენა! რწმენა მათი სიტყვებისა. სატანის (შორს ჩვენგან და დაგვიფარე უფალო) მიზანი სწორედ ეგ არის, სიმწიდესთან არ მიგვიყვანოს. რაში ეტყობა საქართველოს გაბრწყინება და რატომ გვიჭირსო - ზოგი კითხულობს. წმინდანები პასუხობენ: გაბრწყინება დოლარების ფრიალი კი არ იქნებაო, არამედ სულიერი აღმავლობაო. საქართველოს სულიერი აღმავლობა რომ დაიწყო, რათ უნდა ამას კამათი? ან ეკლესიაში არ უნდა დადიოდეს ადამიანი, ან კიდევ დადის და ვერ ხედავს, ან ხედავს და სიბოროტისაგან საწინააღმდეგოს ამბობს. მცირე ზომის ეკლესიებიც რომ ხალხისაგან არის სავსე, ტევა არ არის ეკლესიაში და ზაფხულში, ამ დახუთულ ჰაერში, ხალხი (მოხუცებიც და ბავშვებიც კი) ფეხზე დგას ღვთსმსახურების დროს, ეს სულიერი აღმავლობა არ არის? არის ბატონებო, არის. რატომ არ წერია ბიბლიაში ის, რომ საქართველოში ანტიქრისტე არ გამეფდება და რომ ანტიქრისტე ყველგან გაბატონდება? მამა გაბრიელმა (რომელიც უდიდესი წმინდანი იყო და რომელშიც თვით მამა ღმერთი საუბრობდა ბევრჯერ) აშკარად სთქვა, რომ "ვაი იმას, ვინც წმინდა წერილს ცვლისო." ანუ, წმინდა წერილში არის შეცვლილი რაღაცეებიო. ერთ-ერთი არის ზუსტად ის, რომ ანტიქრისტე ყველგან გაბატონდება. სხვათაშორის, მამა გაბრიელის ეს პასუხი, როგორც მახსოვს, ზუსტად ამ კითხვის შემდეგ იქნა ნაპასუხები. მეორეც, წმინდა წერილში აშკარად არის მითითებული ფილადელფიის ეკლესიაზე, რომელიც ქრისტეს არ უარყოფს და ბოლო ჟამამდე მოხდება მისი გადარჩენა. ამ ეკლესიაზე ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი ამბობდა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლურ სახეს წარმოადგენსო. ვინ თქვა ის, რომ საქართველო ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მასში ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს? უკვე ჩამოთვლილი იქნა გიორგის მიერ ის წმინდანები, რომლებიც ამბობენ და ამბობდენ ამას. forum.ge-ზე ამის თაობაზე ადრე დავდე ლინკები და მივუთითებ კიდევ. ქვემოთ არის ბმულები, სადაც მითითებული რამოდენომი ბმულზე და აქ აშკარად ჩანს, თუ რას ამბობდენ რუსი წმინდანები: აგერ ბატონო ბმული აგერ კიდევ ბმული ბმულებით |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი