IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს
arcivi9
პოსტი Jun 14 2011, 11:08 PM
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



ესე იგი, როგორც მიჩნეულია ანტიქრისტე მოვა მომავალში და სხვადასხვა საშუალებით მთელს მსოფლიოს დაიპყრობს როგორ მესია, ეს არის ზოგადად მიღებული აზრი. "გამოცხადებაშიც" ხომ ასე წერია: "აიძულა ყველა-პატარა და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები-მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე"

და ასეთ დროს მე მესმის თურმე საქართველოში ანტიქრისტე ვერ შემოვა, რომ იგი აქ ტახტს ვერ დაიდგამს, რომ თურმე წმინდა მართლმადიდებლური რუსეთის მეფის შიში ექნება, რომ თურმე რუსეთი სხვა სლავურ (საინტერესოა აქ კათოლიკური პოლონეთის იგულისხმება და ისლამური ბოსნიაც?) ქვეყნებთან დაცული იქნება ანტიქრისტესგან......

საიდან ასეთი აზრები? rolleyes.gif გამოდის რომ ეს ვაჟბატონი სულაც არ იქნება ისეთი საშიში როგორსაც გვიხატავენ თუ ამოდენა სლავურ ("მართლმადიდებლური" მაინც ეთქვათ, "სლავური" რა შუაშია რელიგიასთან?) იმპერიას ვერ მოერევა და მით უმეტეს თუ აქ, ჩვენთან ვერ შემობრძანდება, ესე იგი შეგვიძლია წყნარად ვიყოთ? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Jul 18 2011, 02:58 PM
პოსტი #42


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A.V.M

ციტატა
აქამდე მე და გიორგი ვამტკიცებდით მხოლოდ,რომ არ შეიძლება ერთ კაცს(როგორი განათლებულიც არ უნდა იყოს)წმინდა სინოდის ყველა წევრზე მეტი სულიერება და ტვინი ჰქონდეს.კარგია,რომ შენც შემოგვემატე.


ციტატა
ფანატიზმისა და ბრმად მინდობის წინააღმდეგი ვარ.


ვფიქრობ არასწორად უყურებ საკითხს, რადგან მასში გარკვევაა საჭირო.

უპირველესად ვიტყვი, რომ ბატონი ედიშერ ჭელიძე (ვის მიმართაც ჩემდა სამწუხაროდ მრავალსა და მრავალს სრულიად უსაფუძვლო სიძულვილი აქვს), ჩემთვის პირადად ძალიან დაფასებული პიროვნებაა. მან ძალიან კარგად იცის პატრისტიკა და ესაა მისი დიდი უპირატესობა.

როდესაც საუბრობთ, რომ ედიშერი ცდება, უნდა ვთქვათ კონკრეტულად რაში ცდება, რადგან ზეპირად ასეთი საუბრი მიუღებელია. ამასთან, როდესაც რაიმე თეოლოგიურ საკითხზე წერს ის, არასოდეს საკუთარ დასკვნებს არ გვთავაზობს, არამედ ყოველთვის მოაქვს ციტატები და ამ სახით წერს პასუხს. ამიტომ როდესაც ვამბობთ, რომ იგი ცდება, ვუშვებთ, რომ მის მიერ მოტანილი ციტატებია მცდარი. ეს კი ერთი ხელის მოსმით ამგვარად ვერ გადაწყდება. ედიშერი პატროლოგია (მეცნიერება პატრისტიკის შესაახებ) და ამ შემთხვევაში მას აქვს მეცნიერული შეხედულებები. ამ მხრივ შეიძლება მას არ დავეთანხმოთ ან დავეთანხმოთ, რადგან ეს მეცნეირებაა და მხოლოდ ამა თუ იმ ნაშრომის წარმომავლობას, ავტორის საკითხს და ა. შ ეხება. მაგრამ როდესაც საუბარია თეოლოგიურ საკითხზე, აქ სახეზეა ციტატები მამათა შრომებიდან და მეტი არაფერი.

guest1

ციტატა
თეოლოგს პირველ რიგში უწყვეტი ლოცვის მადლი უნდა ჰქონდეს ღვთისაგან. ასეა ეს და ამას ამბობენ წმინდანები.


ჩვენ არავინ არ ვიცით შინაგანად ვინ რა ქრისტიანია და ამიტომ მცდარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ავაზაკს ყველა ლანძღავდა (გარეგნულად ის ავაზაკი იყო), მაგრამ პირველი შევიდა სასუფეველში. უფალი გულს ხედავს და არა გარეგან რაღაც ქმედებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყალბია ხოლმე.


ამ თემაში საუბარი იყო პეტრე იბერის, აკაკი წერეთლის და იაკობ გოგებაშვილის წმინდანად შერაცხვის შესახებ და ითქვა, რომ შეუძლებელია ერთი კაცი პატრიარქზე და წმ. სინოდზე აღმატებული იყოს.

ესეც არის უკიდურესად მცდარი და უადგილო შედარება. ჯერ ეს ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ შეუმცდარი მხოლოდ მსოფლიო კრებაა, ადგილობრივ კრებას კი ეს პატივი არ განეკუთვნება (შეიძლება განეკუთვნოს რომელიმე კონკრეტულ კრებას მსოფლიო ეკლესიის მიერ, მაგრამ არანაირად ზოგადი შინაარსით). ყველა კრება რომ შემცდარად მივიჩნიოთ, ასე ძალიან დიდ ცდომილებაში გადავარდებოდით და იძულებული ვიქნებოდით გვეღიარებინა IV ს-ში გამართული არაერთი კრება, რომლებმაც არიანელები გაამართლეს და ათანასე ალექსანდრიელი განდევნეს, აგრეთვე იძულებული ვიქნებოდით გვეღიარებინა 449 წლის ავაზაკთა კრება, რომელმაც შეაჩვენა კირილე ალექსანდრიელი, აგრეთვე 754 წლის კრება (რომელზეც 300-ზე მეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა), რომელმაც ხატმებრძოლობა ოფიციალურ დოქტრინად გამოაცხადა და ა.შ.

ასე რომ კარგად უნდა გვესმოდეს რა ან ვინ ანიჭებს კრებას უცდომელობის სტატუსს. ეს არის მსოფლიო კრება, რომელიც ამგვარად აღიარებულია ეკლესიური წიაღის მიერ.

რაც შეეხება შემთხვევას პეტრე იბერთან დაკავშირებით. არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე გამოტანილი დადგენილება შეიცვალა (და ეს არც არის ტრაგედია). ფაქტია, რომ რომ არა ედიშერი ეს დადგენილება არ შეიცვლებოდა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ერთი კაცი უფრო აღმატებულია და ა.შ. პირიქით, შესაძლოა უკანასკნელიცაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეკლესია მხოლოდ ლოცვით არ ებრძოდა ამა თუ იმ გაუკუღმართებას, საჭირო იყო დიდი ცოდნაც, რომ ძირფესვიანად აღმოფხვრილიყო გაუკუღმართება. ასე რომ აუცილებელია ძირფესვიანი საღვთისმეტყველო ცოდნა, პატრისტიკული ცოდნა და ა. შ. მე მგონი ტრაგედია არ იქნება ვთქვათ, რომ ედიშერს დიდი ცოდნა აქვს ამ მხრივ და შეუძლია მას სინოდს მიაწოდოს ისეთი ცნობა, რომელიც გადამწყვეტი იქნება.

არ მაქვს საუბარი აკაკი წერეთლის და იაკობ გოგებაშვილის შემთხვევაზე.

უნდა ვიცოდეთ ამასთან ისიც, რომ სინოდი არსებობს ეკლესიაში იმისთვის, რომ მართოს ეკლესია. დაიცვას იგი შემოტევებისაგან და ა.შ. და თუკი რაიმე საღვთისმეტყველო საკითხზე ატყდება დავა (რაც არაერთი იყო ბოლო ხანს), სინოდი ქმნის კომისიას, სადაც ერისკაცებიც შედიან და იძიებს აღნნულ საკითხს (ახალ რამეს კი არ აღმოაჩენს, არამედ უკვე არსებულს გამოეძიებს).

ციტატა
მამა გაბრიელმა (რომელიც უდიდესი წმინდანი იყო და რომელშიც თვით მამა ღმერთი საუბრობდა ბევრჯერ) აშკარად სთქვა, რომ "ვაი იმას, ვინც წმინდა წერილს ცვლისო."



ჩვენ ხშირად გვეხერხება კრიტიკა, მაგრამ როდესაც საკუთარ თავზე რაიმეს გავიგებთ ამგვარს, ამშინვე ვღიზიანდებით და აგრესიული ვხდებით. რისი ბრალია ეს?

ჩვენ ვაკრიტიკებთ ედიშერს, რომ წარმოუდგენელია მას, ერთს სინოდზე აღმატებული ცოდნა გააჩნდეს და ა.შ. ამ დროს კი ისეთ რამეს ვამბობთ, რაზეც არ არსებობს სინოდის გაჩინება. ჩვენ წმინდანად მოვიხსენიებთ ადმაიანს, მაშინ როცა კრების დადგენილება არ არსებობს. გამოდის თუ არ აიგივე?

ვიცი გამიბრაზდებით და მეტყვით შენ მამა გაბრიელს ცუდად მოიხსენიებო, მაგრამ ეს აბსურდია. მე მამა გაბრიელს კი არ მოვიხსენიებ ცუდად, არამედ მიუღებლად მიმაჩნია სინოდის როლის განკუთვნა.


რაც შეეხება მეორედ მოსვლის და მასთან საქართველოს საკითხს.

საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანა გაბრწყინდება არის აბსოლუტურად იუდაისტური შეხედულება. სწორედ ასე ფიქრობდნენ იუდეველები, რომ მხოლოდ ისრაელი გამეფდებოდა მთელ ქვეყანაზე და ისინი იქნებოდნენ ცენტრალური ფიგურები მთელ მსოფლიოში. რატომ არ გაამეფა ისინი ქრისტემ მთელ მსოფლიოზე? იმიტომ, რომ ქრისტემ ზეციური სასუფეველი იქადაგა და არა ქვეყნიური სამოთხე.

სხვათაშორის პირველ საუკუნეებში აქტიურად იყო გავრცელებული ე.წ. ქილიაზმის ერესი, რომელიც საუბრობდა იმის შესახებ, რომ მეორედ მსოვლამდე 1000 წლით ადრე აღდგებოდნენ წმინდანები და ქრისტესთან ერთად იმეფებდნენ ამ ქვეყანაზე, ხოლო შემდეგ მოხდებოდა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა. ეკლესიამ ეს შეხედულება დაგმო, რადგან სასუფეველი არა აქ, არამედ "ზემოთაა".

ამასთან ქრისტიანობაში არ არსებობს "რჩეული ერის" გაგება ეროვნული ნიშნით. არსებობს "რჩეული ერი" და ეს ქრისტიანთა ერია, ანუ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი "რჩეული ერის" წარმომადგენელია.

ამასთან ითქვა, რომ სულიერი აღმავლობა არანაირად არ ნიშნავს გარეგნულ აღმავლობას (ზოგადი, ქვეყნის გაგებით). ესეც მცდარია, რადგან საქართველოს ისტორიაზე თვალის აგდავლება ამაში ნათლად გვარწმუნებს. როდესაც იყო სულიერად მძლავრად ერი, მაშინ ის პოლიტიკურადაც ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო იყო. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ სულიერი აღმავლობა ფიზიკურ აღმავლობასაც იწვევს. რა ხდება დღეს ჩვენთან? სამწუხაროდ აღარ გავაგრძელებ, რადგან მაინც ვერ გამიგებთ.

აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ რაოდენობა არასოდეს არ არის გადამწყვეტი. პირველი საუკუნეების ეკლესიაში მინიმალური რაოდენობა იყო მორწმუნეებისა, მაგრამ დღესაც კი სანატრელად გვიხდება მაშინდელი ქრისტიანობა. იმდენად ცოცხალი იყო ამშინ რწმენა, რომ სულიწმინდის მოქმედებას ხილულად ხედავდა ყველა ნათელღებული.

სამწუხაროდ ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ქრისტემ პიროვნება დააყენა პირველა დგილზე და არა წარმომავლობა, წოდება თუ სხვა რამ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ადრეა მეორედ მსოვლა, ამაზე ანდრეი კურაევის ერთი ციტატა მინდა დავწერო:

"წინასწარმეტყველებთან" საუბრის დროს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტე უახლოეს წლებში ავა ტახტზე, ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ჩემს თანამოსაუბრეებს გულწრფელად დასწყდებათ გული ასე თუ არ მოხდება. მაგრამ თუკი ჭორები ანტიქრისტეზე დადასტურდება, ძალიან გაუხარდებათ და აუცილებლად ნიშნის მოგებით იტყვიან: "ჩვენ ხომ ვამბობდით".


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
arcivi9   დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს   Jun 14 2011, 11:08 PM
გიორგი   arcivi9 ანტიქრისტეს გა...   Jun 14 2011, 11:19 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 "თურმე-თუმე" ...   Jun 15 2011, 02:25 PM
arcivi9   გიორგი კი, წესით ა...   Jun 15 2011, 07:24 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 ზუსტად რა გაინტ...   Jun 15 2011, 07:39 PM
gabrieli.   ნაწინასწარმეტყვე...   Jun 16 2011, 02:59 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. კიარ მგონია მა...   Jun 16 2011, 03:01 PM
gabrieli.   შენი აზრით, რომელი ...   Jun 16 2011, 03:21 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. რათქმუნდა ნათ...   Jun 16 2011, 03:23 PM
gabrieli.   შეიძლება ზნეობა იქ...   Jun 16 2011, 03:27 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. მე თავიდანვე მ...   Jun 16 2011, 03:28 PM
gabrieli.   სადაც მართლმადიდე...   Jun 16 2011, 03:36 PM
GIORGI LELUASHVILI   შენ ეხლა ისე გამოგ...   Jun 16 2011, 03:39 PM
gabrieli.   მე ამერიკას კი არ ვ...   Jun 16 2011, 03:40 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. ზუსტად რომ უჩა...   Jun 16 2011, 03:42 PM
gabrieli.   ერის სიმრავლე ტაძა...   Jun 16 2011, 03:45 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. ეგ ვიცი,მაგრამ ...   Jun 16 2011, 03:50 PM
.zakaria.   ხალხნო რა გაბრწყინ...   Jun 16 2011, 03:58 PM
GIORGI LELUASHVILI   .zakaria. ეხლა შეიძლება,...   Jun 16 2011, 04:00 PM
gabrieli.   ვაი რა სიბნელეა, გა...   Jun 16 2011, 04:04 PM
.zakaria.   GIORGI LELUASHVILI მე არ ვიცი ა...   Jun 16 2011, 04:06 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. ჰო,ასე იფიქრე დ...   Jun 16 2011, 04:09 PM
gabrieli.   ხო საქართველოს სამ...   Jun 16 2011, 04:14 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. ეს შენ გამოთვა...   Jun 16 2011, 04:15 PM
davithet   ბიბლიურ ძველ ენის ...   Jun 16 2011, 04:20 PM
GIORGI LELUASHVILI   davithet კი,ის შთამომავ...   Jun 16 2011, 04:23 PM
arcivi9   GIORGI LELUASHVILI აი ის თუ საი...   Jun 16 2011, 06:10 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 მე მჯერა,რომ მა...   Jun 16 2011, 06:29 PM
A.V.M   GIORGI LELUASHVILI +100   Jun 16 2011, 08:40 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ;)   Jun 16 2011, 10:03 PM
A.V.M   ...საბოლოოდ კი...   Jun 17 2011, 01:13 AM
arcivi9   GIORGI LELUASHVILI კიი, და ბიბლ...   Jun 17 2011, 01:27 AM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 არ მოდის წინააღ...   Jun 17 2011, 08:41 AM
GIORGI LELUASHVILI   http://www.youtube.com/watch?v=9F6s1LCFfLk...   Jun 17 2011, 10:19 AM
ikanosi   arcivi9 GIORGI LELUASHVILI დაელოდო...   Jun 17 2011, 11:26 AM
arcivi9   GIORGI LELUASHVILI ტყუილი რატ...   Jun 17 2011, 11:27 AM
ikanosi   arcivi9 50 თუ 5 ვერც ამას ვ...   Jun 17 2011, 11:36 AM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 მოიშორე ეს ცინი...   Jun 17 2011, 11:41 AM
sopo...   giorgi leluashvili arcivi9 მოიშორე...   Jun 17 2011, 03:10 PM
gabrieli.   მართლმადიდებლობა ...   Jun 17 2011, 11:51 AM
arcivi9   gabrieli +1 ფაქტიურად ჩემ...   Jun 17 2011, 12:46 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 ეკლესიის მიერ შ...   Jun 17 2011, 02:01 PM
gabrieli.   მე მათზე მეტი ვიცი ...   Jun 17 2011, 02:57 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. და შენ რა იცი,რ...   Jun 17 2011, 05:15 PM
sopo...   GIORGI LELUASHVILI და რატომ მი...   Jun 17 2011, 07:09 PM
gabrieli.   ეგ კიდე დასაზუსტე...   Jun 17 2011, 07:01 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. ნამდვილად ამბ...   Jun 17 2011, 08:04 PM
A.V.M   ამინ!   Jun 17 2011, 09:06 PM
gabrieli.   რაარი სულიწმინდით...   Jun 17 2011, 09:13 PM
A.V.M   აი აქედან უნდა დავ...   Jun 17 2011, 09:20 PM
gabrieli.   მე არ განვიკითხავ, ...   Jun 17 2011, 09:25 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. ნუღარ იმეორებ ...   Jun 17 2011, 09:30 PM
gabrieli.   ზედაპირული ხო? მე ა...   Jun 17 2011, 09:40 PM
A.V.M   საშინლად ცუდად ჟღ...   Jun 17 2011, 09:42 PM
gabrieli.   მაშინ შენ რატომ გგ...   Jun 17 2011, 09:48 PM
A.V.M   gabrieli. ე.ი.გამოდის რა,რ...   Jun 17 2011, 09:50 PM
guest1   :D :D ედიშერი რომ იცო...   Jul 18 2011, 09:50 AM
gabrieli.   :D :D ედიშერი რომ იცოდ...   Jun 17 2011, 10:07 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. აბა აბააა:ფიქრ...   Jun 17 2011, 11:13 PM
arcivi9   GIORGI LELUASHVILI მერე ამათ შ...   Jun 17 2011, 11:18 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 დაკანონებიტთ მ...   Jun 17 2011, 11:27 PM
arcivi9   GIORGI LELUASHVILI დიახ :D http://a.pix...   Jun 17 2011, 11:38 PM
A.V.M   gabrieli. შეიძლება ედიშე...   Jun 17 2011, 11:40 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 და მაინც რისი თქ...   Jun 17 2011, 11:43 PM
arcivi9   arcivi9 და მაინც რისი თ...   Jun 17 2011, 11:49 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 მაგ ფილმში მართ...   Jun 17 2011, 11:50 PM
A.V.M   კარელინი არ უბრალ...   Jun 17 2011, 11:51 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M საინტერესოაა:ფი...   Jun 17 2011, 11:53 PM
arcivi9   GIORGI LELUASHVILI აბა მე რას ვ...   Jun 17 2011, 11:57 PM
GIORGI LELUASHVILI   arcivi9 გააჩნია კონკრე...   Jun 17 2011, 11:59 PM
arcivi9   arcivi9 გააჩნია კონკრე...   Jun 18 2011, 12:30 AM
guest1   მასონების შეთქმულ...   Jul 18 2011, 10:17 AM
A.V.M   GIORGI LELUASHVILI მართლაც საი...   Jun 18 2011, 12:04 AM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ეგ წიგნი საეკლეს...   Jun 18 2011, 12:05 AM
A.V.M   GIORGI LELUASHVILI ალბათ იყიდე...   Jun 18 2011, 12:14 AM
gabrieli.   ედიშერის ეგ წიგნი ...   Jun 18 2011, 01:02 AM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. მეც მამა რაფაე...   Jun 18 2011, 08:35 AM
gabrieli.   ეს სუფთა ნესტორია...   Jun 18 2011, 11:52 AM
A.V.M   არ არის კარგი ღმრთ...   Jun 18 2011, 11:59 AM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. კარგი,წმინდა მ...   Jun 18 2011, 03:07 PM
davithet   პატარ პატარა მონაც...   Jun 18 2011, 03:30 PM
GIORGI LELUASHVILI   davithet არასწორია. ანტ...   Jun 18 2011, 03:47 PM
A.V.M   GIORGI LELUASHVILI ზუსტად მაგა...   Jun 18 2011, 04:25 PM
gabrieli.   ზოგი მამა ამბობს რ...   Jun 18 2011, 04:51 PM
GIORGI LELUASHVILI   gabrieli. მადლობა:)   Jun 18 2011, 05:11 PM
arcivi9   დავუბრუნდეთ თემას ...   Jul 12 2011, 12:40 AM
davithet   ჩემი აზრის - ბიბლიუ...   Jul 17 2011, 12:24 PM
A.V.M   davithet საინტერესო ნაშ...   Jul 17 2011, 02:03 PM
davithet   მაქვს კიდევ სხვა წ...   Jul 17 2011, 03:12 PM
A.V.M   მართლა საინტერესო...   Jul 17 2011, 05:54 PM
dzvelmartlmadidebeli   აპოკალიფსური თემა...   Jul 17 2011, 07:01 PM
davithet   ივერიაზე არ წამიკი...   Jul 17 2011, 08:20 PM
guest1   გამარჯობა და უფალი...   Jul 18 2011, 08:56 AM
GIORGI LELUASHVILI   guest1 გაიხარე ძმაო. სწ...   Jul 18 2011, 10:00 AM
GIORGI LELUASHVILI   guest1 ჰო, სწორი ხარ. ჯე...   Jul 18 2011, 10:24 AM
guest1   guest1 ჰო, სწორი ხარ. ჯე...   Jul 18 2011, 10:50 AM
A.V.M   g   Jul 18 2011, 11:48 AM
afxazi   A.V.M ვფიქრობ არასწ...   Jul 18 2011, 02:58 PM
davithet   იცის რა არის- წინას...   Jul 18 2011, 04:01 PM
A.V.M   a   Jul 18 2011, 06:50 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 11:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი