არაკანონიკური ქართული საგალობლები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არაკანონიკური ქართული საგალობლები |
George Leluashvili |
Jul 15 2011, 03:10 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
თუკი ლამაზ კვერექსებს სადმე წააწყდებით, აქ დადეთ ლინკები.
მე მიცვალებულთა კვერექსები ყველაზე მაგრად მიყვარს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ვეშაპო |
Jul 18 2011, 10:14 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ეს რათქმაუნდა ასე არ არის, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ რაც თქვენ გაგეხარდებათ, ის შერაცხოთ არაკანონიკურად. კანონიკური ნიშნავს იმას, რასაც ადგილობრივი ეკლესია აკანონებს თავის ტერიტორიაზე. შენ შეგიძლია მაჩვენო სადმე, სადაც არატრადიციული საგალობლებია დაკანონებული? მე გაჩვენე უკვე, სადაც ტრადიციული მრავალხმიანი გალობაა დაკანონებული და შეგიძლია იგივე მაჩვენო არატრადიციულზე? ციტატა მაშინ გამოდის ნახევარზე მეტი ქართული საგალობლები სულ ასეთი "სევდიანი" და "პოლ მაკარტნის მუზონები" ყოფილა. არანაირად არ გამოდის, იმიტომ რომ შემორჩენილია ყველა ხმის, მათ შორის ყველა რვახმის (ვოკალურ ხმაში არ აგერიოს) ყველა ჰანგი და შეგიძლიათ იქედან ისარგებლოთ. ციტატა შენი ლოგიკით კი გამოდის, რომ "კირიელეისონი", "დავიღალე უფალო" (სხვა ეხლა არ მახსენდება) არაკანონიკური ყოფილა, რადგან ეგენი უფრო სევდიანია მოსასმენად. ჩემი ლოგიკით კი არ გამოდის, იმიტომაა არაკანონიკური, რომ არაა ტრადიციული. "კირიელეისონიც" (რასაც შენ გულისხმობ) და "დავიღალეც" ბოლო 5-6 წელიწადშია შექმნილი. რანაირად იქნება ტრადიციული შეგიძლია ამიხსნა? ან რომელ სამუსიკო ტრადიციას ემყარება? ციტატა მაშინ რატომ გალობს პაატა "უფალო შეგვიწყალეს" მარტო?ან მარიამი "კირიელეისონს" მარტო? ეგ შეგიძლია პაატას და მარიამს კითხო. ნუ, პაატა კიდევ სამების გუნდის მგალობელია და ერთადერთი მაგ გუნდს აქვს კურთხევა, რომ სამებაში შიგადაშიგ თქვას პატრიარქის შექმნილი საგალობლები. მარიამი რატომ გალობს? მე რავიცი რატომ გალობს. სინოდის დადგენილებით არ უნდა იგალობოს. არც მაგან და არც სხვამ. ციტატა მაგრამ ამ საგალობლებზე არავის უთქვამს არაკანონიკურიაო. მაგ საგალობლებზე თავად პატრიარქი ამბობს, რომ არაკანონიკურია. და რომც არ თქვას, ისედაც ცხადია სულ ოდნავ გათვითცნობიერებული ადამიანისათვის მაინც. შენ კი წარმოდგენა არ გაგაჩნია არც სიტყვა "ტრადიციულზე" და არც სიტყვა "კანონიკურზე". არ მიწყინო, უბრალოდ იმდენად ბანალურ კითხვებს სვამ, ეგრე გამოდის. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი