არაკანონიკური ქართული საგალობლები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არაკანონიკური ქართული საგალობლები |
George Leluashvili |
Jul 15 2011, 03:10 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
თუკი ლამაზ კვერექსებს სადმე წააწყდებით, აქ დადეთ ლინკები.
მე მიცვალებულთა კვერექსები ყველაზე მაგრად მიყვარს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ვეშაპო |
Jul 19 2011, 05:16 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ამ საგალობლებით, რომლებსაც "არაკანონიკური" ეწოდება, მე ძალიან დიდ სიამოვნებას განვიცდი და მათი მოსმენა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ზოგიერთი მრავალხმიანი საგალობლისა. ნუ, ეკლესიაში ზოგი ორღანითაც განიცდის სიამოვნებას და ზოგი სპირიჩუელზითაც, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კანონიკურებია. ციტატა არ ვარგა ასე გაფანატება. გაფანატებაზე ე.წ. ბიზანტიური "გალობის" მიმდევრებს ელაპარაკე. სწორედ მათი "დამსახურებაა", რომ დღესდღეობით მსოფლიოში ერთადერთი კანონიკური გალობა ქართული მრავალხმიანი გალობაა. არ ებრძოლათ ქართული გალობის წინააღმდეგ, არ გაეთელათ ფეხქვეშ და აღარც მიიღებდნენ სინოდის ორგზის დადგენილებას. აბსოლუტურად ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში გალობენ სხვადასხვაგვარ საგალობლებს, ტრადიციულსაც და თანამედროვესაც. უბრალოდ იქ ადგილობრივ ტრადიციას არავინ ებრძვის და არავინ აკნინებს. პატივს სცემენ და უყვართ, მაგრამ გალობენ თანამედროვე საგალობლებსაც. ციტატა მთავარია საგალობელმა ღმერთთან დაგაახლოვოს და ღმერთი განგაცდევინოს და რა მნიშვნელობა აქვს "უფალო შეგვიწყალეს" ერთი კაცი იგალობებს თუ ათი? ჩვენთან ეგ უკვე სულ სხვა მნიშვნელობას იძენს, რასაც იერარქიისადმი დაუმორჩილებლობა ქვია. არამგონია სინოდისადმი და პატრიარქისადმი (ანუ ადგილობრივი ეკლესიისადმი) ურჩობა ღვთისთვის კარგი საქციელი იყოს. არამგონია განხეთქილების ჩამომგდების და ურჩი ადამიანის გალობა იწირებოდეს ზემოთ. ციტატა სხვათაშორის, თემას სათაური არ უნდა შეცვლოდა.ეს შეიძლება ისედაც აგეხსნათ, სათაურის შეცვლის გარეშე.სად მიცვალებულთა კვერექსები და სად არაკანონიკური საგალობლები? ის, რაც შენ დადევი იყო არაკანონიკური გალობა და ახლა ერთმა "და სულისაცა"-ზე მოინდომოს თემის გახსნა და მეორემ "ამინ"-ზე, მაგას რა თქმა უნდა მოდერატორი ვერ დაუშვებს, იმიტომ რომ ათასობით ჟანრის საგალობელი გაგვაჩნია. თუ კანონიკურ საგალობლებს დადებთ, შეგიძლიათ პოსტოთ ამ თემაში: http://church.ge/index.php?showtopic=330 თუ არაკანონიკური იქნება, ამ თემაშიც შეგიძლიათ გააგრძელოთ. ალექსანდრე ციტატა ამ საუბარზე გახსენდება ერთი შემთხვევა როდესაც ჩვენი მრევლთაგანი შემეკითხა დიდ პარასკევს ჩვენთან როგორი "დატირება" იციანო? biggrin.gif თურმე აღმოჩნდა რომ სამებაში რომ დატირება იციან ის უფრო მოსწონდა და ამიტომ აპირებდა იქ წასვლას ამაშია საქმე. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი