ახალი პირადობის მოწმობა ავიღო?, ახალი პირადობის მოწმობა ავიღო? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალი პირადობის მოწმობა ავიღო?, ახალი პირადობის მოწმობა ავიღო? |
-Giorgi- |
Aug 3 2011, 08:37 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 26-July 11 წევრი № 11,374 |
ახალი პირადობის მოწმობა ავიღო?
ჩემსას ვადა გაუვიდა და ახალს მომცემენ ხო აიდი მოწმობა როა მაგას მომცემენ ხო? და ავიღო ? რა არჩევანიც არ მაქ მგონი მალე დამჩირდება რა ვქნა დავიბენი რაღაც რას მეტყვით აბა |
k@the |
Aug 4 2011, 09:17 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ საკითხის ორგვარი განხილვა შეიძლება.
ერთი რელიგიური კუთხით. ანუ, არის თუ არა რელიგიური თვალსაზრისით საშიში ეს პირადობის მოწმობა? ჩემი აზრით არა, თუმცა ყურადღების მოდუნება არაა საჭირო. არა, რადგან ამ მოწმობის აღებისათვის, მე არ მომეთხოვება ჩემს რწმენაზე უარის თქმა. მეორე, რელიგიას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ვართ მოქალაქეები. რა დამოკიდებულება მაქვს მე როგორც მოქალაქეს ამ პირადობის მოწმობის მიმართ? - მკვეთრად უარყოფითი. თანაც არაფერ შეუაში არაა აქ ანტიქრისტე და შიშები. უარყოფითი, რადგან სულ არ მინდა ჩემი ყოველი გადადგმული ნაბიჯი სადღაც რომელიღაც ელექტრონულ არქივში ინახებოდეს. თუნდაც რომ დამარწმუნონ, სახელმწიფო უშიშროების გარდა, იმ არქივამდე არავის ექნება წვდომაო, სწორედ რომ არც მათ მიმართ არ მაქვს ნდობა. დღეს და მე მართალია არავის ინტერესების სფეროში არ ვარ, იმდენად უმნიშვნელო როლი მაქვს ქვეყანაში, მაგრამ მე თუ არა იქნებ ჩემი ახლობელი იყოს, ან თუნდაც სხვა კარგი ადამიანი. ეხლა თუ ისე ჭრიან და კერავენ მოსასმენი აპარატურის ინფოებს და იჭერენ და უშვებენ ხალხს როგორც უნდათ, მერე წარმომიდგენია რა "უტყუარი" ფაქტები ექნებათ ისეთი ხალხის მიმართ, ვისი ინტერესებიც აშკარა უთანხმოებაში იქნება მმართველ ძალასთან. როცა არსებობს ბერკეტი ზემოქმედების, რაც არ უნდა კეთილი მიზნებით იყოს იგი შექმნილი, იმის გამოყენება ყოველთვის იქნება შესაძლებელი ასევე უკეთური საქმისათვის. ამიტომ, რაც უფრო ნაკლები ასეთი ბერკეტი იარსებებს, მით უფრო დაცულად ვიგრძნობ მე პირადად თავს. ამ აგორებული განგაშის გამო, რომელიც ერთნს მეორეს დასაცინ ობიექტებად აქცევს, მთავარი საკითხი უყურადღებოდ რჩება. რაც ცხადია ამ იდეის გამტარებელთა სასარგებლოდ ასხამს წისქვილზე წყალს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
damiane80 |
Aug 4 2011, 10:09 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ამ საკითხის ორგვარი განხილვა შეიძლება. ერთი რელიგიური კუთხით. ანუ, არის თუ არა რელიგიური თვალსაზრისით საშიში ეს პირადობის მოწმობა? ჩემი აზრით არა, თუმცა ყურადღების მოდუნება არაა საჭირო. არა, რადგან ამ მოწმობის აღებისათვის, მე არ მომეთხოვება ჩემს რწმენაზე უარის თქმა. მეორე, რელიგიას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ვართ მოქალაქეები. რა დამოკიდებულება მაქვს მე როგორც მოქალაქეს ამ პირადობის მოწმობის მიმართ? - მკვეთრად უარყოფითი. თანაც არაფერ შეუაში არაა აქ ანტიქრისტე და შიშები. უარყოფითი, რადგან სულ არ მინდა ჩემი ყოველი გადადგმული ნაბიჯი სადღაც რომელიღაც ელექტრონულ არქივში ინახებოდეს. თუნდაც რომ დამარწმუნონ, სახელმწიფო უშიშროების გარდა, იმ არქივამდე არავის ექნება წვდომაო, სწორედ რომ არც მათ მიმართ არ მაქვს ნდობა. დღეს და მე მართალია არავის ინტერესების სფეროში არ ვარ, იმდენად უმნიშვნელო როლი მაქვს ქვეყანაში, მაგრამ მე თუ არა იქნებ ჩემი ახლობელი იყოს, ან თუნდაც სხვა კარგი ადამიანი. ეხლა თუ ისე ჭრიან და კერავენ მოსასმენი აპარატურის ინფოებს და იჭერენ და უშვებენ ხალხს როგორც უნდათ, მერე წარმომიდგენია რა "უტყუარი" ფაქტები ექნებათ ისეთი ხალხის მიმართ, ვისი ინტერესებიც აშკარა უთანხმოებაში იქნება მმართველ ძალასთან. როცა არსებობს ბერკეტი ზემოქმედების, რაც არ უნდა კეთილი მიზნებით იყოს იგი შექმნილი, იმის გამოყენება ყოველთვის იქნება შესაძლებელი ასევე უკეთური საქმისათვის. ამიტომ, რაც უფრო ნაკლები ასეთი ბერკეტი იარსებებს, მით უფრო დაცულად ვიგრძნობ მე პირადად თავს. ამ აგორებული განგაშის გამო, რომელიც ერთნს მეორეს დასაცინ ობიექტებად აქცევს, მთავარი საკითხი უყურადღებოდ რჩება. რაც ცხადია ამ იდეის გამტარებელთა სასარგებლოდ ასხამს წისქვილზე წყალს. ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ისე უბრალოდ საინტერესოა გამოკითხვა მოგვეწყო ამ ფორუმზე მაინც, ვის მიაჩნია, რომ ეს არის რელიგიური საკითხი და მეორე ვინ თანახმაა/წინააღმდეგი ელექტრონული მოწმობების. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 11:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი