დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
arcivi9 |
Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? |
George Leluashvili |
Jul 18 2011, 10:24 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
guest1
ციტატა მე ვერც იმას დავამტკიცებ ეს ყველაფერი ჭეშმარტია და ვერც იმას თუ მცდარია. მე შეიძლება მქონდეს რწმენა ამის რაობაზე. ფაქტია, რომ არსებობდა ბერძენი ბერი, კირილე ლავრიოტისი, რომელმაც ეს დაწერა. მაგ მოძღვრის ლოგიკას კი ვერ დავეთანხმები. მაშინ საერთოდ რას ქვია ფილადელფიის ეკლესია? რამ გაყო ფილადელფიის ეკლესია ეფესოს ეკლესიისაგან, ან სმირნის ან თეატირის და ა.შ. ეკლესიისაგან? ხომ ამბობს ამას აშკარად გამოცხადება? ამბობს. მეორეც, რა დააშავა ბერძნულმა ეკლესიამ, რომ დაღმავლობის გზაზეა და მართლმადიდებლური რწმენის გაქრობა ემუქრება? რა დააშავა რუსეთმა, რომ იქაც დაიწყო რწმენის დაკნინებამ?მოკლედ რომ ვთქვათ, მაგ ლოგიკით შეუძლებელია მაგის თქმა. ჰო, სწორი ხარ. ჯერ მარტო ერთ პიროვნებას ვერ დაეთანხმები იმხელა საკითხში, როგორიც აპოკალიფსია.თან არც წმინდანადაა მგონი ეგ ბერი შერაცხული. ეკლესია ეკლესიაა:წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო.იგი განუყოფელი და ერთიანია.ჩვენ ყველანი:ქართველები, რუსები, ბერძნები, სერბები, ბულგარელები და ა.შ, ერთი-მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ვართ, ძმები ვართ და იმის თქმა, რომ საქართველოს ეკლესია უფრო "მაგარია", ძალიან დიდი ამპარტავნება და დაყოფაა. ასე, რომ უფალს მივენდოთ.იყოს ნება მისი როგორც ცაში, ისე დედამიწაზე. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
guest1 |
Jul 18 2011, 10:50 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
guest1 ჰო, სწორი ხარ. ჯერ მარტო ერთ პიროვნებას ვერ დაეთანხმები იმხელა საკითხში, როგორიც აპოკალიფსია.თან არც წმინდანადაა მგონი ეგ ბერი შერაცხული. ეკლესია ეკლესიაა:წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო.იგი განუყოფელი და ერთიანია.ჩვენ ყველანი:ქართველები, რუსები, ბერძნები, სერბები, ბულგარელები და ა.შ, ერთი-მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ვართ, ძმები ვართ და იმის თქმა, რომ საქართველოს ეკლესია უფრო "მაგარია", ძალიან დიდი ამპარტავნება და დაყოფაა. ასე, რომ უფალს მივენდოთ.იყოს ნება მისი როგორც ცაში, ისე დედამიწაზე. და ის რომ, ვთქვათ "საქართველოს აპოკალიპსური მნიშვნელობა აქვს" არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ამპარტავნების ნაყოფს. მე რომ ასე მწამს, ამით (და ყველა ნორმალური მართლმადიდებელი) კიდევ უფრო ვმდაბლდები უფლის წინაშე და კიდევ უფრო ვადიდებ მის ნებასა და განგებას; კიდევ უფრო მეტად ვთხოვ მტრების პატიებასა და მოქცევას. ბოროტის განზრახვაა ის, რომ ასეთ აზრს უწოდოს ამპარტავნობა და კიდევ სხვა სახელი. მე რა უფლება მაქვს სხვანაირად ვიწამო, როცა ღვთის წმინდანი ამბობს ასე? და თუ ღვთის წმინდანი ამბობს ასე და ჩვენ გვწამს იმ წმინდანის ღვთიურობის, მაშინ შეიძლება ამის დაფარვა მორწმუნისაგან? არა, რა თქმა უნდა. ბევრი შეიძლება ამპარტავნობით საუბრობდეს ამ საკითხით, მაგრამ ეს მათი უგუნურების ბრალია. გარდა ამისა, თუ ვიცით, რომ რაც უფრო მეტი მოგვეცა მით უფრო მეტი მოგვეკითხება, მაშინ არ უნდა ვიცოდეთ რამდენი მოგვეცა? უნდა ვიცოდეთ, რა თქმა უნდა. ეს არის მნიშვნელოვანი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი