დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს |
arcivi9 |
Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 |
ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"
და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან...... საიდან ასეთი აზრები? გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? |
afxazi |
Jul 18 2011, 02:58 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
A.V.M
ციტატა აქამდე მე და გიორგი ვამტკიცებდით მხოლოდ,რომ არ შეიძლება ერთ კაცს(როგორი განათლებულიც არ უნდა იყოს)წმინდა სინოდის ყველა წევრზე მეტი სულიერება და ტვინი ჰქონდეს.კარგია,რომ შენც შემოგვემატე. ციტატა ფანატიზმისა და ბრმად მინდობის წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ არასწორად უყურებ საკითხს, რადგან მასში გარკვევაა საჭირო. უპირველესად ვიტყვი, რომ ბატონი ედიშერ ჭელიძე (ვის მიმართაც ჩემდა სამწუხაროდ მრავალსა და მრავალს სრულიად უსაფუძვლო სიძულვილი აქვს), ჩემთვის პირადად ძალიან დაფასებული პიროვნებაა. მან ძალიან კარგად იცის პატრისტიკა და ესაა მისი დიდი უპირატესობა. როდესაც საუბრობთ, რომ ედიშერი ცდება, უნდა ვთქვათ კონკრეტულად რაში ცდება, რადგან ზეპირად ასეთი საუბრი მიუღებელია. ამასთან, როდესაც რაიმე თეოლოგიურ საკითხზე წერს ის, არასოდეს საკუთარ დასკვნებს არ გვთავაზობს, არამედ ყოველთვის მოაქვს ციტატები და ამ სახით წერს პასუხს. ამიტომ როდესაც ვამბობთ, რომ იგი ცდება, ვუშვებთ, რომ მის მიერ მოტანილი ციტატებია მცდარი. ეს კი ერთი ხელის მოსმით ამგვარად ვერ გადაწყდება. ედიშერი პატროლოგია (მეცნიერება პატრისტიკის შესაახებ) და ამ შემთხვევაში მას აქვს მეცნიერული შეხედულებები. ამ მხრივ შეიძლება მას არ დავეთანხმოთ ან დავეთანხმოთ, რადგან ეს მეცნეირებაა და მხოლოდ ამა თუ იმ ნაშრომის წარმომავლობას, ავტორის საკითხს და ა. შ ეხება. მაგრამ როდესაც საუბარია თეოლოგიურ საკითხზე, აქ სახეზეა ციტატები მამათა შრომებიდან და მეტი არაფერი. guest1 ციტატა თეოლოგს პირველ რიგში უწყვეტი ლოცვის მადლი უნდა ჰქონდეს ღვთისაგან. ასეა ეს და ამას ამბობენ წმინდანები. ჩვენ არავინ არ ვიცით შინაგანად ვინ რა ქრისტიანია და ამიტომ მცდარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ავაზაკს ყველა ლანძღავდა (გარეგნულად ის ავაზაკი იყო), მაგრამ პირველი შევიდა სასუფეველში. უფალი გულს ხედავს და არა გარეგან რაღაც ქმედებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყალბია ხოლმე. ამ თემაში საუბარი იყო პეტრე იბერის, აკაკი წერეთლის და იაკობ გოგებაშვილის წმინდანად შერაცხვის შესახებ და ითქვა, რომ შეუძლებელია ერთი კაცი პატრიარქზე და წმ. სინოდზე აღმატებული იყოს. ესეც არის უკიდურესად მცდარი და უადგილო შედარება. ჯერ ეს ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ შეუმცდარი მხოლოდ მსოფლიო კრებაა, ადგილობრივ კრებას კი ეს პატივი არ განეკუთვნება (შეიძლება განეკუთვნოს რომელიმე კონკრეტულ კრებას მსოფლიო ეკლესიის მიერ, მაგრამ არანაირად ზოგადი შინაარსით). ყველა კრება რომ შემცდარად მივიჩნიოთ, ასე ძალიან დიდ ცდომილებაში გადავარდებოდით და იძულებული ვიქნებოდით გვეღიარებინა IV ს-ში გამართული არაერთი კრება, რომლებმაც არიანელები გაამართლეს და ათანასე ალექსანდრიელი განდევნეს, აგრეთვე იძულებული ვიქნებოდით გვეღიარებინა 449 წლის ავაზაკთა კრება, რომელმაც შეაჩვენა კირილე ალექსანდრიელი, აგრეთვე 754 წლის კრება (რომელზეც 300-ზე მეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა), რომელმაც ხატმებრძოლობა ოფიციალურ დოქტრინად გამოაცხადა და ა.შ. ასე რომ კარგად უნდა გვესმოდეს რა ან ვინ ანიჭებს კრებას უცდომელობის სტატუსს. ეს არის მსოფლიო კრება, რომელიც ამგვარად აღიარებულია ეკლესიური წიაღის მიერ. რაც შეეხება შემთხვევას პეტრე იბერთან დაკავშირებით. არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე გამოტანილი დადგენილება შეიცვალა (და ეს არც არის ტრაგედია). ფაქტია, რომ რომ არა ედიშერი ეს დადგენილება არ შეიცვლებოდა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ერთი კაცი უფრო აღმატებულია და ა.შ. პირიქით, შესაძლოა უკანასკნელიცაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეკლესია მხოლოდ ლოცვით არ ებრძოდა ამა თუ იმ გაუკუღმართებას, საჭირო იყო დიდი ცოდნაც, რომ ძირფესვიანად აღმოფხვრილიყო გაუკუღმართება. ასე რომ აუცილებელია ძირფესვიანი საღვთისმეტყველო ცოდნა, პატრისტიკული ცოდნა და ა. შ. მე მგონი ტრაგედია არ იქნება ვთქვათ, რომ ედიშერს დიდი ცოდნა აქვს ამ მხრივ და შეუძლია მას სინოდს მიაწოდოს ისეთი ცნობა, რომელიც გადამწყვეტი იქნება. არ მაქვს საუბარი აკაკი წერეთლის და იაკობ გოგებაშვილის შემთხვევაზე. უნდა ვიცოდეთ ამასთან ისიც, რომ სინოდი არსებობს ეკლესიაში იმისთვის, რომ მართოს ეკლესია. დაიცვას იგი შემოტევებისაგან და ა.შ. და თუკი რაიმე საღვთისმეტყველო საკითხზე ატყდება დავა (რაც არაერთი იყო ბოლო ხანს), სინოდი ქმნის კომისიას, სადაც ერისკაცებიც შედიან და იძიებს აღნნულ საკითხს (ახალ რამეს კი არ აღმოაჩენს, არამედ უკვე არსებულს გამოეძიებს). ციტატა მამა გაბრიელმა (რომელიც უდიდესი წმინდანი იყო და რომელშიც თვით მამა ღმერთი საუბრობდა ბევრჯერ) აშკარად სთქვა, რომ "ვაი იმას, ვინც წმინდა წერილს ცვლისო." ჩვენ ხშირად გვეხერხება კრიტიკა, მაგრამ როდესაც საკუთარ თავზე რაიმეს გავიგებთ ამგვარს, ამშინვე ვღიზიანდებით და აგრესიული ვხდებით. რისი ბრალია ეს? ჩვენ ვაკრიტიკებთ ედიშერს, რომ წარმოუდგენელია მას, ერთს სინოდზე აღმატებული ცოდნა გააჩნდეს და ა.შ. ამ დროს კი ისეთ რამეს ვამბობთ, რაზეც არ არსებობს სინოდის გაჩინება. ჩვენ წმინდანად მოვიხსენიებთ ადმაიანს, მაშინ როცა კრების დადგენილება არ არსებობს. გამოდის თუ არ აიგივე? ვიცი გამიბრაზდებით და მეტყვით შენ მამა გაბრიელს ცუდად მოიხსენიებო, მაგრამ ეს აბსურდია. მე მამა გაბრიელს კი არ მოვიხსენიებ ცუდად, არამედ მიუღებლად მიმაჩნია სინოდის როლის განკუთვნა. რაც შეეხება მეორედ მოსვლის და მასთან საქართველოს საკითხს. საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანა გაბრწყინდება არის აბსოლუტურად იუდაისტური შეხედულება. სწორედ ასე ფიქრობდნენ იუდეველები, რომ მხოლოდ ისრაელი გამეფდებოდა მთელ ქვეყანაზე და ისინი იქნებოდნენ ცენტრალური ფიგურები მთელ მსოფლიოში. რატომ არ გაამეფა ისინი ქრისტემ მთელ მსოფლიოზე? იმიტომ, რომ ქრისტემ ზეციური სასუფეველი იქადაგა და არა ქვეყნიური სამოთხე. სხვათაშორის პირველ საუკუნეებში აქტიურად იყო გავრცელებული ე.წ. ქილიაზმის ერესი, რომელიც საუბრობდა იმის შესახებ, რომ მეორედ მსოვლამდე 1000 წლით ადრე აღდგებოდნენ წმინდანები და ქრისტესთან ერთად იმეფებდნენ ამ ქვეყანაზე, ხოლო შემდეგ მოხდებოდა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა. ეკლესიამ ეს შეხედულება დაგმო, რადგან სასუფეველი არა აქ, არამედ "ზემოთაა". ამასთან ქრისტიანობაში არ არსებობს "რჩეული ერის" გაგება ეროვნული ნიშნით. არსებობს "რჩეული ერი" და ეს ქრისტიანთა ერია, ანუ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი "რჩეული ერის" წარმომადგენელია. ამასთან ითქვა, რომ სულიერი აღმავლობა არანაირად არ ნიშნავს გარეგნულ აღმავლობას (ზოგადი, ქვეყნის გაგებით). ესეც მცდარია, რადგან საქართველოს ისტორიაზე თვალის აგდავლება ამაში ნათლად გვარწმუნებს. როდესაც იყო სულიერად მძლავრად ერი, მაშინ ის პოლიტიკურადაც ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო იყო. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ სულიერი აღმავლობა ფიზიკურ აღმავლობასაც იწვევს. რა ხდება დღეს ჩვენთან? სამწუხაროდ აღარ გავაგრძელებ, რადგან მაინც ვერ გამიგებთ. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ რაოდენობა არასოდეს არ არის გადამწყვეტი. პირველი საუკუნეების ეკლესიაში მინიმალური რაოდენობა იყო მორწმუნეებისა, მაგრამ დღესაც კი სანატრელად გვიხდება მაშინდელი ქრისტიანობა. იმდენად ცოცხალი იყო ამშინ რწმენა, რომ სულიწმინდის მოქმედებას ხილულად ხედავდა ყველა ნათელღებული. სამწუხაროდ ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ქრისტემ პიროვნება დააყენა პირველა დგილზე და არა წარმომავლობა, წოდება თუ სხვა რამ. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ადრეა მეორედ მსოვლა, ამაზე ანდრეი კურაევის ერთი ციტატა მინდა დავწერო: "წინასწარმეტყველებთან" საუბრის დროს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტე უახლოეს წლებში ავა ტახტზე, ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ჩემს თანამოსაუბრეებს გულწრფელად დასწყდებათ გული ასე თუ არ მოხდება. მაგრამ თუკი ჭორები ანტიქრისტეზე დადასტურდება, ძალიან გაუხარდებათ და აუცილებლად ნიშნის მოგებით იტყვიან: "ჩვენ ხომ ვამბობდით". -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი