დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
sandro40 |
Jul 11 2011, 08:15 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
მამა ბართლომემ დეპუტატები დაწყევლა
მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვინც კანონს რელიგიური უმცირესობის სტატუსის შესახებ ხმა მისცა დაწყევლა. სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ. “ყველა დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე,მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე. http://www.epn.ge/?p=72116 რომელი ნორმებით რეგულირედება ასეთი ქმედება? საეკლესიოა სამართლით? ყოფილა ანალოგიური რამ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი რამ მიღებული იყოს საეკლესიაო პრაქტიკაში და გთხოვთ იქნებ ხელგეწიფებოდეთ გადაამოწმოთ ან ინფ. სიზუსტე, ასეთი ინფოებით ხდება ეკლესიის დისკრედიტაცია |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 22 2011, 11:40 PM
პოსტი
#2
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
Oldorthodox
ციტატა რაღაც მაინტერესებს დაწყევლას არ ეხება მაგრამ მაინც ერთმა დამიწერა ფეისბუქზე, საპატრიარქოს ცნობილი ბერი გაბრიელი იჯდა მონასტრის შესასვლელშიო და ქათმის ბარკალს შეექცეოდაო, მოწაფემ გაოგნებულმა კითხა რას შვები მამაო ამით ხომ ხალხს დააბრკოლებო...გაბრიელმა კი უპასუხა ვინც ჩემ გულიზე მოდის დაბრკოლდება და ვინც ღმერთთან არაო. რამდენად ნამდვილია ეს გადმოცემა არ ვიცი მაგრამ მგონი ბერს ხორცის ჭამა ეკრძალება ხომ? თან ასეთი სწავლება თუ შეიძლება? ბერ გაბრიელზე არაფერი ვიცი. არც მისი ცხოვრება წამიკითხავს, მხოლოდ ყურმოკვრით გამიგია ზოგიერთი რამ. მაგალითად, ის, რომ ოფიციალურ ეკლესიაში მაინცა და მაინც არ სწყალობდნენ ამ ადამიანს. თუმცა, ვერ დავიჩემებ. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ხორცის ჭამას რაც შეეხება. ხორცის ჭამა არავის აუკრძალავს, ყოფილა შემთხვევები ბერებსაც უჭამიათ ხორცი. ძველ ეგვიპტეში ფრინველის ხორცს ჭამდნენ (ცხადია, არა ყველა). საერთოდ, ხორცის ჭამის აკრძალვა თითოეული მონასტრის განაწესის ან კერძო განდეგილის პირადი ღვაწლის საქმეა და არა ზოგადი კანონი. davithet ციტატა ყოველი წყევლას თავისი ბუმერანგივით უბრუნდება- კარგი დაწყევლო რომ ბუმერანგივით მოხვდეთ კარგი ცხოვრება - რაღა ცუდი უნდა დაიწყევლო რომ გაუბედურდე ორივე მხარე. უსამართლო წყევლა რომ მაწყევარს უბრუნდება, ეგ სწორია. ამაზე მთელი ჰომილია აქვს დაწერილი ღირ. იოსებ ვოლოკოლამელს (XV ს.). ერეტიკოსთა არც წყევლაა რაიმე ძალის მქონე და არც კურთხევა (თუ კურთხევა არაფერია, წყევლა რაღა იქნება). არსებობს კიდევ ჯადოქართა და შამანთა წყევლა, რომელიც ფაქტიურად ეშმაკის გამოძახებაა. ჯადოქრები სხვადასხვა ფორმულებით მიმართავენ ეშმაკს, შეუძლიათ ვინმეს მიუსიონ დემონები და დაუზიანონ ან ჯანმრთელობა, ან მოსავალი და ა. შ. მაგრამ, მართლმადიდებელ ქრისტეანს ამგვარი ჯადოქრებისა და დემონებისა არ უნდა ეშინოდეს, რადგან მას ღმრთის მადლი იცავს, რომელიც ნებისმიერ შელოცვაზე თუ წყევლაზე ძლიერია. მაგალითისთვის ალბათ საკმარისი იქნება დავასახელოთ, წმ. კვიპრიანე მოგვისა და იუსტინას ცხოვრება. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 10:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი