IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პელაგიანიზმი, და კართაგენის კრების ანათემები
Otherguy
პოსტი Aug 8 2011, 11:26 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



418 წელს, ნეტარი ავგუსტინეს მეთაურობით, დაიგმო პელაგიანიზმი, ხოლო თუ სწორს ამბობდა პელაგიუსი და იყო თუ არა ფაშისტური კანონები მიღებული ამ კრებაზე, თქვენ გადაწყვიტეთ:

კანონი 1: ვინც ამბობს, რომ ადამი შეიქმნა მოკვდავი და მოკვდებოდა იმის მიუხედავად, შეჭამდა თუ არა აკრძალულ ნაყოფს - წყეულიმც იყოს!

კანონი 2: ვინც ამბობს, რომ ბავშვების ნათლობა აუცილებელი არაა, ან რომ მათი ნათლობისას წარმოთქმული სიტყვა "ცოდვათა მისატევებლად" გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი და არა ადამის ცოდვის გამო - წყეულიმც იყოს!

კანონი 3-1: ვინც ამბობს, რომ მოუნათლავი ჩვილებისთვის რაიმე შუა ადგილია სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ან რომ ისინი არ წარწყმდებიან, იმის მიუხედავად რომ შეუძლებელია ცხონდეს ადამიანი ნათლობის გარეშე - წყეულიმც იყოს! --- [ზოგიერთ ხელნაწერში ეს კანონი არ წერია, თუმცა ბევრი ფიქრობს რომ ეს კანონიც იქნა მიღებული, თანაც ნეტარი ავგუსტინე ამ აზრს იზიარებდა]

კანონი 6: თუ ვინმე ამბობს, რომ სიტყვები "თუ ვამბობთ რომ უცოდველები ვართ, ვტყუით" უნდა გავიგოთ გადატანითი მნიშვნელობით და არა იმიტომ რომ მართლა ცოდვილები ვართ - წყეულიმც იყოს!

კანონი 7: თუ ვინმე ამბობს, რომ წმინდანები როცა წარმოთქვამენ სიტყვებს "შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი" არ ეხებათ პირადად მათ, არამედ სხვებს - წყეულიმც იყოს!

კანონი 8: თუ ვინმე ამბობს, რომ წმინდანები საკუთარ ცოდვილობაზე აქცენტს მხოლოდ თავმდაბლობის გამო აკეთებენ - წყეულიმც იყოს!

აქ მთავდება პელაგიანიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონები, არადა არათუ წმინდანს, ბიბლიაში ცოდვილი ქრისტიანს აღარ ეწოდება:

8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. (რომაელთა 5:8)

ანუ ქრისტიანს ცოდვილი აღარ ეწოდება უკვე...

იესოც ამბობს: 17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად. (მარკოზი 2:17) --- ანუ ამ დროსაც იყვნენ მართლები...

ბიბლიაში ყოველთვის ხდება კონტრასტი ცოდვილსა და მართალს შორის...

აგერ: 19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. (მათე 11:19) ანუ არსებობენ მართლებიც ხომ? რომელთაც ცოდვილები არ ეწოდებათ...

რატომ უნდა ეწოდოთ ქრისტიანებს ცოდვილები და რატომ ამბობენ რომ "მარადის უნდა ვინანიებდეთ"? ანუ მარადის უნდა ვცოდავდეთ?

წერია იოანეს პირველი ეპისტოლეს მესამე თავში:

6. არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი.


პ.ს. ანეკდოტია - ბიჭი მიდის მღვდელთან და ეკითხება: "მამაო რა ვქნა რომ ცოდვები მომეტევოს?" და პასუხად იღებს: "ჯერ უნდა ჩაიდინო შვილო ჩემო"-ო...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
sandro40
პოსტი Aug 8 2011, 12:42 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



Otherguy
ანუ, ბატონო, ჩემო აწი რაც მინდა გავაკეთო ცოდვაში არ მეთვლება?
ქრისტემ გამოისყიდა ყველაფერი და რასაც მინდა იმას ვიზამ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Aug 8 2011, 01:00 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(sandro40 @ Aug 8 2011, 12:42 PM) *

Otherguy
ანუ, ბატონო, ჩემო აწი რაც მინდა გავაკეთო ცოდვაში არ მეთვლება?
ქრისტემ გამოისყიდა ყველაფერი და რასაც მინდა იმას ვიზამ?


რა სისულელეა, კითხვა იცი? მაბრალებ პროტესტანტულ მარაზმს...

პელაგი ამბობდა, რომ ქრისტიანს უცოდველობა მოეთხოვებოდა... ანუ ცოდვა არ უნდა ჩავიდინოთ საერთოდო... ამის გამო კაცი აფრიკის ეპისკოპოსებმა არ გაახარეს და რამოდენიმე კრებაზე დაწყევლეს...

ნაწყვეტი პელაგის წერილიდან პაპ ზოსიმეს(რომელმაც გაამართლა) მიმართ:

"ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი არაფერ შეუძლებელს არ გვთხოვს... არ ვიზიარებთ მანიქეველთა(ავგუსტინე იყო ყოფილი მანიქეველი) ბილწ აზრს, რომ ცოდვის თავიდან აცილება შეუძლებელია, ასევე არ ვიზიარებთ ჯოვინიანის აზრს, რომ ადამიანს არ შეუძლია შესცოდოს... მაგრამ თუ ადამიანი ნათლობის მერე მაინც დაეცა, შეუძლია მოინანიოს..."

დაცემაში გულისხმობს 1-2 დაცემას და არა დღევანდელ 1000-ს...

ავგუსსტინე იძახდა: "შეუძლებელია რომ არ სცოდო"-ო...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Aug 8 2011, 05:23 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(Otherguy @ Aug 8 2011, 01:00 PM) *

რა სისულელეა, კითხვა იცი? მაბრალებ პროტესტანტულ მარაზმს...

პელაგი ამბობდა, რომ ქრისტიანს უცოდველობა მოეთხოვებოდა... ანუ ცოდვა არ უნდა ჩავიდინოთ საერთოდო... ამის გამო კაცი აფრიკის ეპისკოპოსებმა არ გაახარეს და რამოდენიმე კრებაზე დაწყევლეს...

ნაწყვეტი პელაგის წერილიდან პაპ ზოსიმეს(რომელმაც გაამართლა) მიმართ:

"ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი არაფერ შეუძლებელს არ გვთხოვს... არ ვიზიარებთ მანიქეველთა(ავგუსტინე იყო ყოფილი მანიქეველი) ბილწ აზრს, რომ ცოდვის თავიდან აცილება შეუძლებელია, ასევე არ ვიზიარებთ ჯოვინიანის აზრს, რომ ადამიანს არ შეუძლია შესცოდოს... მაგრამ თუ ადამიანი ნათლობის მერე მაინც დაეცა, შეუძლია მოინანიოს..."

დაცემაში გულისხმობს 1-2 დაცემას და არა დღევანდელ 1000-ს...

ავგუსსტინე იძახდა: "შეუძლებელია რომ არ სცოდო"-ო...

რაც წავიკითხე მხოლოდ ერთი რამის თქმა შEმიძლია იდიოტი იყო ეს პელაგი rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   პელაგიანიზმი   Aug 8 2011, 11:26 AM
sandro40   Otherguy ანუ, ბატონო, ჩემ...   Aug 8 2011, 12:42 PM
Otherguy   Otherguy ანუ, ბატონო, ჩემ...   Aug 8 2011, 01:00 PM
sandro40   რა სისულელეა, კითხ...   Aug 8 2011, 05:23 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy "არა არს კაცი, ...   Aug 8 2011, 03:47 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI მერე ის რომ ...   Aug 8 2011, 03:57 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy მერე ის არ უნდა ...   Aug 8 2011, 04:29 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI მთელი ეს ნა...   Aug 8 2011, 04:41 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy :blink: კითხვა იცი? ...   Aug 8 2011, 04:51 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI "მე ვარ პი...   Aug 8 2011, 04:54 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy ქრისტიანობის ს...   Aug 8 2011, 04:59 PM
Otherguy   [b]Otherguy ქრისტიანობის...   Aug 8 2011, 05:00 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy თქვენც არ იცით ...   Aug 8 2011, 05:05 PM
Otherguy   Otherguy თქვენც არ იცით ...   Aug 8 2011, 05:10 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy :D :D შენ დაუთვალე...   Aug 8 2011, 05:17 PM
Otherguy   Otherguy :D :D შენ დაუთვალ...   Aug 8 2011, 05:21 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy ხო, მარა ცოდვად ...   Aug 8 2011, 05:26 PM
sandro40   ადამიანი თავისი ა...   Aug 8 2011, 05:28 PM
GIORGI LELUASHVILI   sandro40 :D :D :thumbs:   Aug 8 2011, 05:29 PM
sandro40   ამას არ ვეთანხმებ...   Aug 8 2011, 05:32 PM
Otherguy   sandro40 უზრდელი ხარ მე...   Aug 8 2011, 05:37 PM
sandro40   sandro40 უზრდელი ხარ მე...   Aug 8 2011, 05:41 PM
sandro40   კანონი 6: თუ ვინმე ...   Aug 8 2011, 05:37 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy ანუ რაღაცაშია ...   Aug 8 2011, 05:37 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy კაცო ნათლობის ...   Aug 8 2011, 05:41 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI ჰოდა ერთი დ...   Aug 8 2011, 06:00 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy ერთ რამეს მაში...   Aug 8 2011, 06:06 PM
Otherguy   Otherguy ერთ რამეს მაში...   Aug 8 2011, 06:46 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy თუ ერთი უკიდურ...   Aug 8 2011, 07:00 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI მათი მოსმე...   Aug 8 2011, 07:19 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy რათქმაუნდა არა...   Aug 8 2011, 07:42 PM
Otherguy   Otherguy რათქმაუნდა არ...   Aug 8 2011, 08:30 PM
sandro40   Otherguy .რა იცი შენ ძველ...   Aug 8 2011, 10:17 PM
sandro40   Знаю, что не живёт во мне, то...   Aug 8 2011, 10:32 PM
Otherguy   sandro40 Потому что все согреш...   Aug 9 2011, 10:00 AM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy და შენ გგონია, რ...   Aug 9 2011, 02:01 PM
lasha_k   Otherguy თუ ადამიანს შე...   Aug 9 2011, 05:55 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI კარგად წაი...   Aug 9 2011, 11:03 PM
lasha_k   Otherguy ესეიგი მართლე...   Aug 10 2011, 12:39 AM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy მართალია, ნები...   Aug 10 2011, 10:45 AM
Otherguy   dzvelmartlmadidebeli ვნახოთ რას...   Aug 10 2011, 11:14 AM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy სანამ თქვენს მი...   Aug 10 2011, 12:32 PM
Otherguy   dzvelmartlmadidebeli კეთილი, გე...   Aug 10 2011, 05:13 PM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy დიდი მადლობა ა...   Aug 10 2011, 11:07 PM
Otherguy   ბოდიშით პასუხი რომ...   Aug 16 2011, 01:07 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli :thumbs:   Aug 12 2011, 09:54 AM
gio9   აი, ამასთან დაკავ...   Aug 12 2011, 11:23 AM
dzvelmartlmadidebeli   gio9 ძალიან ხშირად გ...   Aug 12 2011, 01:32 PM
lasha_k   dzvelmartlmadidebeli საინტერეს...   Aug 13 2011, 07:13 PM
dzvelmartlmadidebeli   lasha_k ამისი შეხსენებ...   Aug 13 2011, 08:22 PM
Otherguy   ეხლა კი მინდა ჩამო...   Aug 16 2011, 11:03 PM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy პელაგის სწავლე...   Aug 18 2011, 12:44 PM
Otherguy   dzvelmartlmadidebeli სალამი, მა...   Aug 22 2011, 06:15 AM
Otherguy   ისე, შეიძლება ვიკი...   Aug 23 2011, 06:06 PM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy ვფიქრობ უკვე სა...   Aug 25 2011, 11:38 AM
Atm@n   პელაგიანიზმი რას ნ...   Aug 25 2012, 03:40 PM
A.V.M   :D არ იცი რომ მაგის მ...   Aug 25 2012, 05:40 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 03:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი