![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
arcivi9 |
![]()
პოსტი
#201
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? ![]() ![]() |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#202
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
arcivi9
ციტატა აბა მე რას ვამბობ ამ თემაში? ასეთივე სისულეებია სხვაგანაც, მე ვგულისხმობ წიგნებს მასონებზე რომელიც ჩვენს ეკლესიებში იყიდება. მანდ ან წმინდა რუსული პროპაგანდაა ან უბრალოდ ტყუილი გააჩნია კონკრეტულად რას გულისხმობ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
arcivi9 |
![]()
პოსტი
#203
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
arcivi9 გააჩნია კონკრეტულად რას გულისხმობ. მასონების შეთქმულებებს "წმინდა" მართლმადიდებლური რუსეთის წინააღმდეგ რომელმაც თურმე მართლმადიდებელი მეფე მოკლეს (ისიც კი არ იციან რომ ნიკოლოზ II მისი დახვრეტის დროს მეფე აღარ იყო მას მერე რაც იგი ტახტიდან გადადგა), შეთქმულებებს სსრკ-ის წინააღმდეგ, მითს "დალესის დოქტრინის" შესახებ, მითს იმაზე რომ თითქოს ზბიგნევ ბზეჟინსკის ეთქვა "კომუნიზმის მერე ჩვენი მტერი მართლმადიდებლობა არისო" და ა.შ. მე მქონდა სახლში ერთი წიგნი მასონებზე და იქ წერა მსგავსი ზღაპრები |
guest1 |
![]()
პოსტი
#204
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 ![]() |
მასონების შეთქმულებებს "წმინდა" მართლმადიდებლური რუსეთის წინააღმდეგ რომელმაც თურმე მართლმადიდებელი მეფე მოკლეს (ისიც კი არ იციან რომ ნიკოლოზ II მისი დახვრეტის დროს მეფე აღარ იყო მას მერე რაც იგი ტახტიდან გადადგა), შეთქმულებებს სსრკ-ის წინააღმდეგ, მითს "დალესის დოქტრინის" შესახებ, მითს იმაზე რომ თითქოს ზბიგნევ ბზეჟინსკის ეთქვა "კომუნიზმის მერე ჩვენი მტერი მართლმადიდებლობა არისო" და ა.შ. მე მქონდა სახლში ერთი წიგნი მასონებზე და იქ წერა მსგავსი ზღაპრები მიუხედავად ამისა, მე ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ურყევი საბუთი გამაჩნია ამ ყველაფრისა და თვითმხილველი ვარ ამეებისა მეთქი. უბრალოდ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მტკიცედ მწამს ამის. შენნაირი ხალხის მსჯელობა ნამდვილად მაინტერესებს. შეიძლება ითქვას, რომ პროტოტიპი ხარ, ან უფრო სწორად სტანდარტული ასლი მგსავსი განცხადებების გამკეთებლებისა. ამიტომ დაგისმევდი რამოდენიმე კითხვას და თუ არ დაგეზარება, უპასუხე: საიდან უწოდებ ამ ყველაფერს სისულელეს? თვითმხილველი ხარ ამ ყველაფრის? თუ არა, მაშინ რა არგუმენტების საფუძველზე იძახი, რომ ეს ყველაფერი სისულელეა? არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ ცდებოდე? გისმენთ ბატონო GIORGI LELUASHVILI ციტატა აი, ამის შესახებ ერთ ძალიან მცოდნე და ჭკვიან მოძღვარს ვკითხე;ანუ რას ნიშნავდა ფილადელფიის ეკლესია, მე ვიცოდი, რომ მასში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იგულისხმებოდა.მან კი მითხრა:არავითარ შემთხვევაში, ეს პატრიარქმაც რომ თქვას, არ დაიჯეროო.იმიტომ რომ ეს აზრი ეწინააღმდეგება წმინდა მამათა სწავლებებსო.ანდაც რას ნიშნავს"საქართველოს ეკლესია"-ო, მაშინ რუსეთის, საბერძნეთის და სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა რაღა დააშავესო?არც ასეთი დაყოფა შეიძლებაო. მე ვერც იმას დავამტკიცებ ეს ყველაფერი ჭეშმარტია და ვერც იმას თუ მცდარია. მე შეიძლება მქონდეს რწმენა ამის რაობაზე. ფაქტია, რომ არსებობდა ბერძენი ბერი, კირილე ლავრიოტისი, რომელმაც ეს დაწერა. მაგ მოძღვრის ლოგიკას კი ვერ დავეთანხმები. მაშინ საერთოდ რას ქვია ფილადელფიის ეკლესია? რამ გაყო ფილადელფიის ეკლესია ეფესოს ეკლესიისაგან, ან სმირნის ან თეატირის და ა.შ. ეკლესიისაგან? ხომ ამბობს ამას აშკარად გამოცხადება? ამბობს. მეორეც, რა დააშავა ბერძნულმა ეკლესიამ, რომ დაღმავლობის გზაზეა და მართლმადიდებლური რწმენის გაქრობა ემუქრება? რა დააშავა რუსეთმა, რომ იქაც დაიწყო რწმენის დაკნინებამ?სხვა არ ვიცი.ეგ მოძღვარი სასულიერო აკადემიაში ასწავლის და ძალიან მცოდნე ადამიანია. მოკლედ რომ ვთქვათ, მაგ ლოგიკით შეუძლებელია მაგის თქმა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 02:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი