![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრი საყოველთაო სამსჯავრომდე
პირადი სამსჯავრო სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია. მაგრამ მათთვის ეს განადგურებას არ ნიშნავს. მხოლოდ სული განეშორება სხეულს. ადამიანის სულის უკვდავების ჭეშმარიტება ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტებაა. „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველოაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე“ (ლკ. 20,38). ახალი აღთქმის წმიდა წერილში სიკვდილს ეწოდება „განსლვა“: „ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ“ (2 პეტ. 1,15); ჩვენი ამქვეყნიური სახლის დანგრევა (2 კორ. 5,1); სხეულის დატოვება: „ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ“ (2 პეტ. 1,14); განსლვა: „გული მეტყვის განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფლპ. 1,23); მიქცევა: „ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია“ (2 ტიმ. 4,6); შესვენება: „დავით... შეისუენა“ (საქმ. 13,36). საღვთო წერილის აშკარა მოწმობით სულს სიკვდილის შემდგომ თავისი მდგომარეობა გაცნობიერებული აქვს (მაგ., იგავი მდიდარსა და ლაზარეზე). ადამიანი სიკვდილის შემდგომ გადის სამსჯავროს, რომელსაც უკანასკნელი და საყოველთაო სამსჯავროსაგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. „ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისაჲთა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყუნეს საქმენი მათნი“ (ზირ. 11,26) - ამბობს ბრძენი ზირაქის ძე. იმავე აზრს გამოხატავს პავლე მოციქულიც: „ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9,27). მოციქულის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებას მაშინვე მოსდევს სამსჯავრო. ცხადია, ეკლესიის წმიდა მამების განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა არა საყოველთაო, არამედ პირადი სამსჯავრო: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 22,43) - უთხრა უფალმა მონანულ ავაზაკს. წმიდა წერილიდან ვერ ვიგებთ, თუ როგორ მიმდინარეობს პირადი სამსჯავრო. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ცალკეულ გამონათქვამებზე დაყრდნობით, რომლებიც საღვთო წერილში გვხვდება. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ პირად სამსჯავროზე ადამიანის სიკვდილის შემდგომი ბედის განსაზღვრაში დიდ მონაწილეობას იღებენ როგორც კეთილი, ისე ბოროტი ანგელოზები. იგავში მდიდარსა და ლაზარეზე ნათქვამია,რომ ლაზარე „მიიყვანა ... ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისათა (ლკ. 16,22); სხვა იგავში მდიდარს ეუბნებიან: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ (ლკ. 12,20) - აშკარაა, რომ ბოროტი სულები მიიღებენ მას (წმ. იოანე ოქროპირი). რადგან, ერთი მხრივ, უფლის სიტყვების თანახმად: „ანგელოზნი..... მცირეთა ამათგანი..... ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“ (მთ. 18,10); აგრეთვე ქვეყნის აღსასრულის ჟამს უფალი გამოგზავნის ანგელოზებს და მათ „განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა“ (მთ.. 13,49); ხოლო, მეორე მხრივ, „წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი, მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (I პეტ. 5,8) - და თითქოს ჰაერიც გაჯერებულია უკეთური სულებით, „რომელნი არიან ცათა ქუეშე“ (ეფ. 6,12) და მთავარი მათი იწოდება ხელმწიფედ ჰაერისა (ეფ. 2,2). წმიდა წერილის ამ მინიშნებათა საფუძველზე და ძველთაგანვე წმიდა მამების აღწერით სხეულთან განშორებული სული ისეთ სულიერ სივრცეებში იწყებს სლვას, სადაც ბნელი სულიერად სუსტების შთანთქმას ცდილობენ და სადაც განსაკუთრებით ამიტომ არის საჭიტო ზეციურ ანგელოზთა მფარველობა და ეკლესიის ცოცხალ წევრთა მხრიდან ლოცვითი თანადგომა. ამის შესახებ საუბრობდნენ ძველი დროის ისეთი წმიდა მამები, როგორებიც არიან: ეფრემ ასური, ათანასე დიდი, მაკარი დიდი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვანი. ყველაზე ზედმიწევნით ამ თემაზე მსჯელობს წმ. კირილე ალექსანდრიელი ნარომში „სიტყვა სულის განსლვაზე“ (იგი ჩვეულებრივ გამოკრებილ ფსალმუნებთან ერთად იბეჭდება ხოლმე); ამ გზის ხატოვანი აღწერა მოცემულია ღირსი ვასილი ახლის ცხოვრებაში, რომლის მიხედვით მიცვალებული ნეტარი თეოდორა ძილში გამოეცხადა ვასილის მოწაფეს და აუწყა ის, რაც იხილა და განიცადა სულის სხეულთან გაყრის შემდგომ, ზეციური სავანეებისაკენ სულის ზეაღსვლის გზაზე. ამ გზას, მიღებულია, ეწოდოს „საზვერეები“. საზვერეებზე ხატოვანი ნაამბობის შესახებ მიტრ. მაკარი ნაშრომში „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“ შენიშნავს: „მტკიცედ უნდა გვახსოვდეს დარიგება, რაც უთხრა ანგელოზმა ღირს მაკარი ალექსანდრიელს, როცა მან საზვერეებზე დაიწყო საუბარი: „აქ მიწიერი სახეები ზეციურის ყველაზე მკრთალ ასახვად ჩათვალე“. გვმართებს საზვერეების გავლას შეძლებისდაგვარად მივანიჭოთ ის სულიერი დატვირთვა, რაც მეტ-ნაკლებად გრძნობადი, ანთროპომორფული მახასიათებლებით არის დაფარული“1. სულის პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია ასე გვასწავლის: „გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას. მაგრამ არც სრულ ნეტარებასა და არც სრულ ტანჯვას არ განიცდიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა“2. მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესია განასხვავებს პირადი სამსჯავროს შემდგომ ორ მდგომარეობას: ერთს - მართალთათვის და მეორეს - ცოდვილთათვის: ანუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს. ეკლესია არ ცნობს რომაული კათოლიციზმის მის სწავლებას სამ მდგომარეობაზე. ესენია: 1. ნეტარება; 2. განსაწმენდელი (პურგატორიუმი) და 3. გეენაში ყოფნა. ეკლესიის მამები თვითონ სახელდებას - „გეენა ჩვეულებრივ აკუთვნებენ საშინელი სამსჯავროს შემდგომ მდგომარეობას, როდესაც სიკვდილიცა და ჯოჯოხეთიც დაინთქმება „ტბასა მას ცეცხლისასა“ (გამოცხ. 20,15). ეკლესიის მამები საღვთო წერილზე დაყრდნობით თვლიან, რომ საშინელ სამსჯავრომდე ცოდვილთა ტანჯვას დაწყებითი ხასიათი აქვს: იგი შეიძლება შემსუბუქდეს ან მოიხსნას ეკლესიის ლოცვით3. ასევე ჯოჯოხეთის წყვდიადით შეკრული დაცემული სულებიც დაიმარხებიან „სასჯელად დიდისა მის დღისა“ (იუდ. 6; შდრ. 2 პეტ. 3,4). სიკვდილის შესახებ სიკვდილზე ფიქრს ძალუძს ცოდვილი ადამიანი სინანულისკენ მოაქციოს. სიკვდილი ისეთი რამ არის, რომ ვიცით კიდეც იგი და არც ვიცით. ცნობილია, რომ ყველა მოკვდავია, ყველანი მოვკვდებით, მაგრამ არ ვიცით - როდის, სად და როგორ მოხდება ეს. რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მოკლდება ჩვენი სიცოცხლე და ვუახლოვდებით სიკვდილს. რომელიც უჩინრად მიმოდის და მაშინ გვსტუმრობს, როცა არავინ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ჯანმრთელები, ასე ფიქრობს: მე ჯერ კიდევ ვიცოცხლებ, სიკვდილი ჯერაც შორსაა, დავტკბები მიწიერი სიკეთეებით. მაგრამ მაშინ, მისთვის მოულოდნელად, მოდის სიკვდილი და მეყსეულად იკარგება ადამიანის ყოველი ფიქრი და ოცნება. ადრე იღუპება ის, რომელსაც ჰგონია, რომ დიდხანს იცოცხლებს. რა მდგომარეობაშიც წავა ამქვეყნიდან ადამიანი, იმ მდგომარეობით წარადგება იგი ღვთის სამსჯავროზე. ცოდვილნო! გავაანალიზოთ ეს სიტყვა და მოვინანიოთ, რათა ცოდვებთან ერთად არ გადავიდეთ იმქვეყნად. აღვემართოთ ცოდვის ძილისაგან და, ჩვენი სიკვდილის მომხსენებელნი, გამოვსწორდეთ და მოვემზადოთ საბოლოო წამისათვის. საშინელია ყველასათვის ის წამი, წმინდანები მისი გახსენებისას ტიროდნენ. საკვირველი ის არის, რომ წმინდანები ტირიან, ცოდვილები კი - არა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავენ მომაკვდავებს. უბედურნო ცოდვილნო! რას გვძინავს? ეშმაკი, როგორც ქურდი, ისე გვპარავს საუკუნო ხსნას. აღვბეჭდოთ ჩვენს გონებაში ის საბოლოო წამი და განვემზადოთ მასთან შესახვედრად, რომლის დროსაც ყველას განეღება მარადიულობის ბჭე, მომავალი ცხოვრება და წავალთ ან სიხარულით აღსავსე ან - უსიხარულო უსასრულობაში. სად არიან ამჟამად ჩვენამდე მცხოვრებნი - რომლებმაც განცხრომაში, უსინანულოდ განვლეს წუთისოფელი? - განშორდნენ ამქვეყანას, დატოვეს ყოველი მიწიერი და იმყოფებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებში და მოელიან საბოლოო მსჯავრს, სადაც საქმეთა მიხედვით განისჯება ყოველი. სანამ ჩვენთვისაც არ დამდგარა საშინელი საბოლოო წამი, მივიქცეთ წმიდა გულით ღვთისკენ, რომელიც რწმენისა და სინანულის სანაცვლოდ, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას მოგვაგებს. სწორედ ამას გვევედრებიან და გვლოცავენ მოციქულები წმიდა წერილში. გავაცნობიეროთ მათი სიტყვა და შევინანოთ ცოდვები, რათა არ დავმკვიდრდეთ საუკუნო სატანჯველში! ამინ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
მაგრამ, რა სატანჯველებია ეს და რაში მდგომარეობს მათი არსი? წმიდა წერილის მოწმობით, ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯხეთში, უპირველეს ყოვლისა გამოხატულ იქნება ღმრთისგან მათი დაშორებით. "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41), - ეტყვის მათ სამართლიანი მსაჯული; "არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი" (ლუკა 13:27).
ღმრთის პირისგან ეს განგდება უდიდესი სასჯელი იქნება ცოდვილთათვის, რადგან ისინი ღმრთისგან განგდებულ იქნებიან არა დროებით, არამედ მარადის მოწყდებიან ამ უზენაეს სიკეთეს, რომელშიაც არის მხოლოდ საკუთარი სულის ყველა მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილება შესაძლებელი. ცოდვილნი სამუდამოდ იქნებიან უარყოფილნი ზეციერი მამის მიერ, თავიანთი მაცხოვრის მიერ, რომელმაც ამდენი სიკეთე და მადლი უწყალობა ადამიანს, ზრუნავდა მასზე გამოუთქმელი სიყვარულით; უკვე ვეღარასოდეს იხილავენ ისინი ღმრთის პირის ნათელს და ვერასდროს შევლენ თავიანთი პატრონის სიხარულში (იხ. მათე 25:21). სწორედ ეს განშორება ღმრთისგან, ცხოვრების წყაროსგან და მწყალობლისგან იქნება უმძიმესი და უმტკივნეულესი სატანჯველი ცოდვილთათვის. წმ. იოანე ოქროპირი ასე მსჯელობს ამის შესახებ: "ვისაც ჭკუა და გონება გააჩნია, მისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ღმრთისგან განგდება ნიშნავს განიცადო გეჰენა" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Послание к римлянам. Беседа 5. М., 1994. С.534). "აუტანელია გეჰენიის ეს სატანჯველი; ათასი და ათასზე უმეტესი ცეცხლის გეჰენაც რომ წარმოიდგინო, ვერ შეედრება იმ უბედურებას, რასაც განიცდის ნეტარი დიდებისგან განგდებული ცოდვილი, როდესაც ზურგს შეაქცევს მას ქრისტე და მოისმენს მისგან: "არ ვიცი ვინა ხარ" (მათე 7:23); მოისმენს ბრალდება, რომ ჩვენ, ვხედავდით მას მშიერს, და არ დავაპურეთ! უკეთესია ელვამ დაგარტყას უთვალავჯერ, ვიდრე ხედავდე შენი მაცხოვრის და ტკბილი იესუს თვინიერ სახეს, რომელსაც მიაბრუნებს ჩვენგან, მიაქცევს თავის სიყვარულით აღსავსე თვალებს, რომელთაც ჩვენნაირი ცოდვილების ცქერა არ ძალუძს" (Святитель Иоанн Златоуст. Толкование на Евангелие от Матфея. Беседа 23. М, 1993. С.272). ცოდვილთა ტანჯვა სიკვდილის შემდეგ მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მოაკლდებიან ღმრთის სასუფეველს და ყველა ზეციურ სიკეთეს, რომელიც განმზადებულია მართალთათვის და განგდებულ იქნებიან გარესკნელის ბნელში (მათე 8:12). "სიკეთეთა ეს დაკარგვა, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ისეთ აუტანელ ტანჯვას მიაყენებს, ისეთ მწუხარებასა და სივიწროვეს განაცდევინებს ადამიანს, რომ არანაირი სასჯელიც რომ არ ემუქრებოდეს აქ შემცოდეთ, მარტო ამას შეუძლია ყოველგვა გეჰენიურ ტანჯვაზე უმეტესად დაუკოდოს გული დარდისგან და შეაშფოთოს ჩვენი სული". და შემდგომ: "მრავალ უგუნურს მარტოდენ გეჰენიის არიდება სურს, მე კი გეჰენაზე უდიდეს და ენით აუწერელ სატანჯველად მიჩნს არ იმყოფებოდე უფლის დიდებაში; და ის, ვინც მას დაკარგავს, ვფიქრობ, გეჰენიის გამო კი არ უნდა ტიროდეს, არამედ ზეციურ სიკეთეთა დაკარგვას უნდა გლოვობდეს, რადგან მარტო ეს არის ყველა სასჯელზე უსასტიკესი სასჯელი" (Святитель Иоанн Златоуст. Творения в двенадцати томах. Т.1, кн.2. Слово первое к Феодору падшему. М., 1991. С.17). ღმრთის სიტყვა გადაჭრით ამბობს, რომ ცოდვილთა ტანჯვის ადგილი იქნება ყველაზე საშინელი, - და ამგვარ ადგილას ისინი იქნებიან ბოროტ სულებთან (ეშმაკებთან) ერთად. როგორ აღწერს სატანჯველ ადგილებს წმ. წერილი, სადაც ჩაიყრებიან ცოდვილნი? წერილი მათ აძლევს სხვადასხვა სახელწოდებებს: "გარესკნელის ბნელი" (მათე 8:12-13; 25:30), "ცეცხლის გეჰენა" (მათე 5:22); "ცეცხლის სახმილი, სადაც იქნება კბილთა ღრჭენა" (მათე 13:50); "ცეცხლისა და გოგირდის ტბა" (გამოცხ. 19:20; 20:14; 21:8); ჯოჯოხეთი (ლუკა 16:23); "წყვდიადის ქვეყანაში, სადაც არ არის ნათელი და არც კაცთა ცხოვრება" (იობი. 10:22). "უფსკრული", რომლისაც ეშმაკთაც კი ეშინიათ (ლუკა 8:30-31); "საპყრობილე" (მათე 5:25); "ქვესკნელის წყვდიადი და ბნელეთის უკუნი" (იუდა 1:6, 13); "მატლი დაუძინებელი და ცეცხლი დაუშრეტელი" (მარკოზი 9:44); "მარადიული ცეცხლი" (იუდა 1:7); "ჯოჯოხეთის ფსკერი" (იგავნი 9:18); "ქვესკნელი" (ფილიპ. 2:10). ღმრთის სიტყვა გადაჭრით ამბობს, რომ ცოდვილთა ტანჯვის ადგილი იქნება ყველაზე საშინელი, - და ამგვარ ადგილას ისინი იქნებიან ბოროტ სულებთან (ეშმაკებთან) ერთად. როგორ აღწერს სატანჯველ ადგილებს წმ. წერილი, სადაც ჩაიყრებიან ცოდვილნი? წერილი მათ აძლევს სხვადასხვა სახელწოდებებს: "გარესკნელის ბნელი" (მათე 8:12-13; 25:30), "ცეცხლის გეჰენა" (მათე 5:22); "ცეცხლის სახმილი, სადაც იქნება კბილთა ღრჭენა" (მათე 13:50); "ცეცხლისა და გოგირდის ტბა" (გამოცხ. 19:20; 20:14; 21:8); ჯოჯოხეთი (ლუკა 16:23); "წყვდიადის ქვეყანაში, სადაც არ არის ნათელი და არც კაცთა ცხოვრება" (იობი. 10:22). "უფსკრული", რომლისაც ეშმაკთაც კი ეშინიათ (ლუკა 8:30-31); "საპყრობილე" (მათე 5:25); "ქვესკნელის წყვდიადი და ბნელეთის უკუნი" (იუდა 1:6, 13); "მატლი დაუძინებელი და ცეცხლი დაუშრეტელი" (მარკოზი 9:44); "მარადიული ცეცხლი" (იუდა 1:7); "ჯოჯოხეთის ფსკერი" (იგავნი 9:18); "ქვესკნელი" (ფილიპ. 2:10). ჩვენს შემეცნებას რომ მოვუახლოვოს ეს საგანი, წმ. წერილი ჯოჯოხეთის ტანჯვის აღსაწერად იყენებს სხვადასხვა შედარებას და იღებს მას ჩვენს გარშემო არსებული ხილული ბუნებიდან, რაც ყველაზე მეტად გვზაფრავს და გვაშინებს. უპირველეს ყოვლისა, ჯოჯოხეთის სატანჯველს ის წარმოგვიდგენს, როგორც უკუნ ბნელს, რომელშიც ნათლის უწვრილესი სხივიც კი ვერ აღწევს, რითაც შეგვაგონებს, რომ ჯოჯოხეთში აბსოლუტური სიბნელეა და არ არის იქ ნათელი, რაც ასე ახარებს ნებისმიერ ცოცხალ არსებას. მეორეც, ჯოჯოხეთის სატანჯველი ყველაზე ხშირად ღვთის სიტყვაში წარმოდგენილია მარადიულ ცეცხლში ყოფნად, ანუ გეჰენიის ცეცხლად, ასე, რომ ჯოჯოხეთი და მარადიული ცეცხლი, წმიდა წერილის ენაზე იდენტური ცნებებია. მაგრამ, რა უნდა ვიგულისხმოთ დაუშრეტელ ცეცხლში, რომელშიც ცოდვილნი სამარადისოდ დაიტანჯებიან, მაგრამ არ დაიწვებიან? ღმრთის სიტყვა ამას არ გვიმხელს. ეკლესიის ზოგიერთი მამა, მაგალითად, წმ. ამბროსი მედიოლანელი (Святитель Амвросий Медиоланский. In Luc. Кн. VII. С. 205.), ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (Блаженный Иероним Стридонский. In Is. С. XLVI.), ნეტარი ავგუსტინე (Блаженный Августин. О граде Божием. М., 1994. Т.IV. Кн.21. Гл.9. С.272; Гл.10. С.273-274), მარადიულ ცეცხლში გულისხმობდნენ არა საკუთრივ ცეცხლს, არამედ მასში ხედავდნენ ჯოჯოხეთური სატანჯველის უსასტიკეს სიმბოლოს. მაგრამ, მართებული და სასარგებლო იქნება ცეცხლი გავიგოთ საკუთრივი მნიშვნელობითაც, რადგან ასეთი გაგება უფრო ძლიერია და განმწმენდელად მოქმედებს სულზე, აკავებს მას ყოველგვარი ცოდვისგან და ფრთებს ასხამს სათნოებათა საქმნელად და ზეცის დასამკვიდრებლად. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცეცხლი განსხვავებული იქნება ჩვენთვის ცნობილი, მატერიალური ცეცხლისგან; რადგან ამჟამინდელი ცეცხლი, თუ შეიძლება ითქვას, თვითონაც დაიწვება სამყაროს უკანასკნელ დღეს, როდესაც, წმ. წერილის მოწმობით, "გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტრე 3:10). -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 05:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი